Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინჰიბინ B | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:იჰიბინ B
SKU: 192

207.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

პროდუქტის აღწერა

ინჰიბინები არის ჰეტეროდიმერული ჰორმონები, რომლებიც სინთეზდება საკვერცხის გრანულოზური უჯრედების  და სათესლე არხების „სტეროლის“ უჯრედებში. შედგება 2 სუბერთეულისგან: საერთო α და β, რომელიც სპეციფიურია ინჰიბინის თითოეული ტიპისთვის (A და B).

ინჰიბინი შერჩევითად აფერხებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ FSH-ის სეკრეციას (უარყოფითი უკუკავშირის პრინციპის საფუძველზე), არეგულირებს ფოლიკულოგენეზსა და სპერმატოგენეზს, აქვს ადგილობრივი პარაკრინული მოქმედება სასქესო ჯირკვლებზე. ინჰიბინის სინთეზი ამცირებს გონადოლიბერინის სეკრეციას; ანდროგენები, FSH და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1 ზრდის მის სეკრეციას.

გოგონებში ინჰიბინ B-ს დონის ზრდა ხდება სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, რაც საშუალებას იძლევა ამ კვლევით  განისაზღვროს პუბერტატის დარღვევები. ქალებში სინთეზირდება განვითარებად, მცირე ფოლიკულებში და ახასიათებს გამოხატული ცვალებადობა მენსტრუალური ციკლის ფაზებში: კერძოდ, მაქსიმალური დონე აღინიშნება ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში (მე-3 დღიდან), რჩება მაქსიმალური ფოლიკულური ფაზის შუა პერიოდამდე და მცირდება დასასრულისკენ.

LH-ის პიკიდან 2 დღის შემდეგ კვლავ ვლინდება ხანმოკლე პიკი, კონცენტრაციის შემდგომი დაქვეითებით. ლუთეინური ფაზის დროს შეინიშნება ინჰიბინი B-ს დაბალი დონე. ასაკთან ერთად ფოლიკულების რაოდენობის შემცირება იწვევს ინჰიბინი B-ს დონის დაქვეითებას დაბალ, თითქმის განუსაზღვრელ დონემდე.

FSH და AMH-სთან ერთად, ინჰიბინ B გამოიყენება, როგორც საკვერცხის ფოლიკულური რეზერვის შეფასების ერთ-ერთი მარკერი. ვინაიდან წარმოიქმნება გონადურ ქსოვილში, იგი მიიჩნევა გონადური აქტივობის უფრო პირდაპირ მარკერად, ვიდრე ჰიპოფიზის ჰორმონები.

იმის გათვალისწინებით, რომ ინჰიბინ B-ს სინთეზი ხდება გრანულოზას უჯრედებში, შემთხვევათა 80–100%-ში აღინიშნება დონის მკვეთრი მატება (60-ჯერ) საკვერცხის გრანულოზაუჯრედოვანი კიბოს დროს და შემთხვევათა 55–60%-ში, საკვერცხეების ეპითელური კიბოს მუცინოზური ტიპების შემთხვევებში, შესაბამისად, CA 125–თან ერთობლივი განსაზღვრა გვეხმარება ამ ტიპის კიბოს იდენტიფიცირებაში, რომლის დროს CA 125-ის დონე არ იცვლება. ამასთან, ინჰიბინი B-ს ნორმალური დონე სრულად ვერ გამორიცხავს საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობას.

ვაჟებში ინჰიბინის დონე იზრდება ბავშვობაში, კონცენტრაციის მწვერვალი 3 თვეზეა, რასაც 10 წლისთვის თან ახლავს თანდათანობითი ვარდნა. ინჰიბინ B-ს გამოვლენა მიუთითებს სათესლე ჯირკვლის ქსოვილების არსებობასა და ფუნქციონალურ უნარზე, და გამოიყენება სასქესო ჯირკვლების განვითარებაში არსებული პათოლოგიებისა და საეჭვო სიტუაციებში სქესის დასადგენად.

ამ ჰორმონის ანალიზი საშუალებას იძლევა განვასხვაოთ ანორქია (სათესლეების თანდაყოლილი არარსებობა) და კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში სათესლეები არ არის ჩემოსული), რათა დროულად დაინიშნოს აუცილებელი მკურნალობა.

ინჰიბინ B გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში როგორც სპერმატოგენეზის და „სერტოლის“ უჯრედების ფუნქციის მარკერი, რომლებიც არეგულირებენ სპერმის მომწიფებას.

მამაკაცის სხეულში, ჰორმონის კონცენტრაცია შედარებით მაღალ, სტაბილურ დონეზეა და სათესლეების ქსოვილის მოცულობისა და სპერმის სიმკვრივის პროპორციულია.

ინჰიბინ B-ს შემცირებული კონცენტრაცია აღინიშნება ოლიგოსპერმიის (სპერმის რაოდენობის შემცირება), აზოოსპერმიის (სპერმატოზოიდების არ არსებობა ეაკულატში) და დაქვეითებული სპერმატოგენეზის  მქონე მამაკაცებში.

FSH და ინჰიბინ B-ს ერთდროული განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სპერმატოგენეზის ადექვატურობა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ინჰიბინ B-ზე?

ინჰიბინ B – ოვარიალური რეზერვის მარკერი (FSH და AMH-სთან ერთად). გრანულოზაუჯრედოვანი საკვერცხის კიბოს მარკერი.

ქალებში:

  • პუბერტატის დარღვევების დიაგნოზი;
  • ქალთა კომპლექსური გამოკვლევისას, რათა დადგინდეს უნაყოფობის მიზეზები, მენსტრუალური დარღვევები, საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვა და შეფასდეს ოვარიალური რეზერვი;
  • უნაყოფობის მკურნალობისას ART-ზე გადასვლის დროის განსაზღვრა.
  • უნაყოფობის მკურნალობის ეფექტურობის პროგნოზი სხვადასხვა ART მეთოდით;
  • IVF ციკლებში საკვერცხის სტიმულაციის ეფექტურობის პროგნოზი;
  • საკვერცხეების გრანულოზაუჯრედოვანი და ეპითელური სიმსივნის მუცინოზური ტიპის დიაგნოსტიკა, მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი, რეციდივისა და მეტასტაზების შეფასება. (CA-125-სთან ერთად).

მამაკაცებში:

  • პუბერტატის დარღვევების დიაგნოზი;
  • უშვილობის, სპერმატოგენეზის დარღვევების კომპლექსური გამოკვლევა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

ქალები: პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი. უმჯობესია განისაზღვროს მენსტრუალური ციკლის მე-3 დღეს (როდესაც აღინიშნება პიკური დონე).

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ინჰიბინ B დონის მომატება:

  • პოლოკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • გრანულოზაუჯრედული საკვერცხის კიბო;
  • საკვერცხის ეპითელიური კიბოს მუცინოზური ტიპი;
  • ანტიანდროგენული თერაპია (მამაკაცებში).

ინჰიბინ B დონის დაქვეითება:

ქალები:

  • საკვერცხის ფოლიკულური რეზერვის ასაკთან დაკავშირებული დაქვეითება;
  • მენოპაუზის დროს;
  • საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა;
  • ქირურგიული მენოპაუზა;
  • ანტიტუმორული ქიმიოთერაპია.

კაცები:

  • სპერმატოგენეზის დარღვევა, განსაკუთრებით მის ადრეულ ეტაპზე;
  • ჰიპერ- და ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button