ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾242.00
კოაგულაციის ფაქტორი II ანუ პროთრომბინი პლაზმის გლიკოპროტეინია, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია შედედების პროცესში. პლაზმაში მისი ორი ფორმა არსებობს: „დახურული“ (80%) და „ღია“ (20%).
ფაქტორი II (პროთრომბინი) დეფიციტი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დეფიციტი გამოწვეულია კონკრეტული დაავადებებით, მედიკამენტებით ან აუტოიმუნური პროცესებით. პროთრომბინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:
მემკვიდრული დეფიციტი ძალიან იშვიათია. ის განპირობებულია ფაქტორი II გენის მუტაციით.
პროთრომბინის გენის (ანუ ფაქტორი II-ის) მუტაცია გენეტიკური პათოლოგიაა, რომელიც ზრდის პათოლოგიური თრომბების წარმოქმნის ალბათობას ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში ( ფილტვის ემბოლია).
ფაქტორი II-ის გენის მუტაცია მემკვიდრეობით შეიძლება გადაეცეს ერთი ან ორივე მშობლისგან. თუ ინდივიდი ერთი მსობლისგან იღებს გენის პათოლოგიურ (მუტაციურ) ასლს, ვითარდება ჰეტეროზიგოტური მდგომარეობა, ხოლო ორივე მშობლისგან დამემკვიდრების შემთხვევაში – ჰომოზიგოტური მდგომარეობა.
როგორია დაავადების სიხშირე?
ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის 50-დან 1 ადამიანი პროთრომბინის გენის მუტაციაზე ჰეტეროზიგოტურია (ანუ მისი გენოტიპი შეიცავს პროთრომბინის გენის 1 მუტაციურ ასლს).
ჰეტეროზიგოტურ ინდივიდებში თრომბოზის რისკი 3-ჯერ მაღალია ვიდრე ინდივიდებში ნორმალური ფაქტორი II-ის გენით.
ლეიდენის V ფაქტორის შემდეგ, პროთრომბინის (ფაქტორი II-ის) გენის მუტაცია მეორე ადგილზეა მემკვიდრეობითი თრომბოფილიის განვითარებაში, რაც ვლინდება შემთხვევათა 20%-ში. აღნიშნული მუტაცია დადასტურდა პაციენტებში კარის ვენის და ქალას სინუსების ვენების იდიოპათიური თრომბოზისას, ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას და ორსულობის გართულებების შემთხვევებში.
სიმპტომები
ფაქტორი II დეფიციტის სიმპტომებია:
ჭიპლარიდან სისხლდენა დაბადებისას
უმიზეზო სისხლჩაქცევები
გახანგრძლივებული სისხლდენა ნებისმიერი ჭრილობის, მათ შორის ქირურგიული ჩარევის შემდეგ
სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან
გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა
შინაგანი სისხლჩაქცევები – ქსოვილებსა და ორგანოებში
დიაგნოსტიკა
ფაქტორი 2-ის გენის მუტაციაზე ეჭვის მიტანა ხდება თუ:
ლაბორატორიული დიაგნოსტირება ეფუძნება:
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმა: 70-120%
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია