Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

sFlt-1/PlGF – თანაფარდობა | პრეეკლამფსიის მარკერი

ცნობილი როგორც:sFlt-1/PlGF – თანაფარდობა, პრე-ეკლამფსიის მარკერი
SKU: 1538

315.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

პრე-ეკლამფსია ჰეტეროგენური (განვიტარების არაერთი მიზეზის მქონე) დაავადებაა რომელიც ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიით (არტერიული წნევის მატებით) და პროტეინურიით (შარდში ცილის მომატებით) ორსულობის 20 კვირაზე. ორსულთა 2-5%-ში ვლინდება.

დაავადების კლინიკური გამოვლინებები და საბოლოო გამოსავალი მრავალფეროვანია.

პრეეკლამფსია რჩება ორსულისა და ნაყოფის/ახალსობილის სიკვდილიანობის ერთერთ მნიშვნელოვან მიზეზად.

დაავადების პათოგენეზი (გამომწვევი მიზეზი) მულტიფაქტორულია. მთავარი მიზეზი არის პლაცენტის სისხლძარღვების პათოლოგიური გარდაქმნა, რაც იწვევს პლაცენტის და ნაყოფის სისხლმომარაგების დაქვეითებას და პლაცენტის დისფუნქციას.

პლაცენტის დისფუნქცია იწვევს მოცირკულირე ანგიოგენური ფაქტორების (ესენია ფაქტორები, რომლებიც პლაცენტის სისხლძარღვების განვიტარებას და ადექვატურ ცირკულაციას უზრუნველყოფს) დისბალანსს, რასაც საბოლოოდ მივყავართ პრეეკლამფსია-ეკლამფსიის განვითარებამდე.

sFlt-1/PlGF (ხსნადი Fms-ის მსგავსი თიროზინკინაზა-1-ის თანაფარდობა პლაცენტური ზრდის ფაქტორთან) სპეციფიკური კვლევაა პრეეკლამფსიის რისკის შესაფასებლად.

 

პლაცენტური ზრდის ფაქტორის PlGF კონცენტრაცია პირველ ტრიმესტრში დაბალია, მატებას იწყებს 11-12 კვირიდან. პიკს აღწევს 30 კვირისთვის, რის შემდეგაც კვლავ შემცირების ტენდენცია აღინიშნება.

 

sFLT-1  წარმოადგენს სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის  რეცეპტორ-1 უჯრედგარე დომენებს. პრეეკლამფსიისას sFLT-1 მატულობს.

sFLT-1/PlGF  ანგიოგენური ფაქტორების თანაფარდობა, პაციენტის ანამნეზურ და ულტრაბგერით მონაცემებთან ერთად პრეეკლამფსიის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა.

ხანგრძლივი კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ორსულ ქალებს, რომლებსაც მომავალში პრეეკლამფისა უვიტარდებათ, აღენიშნებოდათ მოცირკულირე sFLT-1  კონცენტრაციის მატება და PlGF კონცენტრაციის შემცირება, პრეეკლამფსიის განვიტარებამდე რამდენიმე კვირით ადრე.     sFLT-1/PlGF   თანაფარდობის მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია დაავადების სიმძიმესტან.

 

პრეეკლამფსიის რისკ-ფაქტორები

  • პრეეკლამფსია წინა ორსულობაზე
  • მრავავნაყოფიანი ორსულობა
  • თანმხლები დაავადებები: ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა.
  • პრეეკლამფსიის ოჯახური ანამნეზი (დედა, და)
  • სიმსუქნე
  • 40-ზე ზემოთ ასაკი
  • თრომბოფილია
  • ინ-ვიტრო განაყოფიერება

 

 

sFLT-1/PlGF  თანაფარდობის განსაზღვრა ინფორმატიულია ჰიპერტენზიის მქონე ორსულების ჰოსპიტალიზაციის საკჭიროების დასადგენად, განსაკუთრებით თუ:

  • წარმოდგენილია პრეეკლამფსიის არასპეციფიკური სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა არეში), სახის შეშუპება, წონის უეცარი მატება, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევევბი, თრომბოციტების შემცირება სისხლში, შრატის ტრანსამინაზების დონის მატება
  • საჭიროა ოროტეინურიით (შარდში ცილის მატებით) მიმდინარე სხვა პათოლოგიებთან დიფდიაგნოსტიკა
  • დადგენილია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება

 

დაავადების სიმძიმის განსაზღვრა

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ხშირად საჭიროა თანაფარდობის განმეორებით განსაზღვრა 48 საათში. მაჩვენებლის მკვეთრი მატება დაავადების გაუარესებაზე მიუთითებს. თუ მაჩვენებელი უცვლელია, ეს მიუთითებს მდგომარეობის მეტნაკლებად სტაბილურობაზე. გადამოწმება აუცილებელია არაუგვიანეს 2 კვირისა.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერენტული ნორმები:

ორსულობის ვადა/ კვირა sFlt-1/pg/mL PlGF/pg/mL
14-19 764 – 2545 43-348
20-24 626 – 4443 183 – 868
25-28 612 – 3958 145 – 1000
29-33 697 – 3722 71 – 1157
34-36 1023 – 8492 41 – 752
> 37 961 – 7524 37 – 750

 

 

 

 

შედეგების ინტერპრეტაცია

პრეეკლამფსიის განვითარება გესტაციის ადრეულ ეტაპზე  (20-33 კვირა +6 დღე)

 

sFlt-1/PIGF თანაფარდობა     ინტერპრეტაცია მართვა
<38 პრეეკლამფსიის გამორიცხვა 4 კვირის ვადით კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ტესტის განცითარების აუცილებლობა არ არის
38-85 პრეეკლამფსიის მომატებული რისკი აუცილებელია მონიტორინგი და განმეორებითი ტესტირება 1-2 კვირაში
>85 პრეეკლამფსიის მაღალი ალბათობა საჭიროებს დაკვირვებას სტაციონარში და 2-4 დღეში განმეორებით ტესტირებას
>655 მოკლე პერიოდში გართულებების განვიტარების ძალიან მაღალი რისკი დაკვირვება სტაციონარში, მშობიარობის დაჩქარება

 

პრეეკლამფსიის განვითარება გესტაციის გვიან  ეტაპზე  (>34 კვირის შემდეგ)

sFlt-1/PIGF თანაფარდობა     ინტერპრეტაცია მართვა
<38 პრეეკლამფსიის გამორიცხვა 4 კვირის ვადით კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ტესტის განცითარების აუცილებლობა არ არის
38-110 პრეეკლამფსიის მომატებული რისკი აუცილებელია მონიტორინგი და განმეორებითი ტესტირება 1-2 კვირაში
>110 პრეეკლამფსიის მაღალი ალბათობა საჭიროებს დაკვირვებას სტაციონარში და 2-4 დღეში განმეორებით ტესტირებას
>201 მოკლე პერიოდში გართულებების განვიტარების ძალიან მაღალი რისკი დაკვირვება სტაციონარში, მშობიარობის დაჩქარება

 

 

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button