Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალპროტექტინი (განავალი)

ცნობილი როგორც:კალპროტექტინი
SKU: 217

140.00

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ფეკალური კალპროტექტინი კალციუმთან და თუთიასთან ბმული ცილაა. მისი 60% გვხვდება ნეიტროფილების ციტოზოლში. ნაკლებად – მონოციტებში და მაკროფაგებში. გარკვეული ოდენობით კალპროტექტინი გვხვდება სისხლის პლაზმაში, შარდში, თავ-ზურგტვინის სითხეში, ფეკალებში, ნერწყვში და სინოვიურ სითხეებში. კალპროტექტინი მონაწილეობს არაერთ ფიზიოლოგიურ პროცესში, მათ შორის: უჯრედების დიფერენციაციაში, იმუნურ რეგულაციაში, სიმსივნურ აპოპტოზსა და ანთებით პროცესებში. ის წარმოადგენს ანთების მწვავე პროცესის პოზიტიურ ცილას. ის აინიცირებს უჯრედების რეცეპტორების ექსპრესიას რომლებიც მონაწილეობენ ნეიტროფილების მიგრაციაში, ადჰეზიასა და ფაგოციტოზში. ამგვარად მონაწილეობს იმუნურ პასუხში, როგორც დაზიანებასთან დაკავშირებული ცილა.
ფეკალებში კალპროტექტინის აღმოჩენა მიუთუთებს ნეიტროფილების მიგრაციაზე გასტროენტეროლოგიურ ტრაქტში, ანთებითი პროცესის შედეგად. ფეკალური კალპროტექტინი პირდაპირ კავშირშია კუჭნაწლავის ანთებით პროცესებთან და მიჩნეულია გასტროინტესტინური ტრაქტის ანთებითი პროცესების მარკერად.
ზოგიერთი პათოგენი იწვევს ინფექციურ ან ანთებით პროცესებს ნაწლავის ლორწოვანში, რასაც მოსდევს მისი განვლადობის მომატება და გრანულოციტებისა და მონოციტების მიგრაცია ნაწლავის მიმართულებით. გარდა ამისა, ნაწლავის სანათურში არსებული ბაქტერიული ფლორა ასტიმულირებს კალპროტექტინის და მსგავსი მედიატორების გამოთავისუფლებას გრანულოციტებიდან და მონოციტებიდან, რაც ზრდის კალპროტექტინის კონცენტრაციას ნაწლავის სანათურში.
ფეკალური კალპროტექტინი ძალიან მაღალსენსიტიური ბიომარკერია ისეთი პათოლოგიების დიფერენცირებისთვის როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადებები და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ის აქტიურად გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების მიმდინარეობის მონიტორინგის, რეციდივებისა და რემისიის მდგომარეობის და პოსტოპერაციული შეფასებისთვის.
ფეკალური კალპროტექტინი მეტად მდგრადია როგორც პანკრეასის და ნაწლავის პროტეაზების (ფერმენტების), ისე ბაქტერიული გავლენით დეგრადაციის მიმართ. მაღალი სპეციფიურობის გამო, შრატის კალპროტექტინთან შედარებით, ფეკალური კალპროტექტინის განსაზღვრა უპირატესია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკაში. ის ერთერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ნაწლავის ორგანული (ანთებითი დაავადება) და ფუნქციური (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პათოლოგიების დიფერენცირებისთვის, რომელთა სიმპტომები და კლინიკური სურათი ხშირად პრაქტიულად იდენტურია.
მიუხედავად მაღალი სენსიტიურობისა, კალპროტექტინი არ წარმოადგენს გასტროინტესტინური ტრაქტის ანთებითი დაავადებების სპეციფიურ მარკერს, რადგან ის აღმოჩენილია ასევე ავთვისებიანი პროცესების, პოლიპოზის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების ეფექტისას და სხვა.

საცნობარო მნიშვნელობები

საკვლევი მასალა: განავალი

პროდუქტის აღწერა

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის დაზიანების სიმპტომების მქონე პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ დამატებითი ტესტები, რათა განასხვავონ ფუნქციური მდგომარეობა (მაგ., გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) ორგანული დაავადებისგან (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი და სხვ). თეორიულად, ანთების მწვავე ფაზის ინდიკატორებს (CRP, ESR) უნდა შეეძლოთ ერთმანეთისგან განასხვავონ ეს ორი მდგომარეობა. მაგრამ, კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი ინდიკატორი, როგორიცაა C-რეაქტიული ცილა (CRP), არ არის საკმარისი ორგანული და ფუნქციური მდგომარეობების დიფერენცირებისთვის. ამ მიზნით, ნანახი იქნა ახალი ტესტები ნაწლავის ანთებითი პროცესის დასადასტურებლად. ასეთი მაჩვენებლებია კალპროტექტინისა და ლაქტოფერინის გამოკვლევა ფეკალურ ნიმუშში.

კალპროტექტინი არის პოლიმორფულნუკლეარული გრანულოციტების ციტოპლაზმის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასე ეწოდება მას კალციუმთან ბმის გამო, რომელიც იცავს უჯრედს საკუთარი ფერმენტების დამანგრეველი მოქმედებისაგან. აგრეთვე, თუთიასთან დაკავშირების გამო, ბაქტერიული ფერმენტების ინაქტივაციით ავლენს ანტიბაქტერიულ თვისებებს.

ამრიგად, კალპროტექტინს აქვს რეგულირების ფუნქცია ანთებით პროცესში, ასევე გააჩნია ანტიმიკრობული და ანტიპროლიფერაციული თვისებები.

როდის ჩავიტაროთ ტესტი კალპროტექტინზე?

ფეკალური კალპროტექტინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სკრინინგ-ტესტი, რათა განვასხვავოთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (ორგანული დაზიანება) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან (ფუნქციური მოშლილობა).

კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ნაწლავის ანთებითი დაავადებისა და ნაწლავის გაღიზიანებული სინდრომის დიფერენციალური დიაგნოზი (გამიჯვნა);
  • ინვაზიური გამოკვლევებისთვის აბდომინალური სიმპტომების მქონე პაციენტების ტრიაჟი;
  • პაციენტებში ნაწლავების ანთებითი დაავადების სიმწვავის, მკურნალობის შემდეგ ლორწოვანის გაჯანსაღების ხარისხის და რეციდივის განვითარების რისკის შეფასება.
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი. ეს ტესტი, როგორც არაინვაზიური მეთოდი, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში, რადგან კვლევის ინვაზიური პროცედურების შესრულება რთულია და საჭიროებს ზოგად ანესთეზიას.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ანალიზისთვის საჭიროა დღის ნებისმიერ მონაკვეთში სპონტანურად მიღებული, დაახლოებით 2 გრამი, ფეკალური მასა (განავალი), რომელიც გროვდება ერთჯერად ფეკალურ კონტეინერში მჭიდროდ დახურული სახურავით.

ტესტის ჩატარებამდე 2-3 კვირის მანძილზე უნდა შეწყდეს  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფეკალური კალპროტექტინი წარმოადგენს ანთების და არა დაავადების დიაგნოზის სპეციფიურ მარკერს .

უარყოფითი შედეგი (<50 μg / გ) მიუთითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთების არარსებობაზე.

იმ პაციენტებში, რომლებიც აკმაყოფილებენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის კრიტერიუმებს, უარყოფითი შედეგი, ძალიან მაღალი ალბათობით (> 99%), გამორიცხავს ორგანულ დაზიანებას.

ცრუ უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს გრანულოციტოპენიის მქონე პაციენტებში, ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითების დროს.

კალპროტექტინის დონის მომატება მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში :

  • 50-100 მკგ/გ – შედეგი გვიჩვენებს ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო ანთებას. ანთება შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციის, კვებითი ალერგიის გამო, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით (NSAIDs).
  • 100-200 მკგ/გ – შედეგი გვიჩვენებს ნაწლავის ტრაქტის მნიშვნელოვან ანთებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ანთებითი დაავადებით, ინფექციით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ადენომებით, პოლიპებით ან კოლორექტალური კიბოთი. საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ანთების მიზეზის დასადგენად.
  • > 200 მკგ/გ – გარდა ზემოთ მოყვანილი კომენტარისა: პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება, ეს შედეგი მიუთითებს დაავადების აქტივობაზე ლორწოვანის ძლიერი ანთებით. რემისიის მქონე პაციენტებში, ეს შედეგი მიუთითებს გამწვავების მაღალ რისკზე-

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button