Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სქვამოზური უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენი (SCC)

ცნობილი როგორც:Squamous cell carcinoma antigen
SKU: 2137

130.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

სქვამოზურ-უჯრედული კარცინომის ანტიგენი (scc) გლიკოპროტეინია,  რომელიც მიეკუთვნება სერინ/ცისტეინის პროტეაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

SCC ანტიგენი სეროლოგიური მარკერია სქვამოზურ უჯრედოვანი სიმსივნეებისთვის, რომლებიც ლოკალიზებულია: საშვილოსნოს ყელის, ვულვის, ფილტვის, საყლაპავის და თავ-კისრის მიდამოში.

კვლევის სარგებლიანობა დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე:

 

 

  1. საშვილოსნოს ყელის კარცინომა

სენსიტიურობა პირველადი სიმსივნის შემთხვევაში 45-85%, ხოლო მორეციდივე სიმსივნის შემთხვევაში 66-84%. შრატში SCC ანტიგენის  კონცენტრაცია კავშირშია დაავადების სიმძიმესთან, ლიმფური კვანძების ჩართულობასთან და მეტასტაზების არსებობასთან. მკურნალობისწინა მაჩვენებელი, მკურნალობის შემდგომი პროგნოზის მაჩვენებელია. როგორც წესი, SCC ანტიგენის დონე ნორმალიზდება ქირურგიული ჩარევიდან ან რადიოთერაპიიდან 2-7 დღეში.

მკურნალობამდე არსებული მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება, თერაპიის დაწყებიდან 2-6 კვირის განმავლობაში, რეციდივის მაღალ რისკზე მიუთითებს. მკურნალობის შემდგომი მაჩვენებელების ნორმალიზებიდან, კვლავ მაღალ ნიშნულზე დაბრუნება, მიუხედავად კლინიკური ნიშნების არარსებობისა, სესაძლოა მიუთითებდეს დაავადების რეციდივზე. კლინიკური სენსიტიურობის თვალსაზრისით, კარცინოემბრიონული ანტიგენი ჩამორჩება სქვამოზურ-უჯრედოვანი კარცინომის ანტიგენს 2:3 თანაფარდობით.

 

  1. ფილტვის კარცინომა

ფილტვის სქვამოზურუჯრედოვან სიმსივნეებში, სქვამოზურ უჯრედოვანი ანტიგენის განსაზღვრის სენსიტიურობა 39-78% შეადგენს და კორელაციაშია დაავადების სტადიასთან და TNM კლასიფიკაციასთან (T- პირველადი სიმსივნის ზომა და გავრცელება, N -ლიმფური კვანძების ჩართულობა, M-მეტასტაზები).

სიმსივნის რეზექციიდან 2 დღეში SCC ანტიგენის მაჩვენებლები უნდა ნორმას დაუბრუნდეს. რეზიდუალური (ნარჩენი) სიმსივნეების შემთხვევაში SCC ანტიგენის მაჩვწენებლების ნორმალიზება ბევრად რთულია. სიმსივნის მკურნალობიდან 4-5 თვის შემდეგ SCC ანტიგენის ამჩვენებლების ზრდა სიმსივნის რეციდივის მანიშნებელია. კლინიკური კვლევების მიხედვით, SCC და CEA (კარცინოემბრიონული) ანტიგენების კომბინირებული განსაზღვრა ზრდის კლინიკურ სენსიტიურობას 35%-დან 50-82%-მდე.

 

  1. თავ-კისრის კარცინომები

ამ სიმსივნეებში SCC ანტიგენის კლინიკური სენსიტიურობა 34-78%-ია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და TNM კლასიფიკაციაზე.

SCC ანტიგენის გამოვლენის მაჩვენებელი თავ-კისრის მიდამოს სიმსივნეებში შემდეგნაირია: ზედა ყბის სიმსივნეებში – 49%, პირის ღრუს სიმსივნეებში  34%, ენის სიმსივნეებში 23%, სასულის სიმსივნეებში 19%, 11-33% ხახის სიმსივნეებში.

რეციდიული სიმისვნეების შემთხვევაში სენსიტიურობა 60-75% შეადგენს.

 

  1. საყლაპავის სიმსივნეები

SCC ანტიგენის კლინიკური სენსიტიურობა საყლაპავის სიმსივნეების დროს 30-39%-ია დაავადების სტადიის გათვალისწინებით.  წარმატებული ქირურგიული ინტერვენციის შემდეგ SCC ანტიგენის დონე უბრუნდება ნორმას. ანტიგენის დონის მატების გახანგრძლივება, ნარჩენ სიმსივნეებში და მაჩვენებლების მატება საწყისი ნორმალიზების შემდეგ, მიუთიტებს სიმსივნის რეციდივზე.

 

  1. სხვა გენიტოურინარული (შარდსასქესო) სიმსივნეები

 

სქვამოზურ-უჯრედული კარცინომის ანტიგენის კვლევის  სენსიტიურობა ენდომეტრიულ სიმსივნეებში შეადგენს 8-30%, საკვერცხის სიმსივნეებში – 4-20%, ვულვის სიმსივნეებში – 19-42%, საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ნაწილის სიმსივნეებში – 17%.

SCC ანტიგენის გაზრდილი მაჩვენბლები აღინიშნება სასქესო ასოს და შარდსადენის  მეტასტაზური სქვამოზურუჯრედოვანი სიმსივნეების დროს, დაახლოებით 45%.

 

 

პაციენტის მომზადება: წინასწარი მომზადება არ არის საჭირო.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

ნიმუშის უარყოფის შესაძლო მიზეზი:

  • ჰემოლიზური მასალა
  • ნიმუშის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა
  • ნიმუშის დაბინძურება

 

 

რეფერენტული ნორმები:  < 2.7 ng/mL 

 

 

შეზღუდვები და ინტერპრეტაცია

SCC ანტიგენი ნორმალური ბრტყელი ეპითელიუმის შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ მისი მომატება შესაძლოა აღინიშნოს კანის  ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა ჰიპერკერატოზით მიმდინარე პროცესები: ფსორიაზი, ეკზემა. ასევე SSC ანტიგენის მატება აღინიშნება ფილტვის ანტებითი დაავადებების, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს.

SCC ანტიგენის განსაზღვრა არ წარმოადგენს სასკრინინგო კვლევას უსიმპტომო პაციენტებში.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

https://www.synevo.ro/shop/scc-antigen-tumoral/

ლაბორატორიები
Call Now Button