Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

რეტიკულოციტები | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ახალგაზრდა ერითროციტები
SKU: 4020

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

რეტიკულოციტები ახალგაზრდა ერითროციტებია, რომლებიც წარმოიქმნება ნორმობლასტების ბირთვის დაკარგვის შედეგად. მომწიფების დრო შეადგენს 4-5 დღეს, აქედან 3 დღის განმავლობაში ეს პროცესი მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლში. რეტიკულოციტების რაოდენობა ასახავს ძვლის ტვინში მიმდინარე რეგენერაციულ პროცესებს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი რეტიკულოციტებზე?

ტესტის ჩატარება რეკომენდებულია:

რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია პათოლოგიის აღმოსაჩენად ან/და მკურნალობის პროცესზე დასაკვირვებლად, თუმცა არ ხდება რომელიმე ერთი კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირება. საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება. თუ ქიმიოთერაპიის, ძვლის ტვინის გადანერგვის, რკინის, ვიტამინ B12-ის ან ფოლიუმის მჟავის  დეფიციტის მკურნალობის შემდეგ რეტიკულოციტების რიცხვი მატულობს, ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინში იწყება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

კვლევის ჩასატარებლად არ არის აუცილებელი უზმოდ ყოფნა.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სისხლში რეტიკულოციტების მომატებული რაოდენობა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით;

  • მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია;
  • ჰემოლიზური ანემია (განსაკუთრებით კრიზის დროს);
  • ვიტამინ B 12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა, ჰიპოპლასტიური ანემიის რემისია;
  • სისხლდენა, (თუ პაციენტს აქვს სისხლდენა, მაშინ რეტიკულოციტების რაოდენობა რამდენიმე დღის შემდეგ მოიმატებს);
  • ქრონიკული სისხლდენა;
  • ჰემოლიზური ანემია და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება.

სისხლში რეტიკულოციტების დონის დაქვეითება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • სისხლის წარმოქმნის ინტენსივობის შემცირება;
  • აპლასტიური და რკინადეფიციტური ანემიები;
  • B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია;
  • ციტოსტატიკების მიღება;
  • სხივური და რადიაციული თერაპია;
  • თირკმლის დაზიანება;
  • პერნიციოზული ანემია;
  • ძვლის ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანება თუ უკმარისობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით ან/და სიმსივნით;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ენდოკრინული დაავადებები.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button