ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾120.00
ენდომიზიუმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების ბოჭკოების შიდა შემაერთებელ ქსოვილოვანი გარსს, რომელიც კუნთოვან ოჭკოებს ერთმანეთისგან აცალკევებს. მისი ცილების მიმართ ანტისხეულები წარმოიქმნება ცელიაკიის დროს, ნაწლავის კედლის ქსოვილში მიმდინარე იმუნური ანთებისას, ამიტომ ენდომიზიუმის ანტისხეულების განსაზღვრა ცელიაკიის მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია.
ენდომიზიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულები IgA , ცელიაკიით დაავადებულთა 90%-ში გვხვდება. კვლევის სენსიტიურობა და სპეციფიურობა 98%-ია.
ტესტის დადებითი პასუხი ადასტურებს ცელიაკიის დიაგნოზს, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები, ნაწლავის დაზიანების გამოსავლენად
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
მუცლის განმეორებითი ტკივილის და შებერილობისას
ქრონიკული დიარეის დროს
შეკრულობისას
ნაწლავური მეტეორიზმისას
წონის კლებისას
ხშირი სტომატიტებისას
გამოხატული ზოგადი საერთო სისუსტისას
ანემიის დროს
დეპრესიის და გუნებ-განწყობის სხვა ცვლილებების დროს
კანზე გამონაყარის და ქავილის არსებობისას
ძვლების და სახსრების ტკივილისას
ბავშვებში სიმპტომები შეიძლება ასევე მოიცავდეს:
ღებინებას
გაღიზიანებადობას
ზრდის შეფერხებას
წონის კლებას
კბილის მინანქრის დაზიანებებს
ზოგჯერ დამატებითი კვლევების საჭიროებაც არსებობს, ესენია:
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას ანტისხეულების განსაზღვრა
დეამინირებული გლიადინ პეპდიდაზას ანტისხეულები
სისხლის საერთო ანალიზი
ქოლესტეროლის განსაზღვრა
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები
ზოგჯერ საჭიროა საერთო IgA განსაზღვრა, მისი დეფიციტის გამოსავლენად. საერთო IgA დეფიციტისას, ენდომიზიური ანტისხეულების ტესტი ცრუ უარყოფითია და საჭირო ხდება სხვა კვლევების ჩატარება, ცელიაკიის დასადასტურებლად.
როგორ ტარდება ტესტი?
გამოიყენება ვენური სისხლის ნიმუში
სპეციალკური მომზადება
კვლევის ჩატარებამდე 3-4 კვირით ადრე პაციენტმა უნდა დაიწყოს გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტისხეულების ტესტი უშედეგო იქნება.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |