ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾205.00
პლაცენტური ზრდის ფაქტორი (PlGF) პრეეკლამფსიის კლინიკური მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის წარმოადგენს სისხლძარღვების ენდოთელიური ზრდის ფაქტორს, ცილას, რომელიც უპირატესად წარმოიქმნება პლაცენტაში, თუმცა, დაბალი კონცენტრაციით გამომუშავდება სხვა ქსოვილებშიც: გულში, ფილტვებში, ფარისებრ ჯირკვალში, ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებში და ძვლებში. ადამიანის პლაცენტური ზრდის ფაქტორის გენი მე-14 ქრომოსომის მოკლე მხარზეა განლაგებული და აკოდირებს ცილის 4 იზოფორმას. plGF1 და PlGF2 ყველაზე დიდი ოდენობით გამოიყოფა ორსულობისას.
პლაცენტური ზრდის ფაქტორი და ანგიოგენეზი
ანგიოგენეზი – ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია ემბრიოგენეზის (ნაყოფის განვითარების) პერიოდში და რეგულირდება მთელი რიგი ზრდის ფაქტორებით. ახალი სისხლძარღვების ჩამოყალიბება ხდება არსებული ვასკულატურის რემოდელირებით (გარდაქმნით) – განტოტვის, დაგრძელების და გაფართოების გზით.
ზრდასრულ ადამიანებში ანგიოგენეზს ადგილი აქვს ენდომეტრიუმში – მენსტრუალური ციკლის დროს, ჭრილობის შეხორცების პროცესში, გულის და ჩონჩხის კუნთების ადაპტაციური პროცესებისას და სხვა. პლაცენტის ზრდის ფაქტორი პრო-ანგიოგენური ფაქტორია, რომელიც ასტიმულირებს ანგიოგენეზს. პლაცენტური ზრდის ფაქტორის გავლენით ანგიოგენეზი ტროფობლასტურ უჯრედებში (პლაცენტაში) მიმდინარეობს არაიშემიურ გარემოში, მაშინ როცა სხვა ქსოვილებში აქტიურდება იშემიის და სხვა პათოლოგიური პროცესების საპასუხოდ. სიმსივნურ უჯრედებში პლაცენტური ზრდის ფაქტორის პროდუქცია განაპირობებს სიმსივნის ვასკულარიზაციას.
პლაცენტური ზრდის ფაქტორი და ფიზიოლოფიურად მიმდინარე ორსულობა
პლაცენტური ზრდის ფაქტორის კონცენტრაცია პირველ ტრიმესტრში დაბალია, მატებას იწყებს 11-12 კვირიდან. პიკს აღწევს 30 კვირისთვის, რის შემდეგაც კვლავ შემცირების ტენდენცია აღინიშნება.
პლაცენტური ზრდის ფაქტორი პრეეკლამფსიის დროს
შარდში და სისხლის შრატში პლაცენტური ზრდის ფაქტორის კონცენტრაციის დაქვეითება აღინიშნება როგორც პრეეკლამფსიის, ასე დაავადების კლინიკური სურათის სრულად გაშლისას. plGF უკმარისობის მიზეზი არის, პლაცენტური ზრდის ფაქტორის ექსპრესიის დაქვეითება და ასევე მისი სეკვესტრაცია ენდოვასკულური ზრდის ფაქტორის ერთერთ ცილის sFLT-1 მიერ
sFLT-1 წარმოადგენს სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის რეცეპტორ-1 უჯრედგარე დომენებს. პრეეკლამფსიისას sFLT-1 მატულობს).
ანგიოგენური ფაქტორების (პლაცენტური, ენდოვასკულური) იზოლირებული შეფასებით პრეეკლამფსიის პროგნოზირება ნაკლებეფექტურია, ამ ფაქტორების თანაფარდობის შეფასებასთან შედარებით.
sFLT-1/PlGF ანგიოგენური ფაქტორების თანაფარდობა, პაციენტის ანამნეზურ და ულტრაბგერით მონაცემებთან ერთად პრეეკლამფსიის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა.
პრეეკლამფსიაზე ეჭვის მიტანისას, sFLT-1/PlGF თანაფარდობის, ან მხოლოდ პლაზმის პლაცენტური ზრდის ფაქტორის (PlGF) შეფასება აუცილებელი კვლევებია დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად. პლაზმის PlGF შეფასება ბევრად უკეთ პროგნოზირებს პრეეკლამფსიას, ვიდრე კლინიკური 5 ფაქტორით შეფასება (სისტოლური და დიასტოლური წნევის შეფასება, ალანინტრანსფერაზა, შარდმჟავა და პროტეინურია).
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო.
ტესტი ტარდება ორსულობის 20-35 კვირის ვადაზე, პრე-ეკლამფსიის სიმპტომების არსებობისას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია