ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾119.00 Original price was: ₾119.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
კალციუმისა და საერთო ვიტამინი D–ს სკრინინგის პროფილი მოიცავს შემდეგი პარამეტრების კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
პროფილის ძირითადი პარამეტრებია კალციუმის და საერთო D ვიტამინის განსაზღვრა, რომელთა ცვლაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
შრატში კალციუმის დონის გამოკვლევა ორგანიზმში კალციუმის ცვლის შეფასების საშუალებას იძლევა. იგი არის ძვლებისა და კბილების უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალური კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთების შეკუმშვასა და მოძრაობებში, გულის მუშაობის და კოაგულაციის პროცესებში.
შრატში კალციუმის დონის განსაზღვრას მიმართავენ ძვლების, თირკმლების, პარათირეოიდული ჯირკვლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მონიტორინგისა და კონტროლისთვის. მისი ცვლა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულში D ვიტამინის დონესთან.
ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ვიტამინი D კრიტიკულ როლს თამაშობს კალციუმის ჰომეოსტაზსა და მეტაბოლიზმში. მისი ნაკლებობა იწვევს რაქიტს და ოსტეომალაციას. D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჰიპერკალცემიას. ზოგადად, D ვიტამინი მოქმედებს, როგორც თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივატორი და ადაპტაციური (შეძენილი) იმუნიტეტის შემასუსტებელი. ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია ვირუსული ინფექციების (HIV (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და ინფლუენცა) განვითარების გაზრდილ რისკთან.
D ვიტამინის ნაკლებობა, ასევე, წარმოადგენს ტუბერკულოზის განვითარების რისკ ფაქტორს.
ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დაბალი მაჩვენებლები დაკავშირებულია ორსულთა დიაბეტთან, პრეეკლამფსიასა და მცირე ზომის ნაყოფთან.
კალციუმისა და ვიტამინი D–ს ცვლის მოშლასთან დაკავშირებული მდგომარეობები:
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
კვლევა კეთდება უზმოდ. მინიმუმ 10 დღის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ D ვიტამინი ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები.
საკვლევი მასალა
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია