ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾115.00
SHBG (სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინი) არის პლაზმის ცილა, რომელიც სპეციფიურად უკავშირდება 3 სასქესო ჰორმონს: ესტროგენს, დიჰიდროტესტოსტერონს და ტსტოსტერონს. იგი სინთეზირდება ღვიძლის უჯრედების მიერ და გამოთავისუფლდება სისხლში, სადაც ნახევარგამოყოფის პერიოდი აქვს დაახლოებით 7 დღე. მისი სეკრეცია კონტროლდება მოცირკულირე ანდროგენისა და ესტრადიოლის დონით.
SHBG-ის კონცენტრაცია გავლენას ახდენს, როგორც სასქესო სტეროიდების ქსოვილში ბიოშეღწევადობაზე, ასევე ესტროგენ-ანდროგენების ბალანსზე.
ანდროგენების და ანდროგენული პროგესტინის მომატებული დონე აფერხებს SHBG-ის სინთეზს, ხოლო ესტრადიოლისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული დონე ასტიმულირებს SHBG-ის სინთეზს.
ამრიგად, SHBG-ის დაბალი კონცენტრაცია გვხვდება შემდეგ სიტუაციებში: ჰირსუტიზმი, ვირილიზაცია, ვულგარული აკნე, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰიპერანდროგენიზმი, სიმსუქნე, ჰიპოთირეოზი, აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ანდროგენ-სეკრეტორული საკვერცხეების სიმსივნეები.
თავის მხრივ, SHBG-ის მომატებული კონცენტრაცია გვხვდება: ჰიპოგონადიზმი, გინეკომასტია, ანდროგენების დეფიციტი, ანდროგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ჰიპერთირეოზი, ღვიძლის ციროზი, ნევროზული ანორექსია.
კვლევა ძირითადად რეკომენდებულია და ინიშნება მეან-გინეკოლოგის ან ენდოკრინოლოგის მიერ.
SHBG (Sex Hormone Binding Globuline) ტესტი გამოიყენება სასქესო ჰორმონებითა და ანტიანდროგენული თერაპიის მონიტორინგისთვის, პუბერტატის დიაგნოზისთვის, ნერვული ანორექსიის მქონე პაციენტთა დიაგნოზისა და მონიტორინგისთვის, თირეოტოქსიკოზის დიაგნოზისთვის. თირეოტოქსიკოზის დროს, იგი გამოიყენება, როგორც ქსოვილოვანი მარკერი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაზრდილი დონისთვის.
ეს გამოკვლევა ასევე სასარგებლოა ინსულინის რეზისტენტობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის დიაგნოზისა და მონიტორინგისთვის, განსაკუთრებით ქალებში. იგი ასევე გამოიყენება მამაკაცებში თავისუფალი ტესტოსტერონის დონის გასაზომად.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
მრავალი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაბალი ან ზომიერად მაღალი ანდროგენების დონით, უკავშირდება SHBG-ის დაბალ დონეს – მაგალითად, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ამ ქალთა უმრავლესობა ასევე განიცდის, ინსულინის რეზისტენტობასა და სიმსუქნეს. ამ შემთხვევაში, SHBG-ის შესწავლის გარდა, როგორც წესი კეთდება სხვა ანალიზებიც, რათა სრულად შეფასდეს საერთო მდგომარეობა.
ტესტი ასევე გამოიყენება ანტი-ანდროგენებით ან ესტროგენებით თერაპიის შესაფასებლად. ამ შემთხვევაში, დონის გაზრდა მიუთითებს წარმატებულ თერაპიაზე, ხოლო ანდროგენებით მკურნალობისას, SHBG-ის დონის დაქვეითება, რომელიც აკავშირებს სასქესო ჰორმონებს, სწორი და წარმატებული მკურნალობის ნიშანია.
SHBG-ის დონე მაღალია ნევროზული ანორექსიის მქონე პაციენტებსა და აგრეთვე თირეოიდული ჰორმონის სიჭარბის დროს.
SHBG-ის დაბალი დონე შეიძლება იყოს წინამორბედი ინსულინის რეზისტენტობის, გულ-სისხლძარღვთა გართულებების და მე-2 ტიპის დიაბეტის პროგრესირებისთვის, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც აქვთ გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს).
SHBG-ის მომატებული დონე:
SHBG-ის დაქვეითებული დონე:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია