ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინტერლეიკინი-10 (IL-10) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ინტერლეიკინი-10
SKU: 160

130.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ინტერლეიკინები ციტოკინებია რომლებიც სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიერ სინთეზდება. მათი ძირითადი თვისებებია:

  • ციტოკინები პათოგენებისა და სხვადასხვა ანტიგენების საპასუხოდ წარმოქმნილი ცილებია, რომლებიც არეგულირებს ანთებით და იმუნურ რეაქციებს.
  • ინტერლეიკინების პროდუქცია თვითლიმიტირებადი პროცესია
  • ინტერლეიკინებს დამატებითი ფუნქციებიც აქვთ. მაგ: IL-4, IL-5 და IL-13 წარმოადგენს B-უჯრედების ზრდის ფაქტორს და უზრუნველყოფს მათ დიფერენცირებას.
  • ზოგიერთი ინტერლეიკინი გავლენას ახდენს სხვა ინტერლეიკინების სინთეზზე, მაგ: IL-1 იწვევს ლიმფოციტების აქტივაციას და IL-2-ის გამოყოფას.

ინტერლეიკინები მონაწილეობს იმუნური უჯრედების აქტივაციაში, პროლიფერაციასა და დიფერენციაციაში, ასევე მიგრაციასა და ადჰეზიაში (მიმაგრება).

ინტერლეიკინებს გააჩნია ანთების ხელშემწყობი და ანთების საწინააღმდეგო აქტივობა. ინტერლეიკინები შედგება ცილების დიდი ჯგუფისგან, რომელთაც ქსოვილების და უჯრედების ზედაპირზე მიმაგრების გზით შეუძლია სხვადასხვა რეაქციების გამოწვევა. მათ აქვთ როგორც პარაკრინული, ისე აუტოკრინული თვისებები.

ინტერლეიკინ-10-ს გააჩნია ანტი-ანთებითი და იმუნოსუპრესიული ფუნქცია, ორგანიზმში შეჭრილი პათოგენების საწინააღმდეგოდ განვითარებული იმუნური რეაქციის მოდულირებისთვის.

IL-10-ის სპეციფიკური რეცეპტორი განეკუთვნება ციტოკინების რეცეპტორების ოჯახს. ეს რეცეპტორები ძირითადად გვხვდება ჰემოპოეზური- სისხლწარმომქმნელი უჯრედების (მაკროფაგების, პოხიერი უჯრედების) ზედაპირზე. IL-10 შეუძლია დაარეგულიროს იმუნური პასუხი ანთებითი ფოკუსის ფარგლებში.

IL-10 როლი კომპლექსურია: ერთის მხრივ ის აინჰიბირებს (აფერხებს) უჯრედულ იმუნიტეტთან და იმუნურ ანთებასთან ასოცირებული ციტოკინების სინთეზს, მეორეს მხრივ – ასტიმულირებს ციტოტოქსიკურ და ჰუმორულ იმუნურ პასუხს.

IL-10 ციტოკინი ასევე აფერხებს ჟანგბადის ტავისუფალი რადიკალების გამოყოფას და მაკროფაგების აზოტის ოქსიდზე (NO) დამყარებულ ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

სასუნთქი სისტემის დონეზე IL-10 ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ატმოსფერული ალერგენების მიმართ ტოლერანტობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. ასთმა და ალერგიული რინიტი ხშირად ასოცირებულია IL-10 სინთეზის დაქვეითებასთან, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ანთებითი გარემოს შექმნისთვის სასუნთქ სისტემაში.

IL-10 აინჰიბირებს IL-4-ით გაშუალებულ იმუნოგლობულინი E-ს სინთეზს, ამცირებს ეოზინოფილების სიცოცხლის ხანგრძლივობას, შესაბამისად IL-10-ის დეფიციტი კავშირშია  ალერგიული დაავადებების პათოგენეზურ მექანიზმებთან.

IL-10 ჩართულია ასევე სისტემური წითელი მგლურას განვითარებასა და პროგრესირებაში. დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე კორელაციაშია IL-10 კონცენტრაცისთან – პარადოქსულია, რომ ამ დაავადებისას IL-10 ტიტრი მაღალია.

IL-10 ჩართულია არაერთი აუტოიმუნური დაავადების პათოგენეში, როგორებიცაა:

  • მიასთენია გრავის
  • გრეივსის დაავადება
  • შოგრენის სინდრომიმ
  • პოლიმიოზიტი
  • სისტემური სკლეროზი
  • ვულგარული პემფიგუსი

ასევე იმუნოსუპრესორულ პროცესებში კეთრის და პარაზიტული ინფექციების დროს.

 

როდის ტარდება კვლევა

ინტერლეიკინების ტიტრის განსაზღვრა ბიოლოგიურ სითხეებში გამოიყენება იმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის და მონიტორინგისთვის, როგორც დამატებითი კვლევა, სხვა კლინიკურ და პარაკლინიკურ მონაცემებთან ერთად.

 

პაციენტის მომზადება – არ საწიროებს სპეციფიკურ მომზადებას

საკვლევიმასალა – ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმა – < 9.1 პგ/მლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

IL-10 კონცენტრაციის მატება აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • სისტემური წითელი მგლურა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ფილტვის ტუბერკულოზი

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button