Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ß-2 მიკროგლობულინი (შრატი)

ცნობილი როგორც:ბეტა-2 მიკროგლობულინი
SKU: 2119

50.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ბეტა-2-მიკროგლობულინი უჯრედის მემბრანის ზედაპირზე არსებული ცილაა, უპირატესად გვხვდება ლიმფოციტებსა და სიმსივნურ უჯრედებში. ის წარმოადგენს მთავარი ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსის I კლასის  მოლეკულების კომპონენტი.

რადგანაც ორგანიზმში ბეტა-2-მიკროგლობულინის სინთეზი ძირითადად ლიმფოციტებში ხდება, ამიტომ ლიმფოციტების გამრავლებით მიმდინარე ყველა დაავადება ხასიათდება ამ ცილის კონცენტრაციის მატებით: ლიმფომები, მრავლობითი მიელომა, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ჰოჯკინის ლიმფომა და სხვა.

ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც უჯრედული იმუნური რეაქციების მატებით ხასიათდება – აუტოიმუნური დაავადებები, ინფექციური მონონუკლეოზი, ტრანსპლანტატის ოცილების რეაქცია და სხვა – ასევე ხასიათდება ბეტა-2-მიკროგლობულინის პლაზმის კონცენტრაციის ზრდით.

ბეტა-2-მიკროგლობულინი გავლენას ახდენს თირკმლის გლომერულურ ფილტრაციასა და მილაკოვან რეაბსორბციაზე. შესაბამისად, ისი  დონის მატება სისხლში ასოცირებულია ხშირად თირკმლის გლომერულურ დაზიანებასთან, მაშინ როცა, მისი კონცენტრაციის დაქვეითება შრატში, ხოლო მატება შარდში თირკმლის მილაკოვანი სისტემის დაზიანებაზე იუთითებს.

პლაზმაში ბეტა-2-მიკროგლობულინის კონცენტრაციის მატება ასევე აღინიშნება მწვავე ან რეაქტივირებული ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროსაც.

იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ოპორტუნისტული ინფექციებით, შრატის ბეტა-2-მიკროგლობულინის კონცენტრაცია მომატებულია.

როდის ტარდება კვლევა?

ბეტა-2-მიკროგლობულინის განსაზღვრა ინფორმატიული მარკერია როგორც სადიაგნოსტიკოდ, ისე დაავადების პროგრესირების შესაფასებლად.

მრვალობითი მიელომა

ჰოჯკინის დაავადება

ქრონიკული ლიმფო-ლეიკემია

აივ-ინფექცია (დაავადების პროგრესირების შეფასება)

ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია

ციტომეგალოვირუსული ინფექცია

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მონიტორინგი

 

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ

საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმები

ნორმები განსაზღვრულია მხოლოდ ზრდასრულებისთვის 22-64წ

0.6 მგ/ლ (2.5 პერცენტილი) – 2.366 მგ/ლ (97.5% პერცენტილი)

შედეგების ინტერპრეტაცია:

ბეტა-2-მიკროგლობულინის კონცენტრაციის მატების მაჩვენებელი შრატში ან შარდში, ინფორმატიულია მხოლოდ დაავადების კლინიკურად გამოვლენილი ფორმისას.

ქრონიკული ლიმფო-ლეიკემიის დროს ბეტა-2-მიკროგლობულინის მაჩვენებელი დაავადების პროგრესირების პროპორციულად იზრდება.

მსხვილუჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ბეტა-2-მიკროგლობულინი და ლაქტატდეჰიდროგენაზა წარმოადგენს დაავადების პროგნოზულ მარკერს.

ჰოჯკინის ლიმფომის დროს ბეტა-2-მიკროგლობულინი დაავადების აქტივობის პროგნოზული მაჩვენებელია.

ბეტა-2-მიკროგლობულინის განსაზღვრა ღირებული რუტინული სადიაგნოსტიკო მეთოდია მრავლობითი მიელომური დაავადების დროს. მისი მაჩვენებლის მკვეთრი მატება ცუდ პროგნოზულ გამოსავალთანაა ასოცირებული.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button