Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანტისხეულები თირეოტროპული ჰორმონის (TSH) რეცეპტორის მიმართ

ცნობილი როგორც:აუტო-ანტისხეულები თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის მიმართ
SKU: 1106

90.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

პროდუქტის აღწერა

ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორები წარმოადგენს თიროციტების მემბრანულ სტრუქტურებს. სწორედ მათ უკავშირდება ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული TSH. აღნიშნული რეცეპტორები უზრუნველყოფს TSH-ის ბიოლოგიურ მოქმედებას. გრეივსის დაავადების (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი) დროს აღინიშნება TSH რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების (TRAB) დონის მატება.

TSH-ის რეცეპტორის წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები ბუნებით ჰეტეროგენულია, მათ შეუძლიათ იმოქმედონ განსხვავებულად და იყვნენ სხვადასხვა ტიპის:

  • მასტიმულირებელი ანტისხეულები (TSH-სტიმულაციის მაბლოკირებელი ანტისხეულები, TSAb) – რეცეპტორთან შეკავშირების შემდეგ TSH-ის მოქმედების იმიტაცია; მათი არსებობა იწვევს ჰიპერთირეოზის განვითარებას;
  • ანტისხეულები, რომლებიც აფერხებენ TSH-ის რეცეპტორთან შეკავშირებას (TBII, თირეოტროპინის შეკავშირების ინჰიბიტორი ანტისხეულები) – ხელს უშლის TSH-ის რეცეპტორთან შეკავშირებას და მოქმედებას ფარისებრ ჯირკვალზე, რის გამოც ჯირკვალი ადექვატურად ვერ სტიმულირდება; ჩვეულებრივ ასოცირდება გრეივსის დაავადებასთან, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებების დროს;
  • მაბლოკირებელი ანტისხეულები (TSH მაბლოკირებელი აუტოანტისხეულები, TBAb) – რეცეპტორებთან შეკავშირების შემდეგ ისინი თრგუნავენ ფარისებრ ჯირკვალს და განაპირობებენ მის ჰიპოფუნქციას.

TRAb ვლინდება არანამკურნალევი გრეივსის დაავადების მქონე პაციენტების 80%-ში. იშვიათად, ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და პირველადი მიქსედემის მქონე პაციენტებში.

TRAb-ის პერსისტირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტითირეოიდულ მედიკამენტებს, არის დაავადების რეციდივის რისკ-ფაქტორი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იმის გამო, რომ TRAb მიეკუთვნება IgG კლასს, პლაცენტური გადაცემა დედიდან ნაყოფზე შესაძლებელია. თუ გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ TRAb-ის მაღალი კონცენტრაცია ორსულობის მე-3 ტრიმესტრში, ნაყოფს აქვს ახალშობილთა ჰიპერთირეოზის განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილ დეფექტებთან და სიკვდილიანობასთან.

როდის ჩავიტაროთ ტესტი თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე?

1. დიფერენციალური დიაგნოზი:

  • თირეოტოქსიკოზი ორსულობის დროს;
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვისა და დესტრუქციული თირეოტოქსიკოზის სხვადასხვა ვარიანტების დიფერენციალური დიაგნოზი;
  • სუბკლინიკური თირეოტოქსიკოზი დიფუზურ ჩიყვთან ერთად;
  • ენდოკრინული ოფთალმოპათია ეუთირეოზის ფონზე;
  • მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი “ცხელი” კვანძებით;
  • დედის ანტისხეულებით გამოწვეული ახალშობილთა ჰიპოთირეოზის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ახალშობილთა თირეოტოქსიკოზის დიფერენციალური დიაგნოზი (თირეოტოქსიკოზი ანტისხეულების ტრანსპლაცენტური გადაცემის გამო ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო დაზიანებით).

2. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის რეციდივის პროგნოზი

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

ნორმის საზღვარი: <3,1 სე/მლ

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

TRAB-ის დონე იზრდება:

  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის (გრეივის დაავადება) შემთხვევათა 85-95%-ში;
  • თირეოიდიტის სხვა ფორმები.

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/anticorpi-anti-receptor-tsh-trab/
https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/antitela-receptori-TTG.html
https://www.synevo.bg/at-anti-tsh-retseptor-trab/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button