ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾210.00
პლაზმინოგენის აქტივატორი ცილაა, რომლის მეშვეობითაც ქსოვილოვანი და სხვა პლაზმინოგენი გარდაიქმნება პლაზმინად. პლაზმინი თავის მხრივ მონაწილეობს ფიბრინოლიზში – ფიბრინის დაშლის პროცესში. პლაზმინოგენის აქტივატორების ინჰიბირებით (დაბლოკვით) ფერხდება ფიბრინოლიზი, რაც იცავს ორგანიზმს სისხლდენისაგან.
გარდა ჰემოსტაზში მონაწილეობისა, ვარაუდობენ რომ PAI-1 ცილა ჩართულია უჯრედების მიგრაციისა და ქსოვილების განახლების პროცესებში.
გენი SERPINE1 უზრუნველყოფს ცილის – პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1-ის (PAI-1) სინთეზს. SERPINE1 გენის მინიმუმ სამი მუტაციაა აღმოჩენილი PAI-1 ცილის დეფიციტის მქონე ადამიანებში. PAI-1 ცილის დეფიციტი იწვევს პათოლოგიური სისხლდენების განვითარებას. ასეთ ადამიანებში ნებისმიერი ჭრილობიდან სისხლდება ნევრად უხვი და ხანგრძლივია, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.
SERPINE1 გენის მუტაცია იწვევს პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1 ცილის დეფიციტს ან ცილის არააქტიური ფორმის სინთეზს.
PAI-1 პირველადი ინჰიბიტორია ქსოვილოვანი და სისხლში სხვა პლაზმინოგენის აქტივატორების. პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1 ახდენს ფიბრინოლიზის ლიმიტირებას. პლაზმინის არაკონტროლირებადი პროდუქცია გამოიწვევდა ფიბრინის უკონტროლო დაშლას და სისხლდენების რისკის მომატებას.
PAI-1 დონე რეგულირდება გენურ დონეზე. მის მაკოდირებელ გენში შესაძლო ცვლილებები, ასოცირდება პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორის კონცენტრაციის ცვლილებასთან. PAI-1-ის კონცენტრაციის მატება მთელ რიგ ათეროსკლეროზულ რისკფაქტორებთანაა ასოცირებული.
ინსულინი და პროინსულინი კავშირშია PAI-1-თან. პაციენტებს, დიაბეტით და ინსულინ რეზისტენტობით, მომატებული აქვთ PAI-1 კონცენტრაცია. PAI-1 ასევე ასრულებს თრომბოგენულ როლს როგორც არტერიულ, ისე ვენურ თრომბოემბოლიურ დაავადებებში.
PAI-1 კონცენტრაციის მატება ასევე ასოცირებულია მწვავე კორონარული სინდრომის განვითარებასთან., ისევე როგორც ქრონიკული კორონარული დაავადების და კორონარული რესტენოზის განვითარებასთან.
მოლეკულურ-გენეტიკური ტესტირება შესაძლოა მოიცავდეს როგორც ერთეული გენის ტესტირებას, ისე მულტიგენური პანელის შესწავლას.
საკვლევი მასალა: სისხლის პლაზმა, გაყინული
პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი -1 მონაწილეობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესში – ჰემოსტაზში. სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევეის შემდეგ თრომბები ფარავს დაზიანებულ ზედაპირს და იცავს ორგანიზმს სისხლდენის პროგრესირებისგან.
პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი-1 (PAI-1) განეკუთვნება ცილების ოჯახს, რომლებიც პლაზმინოგენის აქტივატორებს ბლოკავს.
PAI-1 ერთჯაჭვიანი 47 კილოდალტონი მოლეკულური წონის ერთჯაჭვიანი გლიკოპროტეინია. ფიბრინოლიზის დროს არააქტიურ ქსოვილოვან პლაზმინოგენს გარდაქმნის პლაზმინად. პლაზმინი თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიბრინოლიზში (ფიბრინის დაშლაში) ფიბრინის დეგრადაციის გზით და განაპირობებს ლოკალური პროტეაზების ფუნქციის გააქტივებას მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა: ოვულაცია, უჯრედების მიგრაცია და ეპითელური უჯრედების დიფერენციაცია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია