ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00
საერთო თიროქსინი (T4 Total) ასახავს სისხლში თავისუფალი და პლაზმის ცილებთან შეკავშირებული თიროქსინის მთლიან კონცენტრაციას.
თიროქსინი (T4) – ამინომჟავა თიროზინის იოდირებული წარმოებულია, შეიცავს 4 იოდის ატომს, გამოიყოფა ფარისებრი ჯირკვლის მიერ TSH-ის მაკონტროლებელი ზემოქმედებით; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგად მეტაბოლიზმში. ჰორმონის 0.05% თავისუფალ მდგომარეობაშია, დანარჩენი T4 უკავშირდება თიროქსინ-შემბოჭველ გლობულინს (TBG), პრეალბუმინს და ალბუმინს.
ვინაიდან, შრატში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაცია დამოკიდებულია ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებზე (მაგალითად, იგი იზრდება ორსულობის დროს, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, მცირდება ნეფროზული სინდრომისას), ეს ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული T4 დონის შეფასებისას. თიროქსინ-შემბოჭველი გლობულინის კონცენტრაციის ზრდა იწვევს სისხლის შრატში საერთო T3-ის და საერთო T4-ის დონის მატებას, რაც თავდაპირველად იწვევს თავისუფალი T3 და თავისუფალი T4-ის მოკლევადიან შემცირებას. ამის შემდეგ T3 და T4-ის სეკრეცია ძლიერდება და მათი საერთო შემცველობა იზრდება მანამ, სანამ არ აღდგება თავისუფალი T3 და T4-ის ნორმალური დონე.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აინჰიბირებენ TSH სეკრეციას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით, ადენოჰიპოფიზის თირეოტროპულ უჯრედებზე ზემოქმედებით.
პერიფერიული ქსოვილები და ჰიპოფიზის ჯირკვალი შეიცავს დეიოდინაზას კომპლექსს, რომელიც გარდაქმნის თიროქსინს (T4) ტრიიოდთირონინად (T3), რომელიც თავისმხრივ ჰორმონის ძირითადი აქტიური ფორმაა და მოქმედებს უჯრედებზე.
დღის განმავლობაში, თიროქსინის მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება 8-დან 12 საათამდე, მინიმალური – 23-დან 3 საათამდე. წლის განმავლობაში, T4 მაქსიმალური მნიშვნელობები აღინიშნება სექტემბრიდან თებერვლამდე, ხოლო მინიმალური – ზაფხულში. ორსულობის დროს, საერთო თიროქსინის კონცენტრაცია იზრდება და მაქსიმალურ მნიშვნელობებს აღწევს III ტრიმესტრში.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის მარკერი:
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.
ტესტისრებამდე 12 საათით ადრე არ მიიღოთ მულტივიტამინები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს ბიოტინს (ვიტამინი B7).
თუ პაციენტს მკურნალობენ თიროქსინის შემცველი საშუალებებით, თიროქსინისთვის სისხლის შეგროვება უნდა განხორციელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 4-6 კვირის შემდეგ.
საერთო თიროქსინის (T4 Total) დონე იზრდება:
საერთო თიროქსინის (T4 Total) დონე მცირდება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია