ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾150.00
არ არის მარაგში
ანტი- Saccharomyces cerevisiae (ASCA) ანტისხეულები იმუნური პროტეინებია, რომლებიც ხშირად გვხვდება ადამიანებში რომლებსაც ნაწლავის ანთებითი დაავადები აქვთ.
Saccharomyces cerevisiae საკვებ პროდუქტებში შემავალი საფუარის სოკოებია. Saccharomyces cerevisiae ანტისხეულების არსებობასა და ნაწლავის აუტოიმუნურ ანთებით პროცესებს შორის ურტიერთკავშირი, ჯერჯერობით ბოლომდე დაუზუსტებელია.
ნაწლავის ანთებითი დაავადებების სიმპტომები და მიმდინარეობის სიმზიმე სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია და შესაძლოა დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. ნაწლავის ანთებითი დაავადებიდან ყველაზე ხშირია კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი. კრონის დაავადებისას შესაძლოა დაზიანდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი მონაკვეთი, მაშინ როცა, წყლულოვანი კოლიტის დროს ზიანდება მსხვილი ანწლავი. ამ დაავადებების დიაგნოსტირება როგორც წესი ხდება ენდოსკოპიური კვლევით და ნაწლავის ბიოფსიური მასალის გამოკვლევით.
Saccharomyces cerevisiae ანტისხეულები უფრო ხშირად გვხვდება კრონის დაავადებისას, ვიდრე წყლულოვანი კოლიტისას.
Saccharomyces cerevisiae ანტისხეულების ორი კლასი არსებობს: IgA და IgG. IgG განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის სმიძიმეს და მკურნალობის გეზს.
რატომ ტარდება ტესტი??
კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს შორის დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის.
როდის ტარდება ტესტი?
კვლევა ტარდება ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:
დიარეა
მუცლის ტკივილი
ნაწლავიდან სიხლდენა
ცხელება
საერთო სისუსტე
ძვლების, კანის, სახსრების და სხვა ორგანოებისმხრივი სიმპტომები
ბავშვებში მენტალური და ზრდა-განვითარების სეფერხება
ASCA ანტისხეულების შედეგები როგორც წესი განიხილება pANCA ტესტის შედეგებთან ერთად:
ASCA და pANCA ანტისხეულების ნეგატიური მაჩვენებლები არ გამორიცხავს ნაწლავის ანთებით დაავადებებს.
გარდა აღნიშნული ანტისხეულებისა, ზოგჯერ საჭირო ხდება ისეთი ქსოვილოვანი ანტისხეულების კვლევა, როგორებიცაა: anti-CBir1 (ანტი-ფლაგელინის ანტისხეულები) და anti-OMP C (გარე მემბრანული ციის საწინააღმდეგო ანტისხეულები). anti-CBir1 და anti-OMP C ანტისხეულების არსებობა მიუთიტებს კრონის დაავადებაზე.
მრავლობითი ანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებლები, მიუთითებს დაავადების აგრესიულ მიმდინარეობაზე.
ASCA ანტისხეულების კვლევა წარმოებს მხოლოდ ერთჯერადად. განმეორებითი კვლევის საწიროება არ არსებობს. ASCA IgA და IgG კვლევა ერთდროულად ტარდება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო
ნაწლავის ანთებითი დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკა ეფუძნება ინსტრუმენტულ კვლევას და ბიოფსიის შედეგებს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კვლევის ამ მეთოდებით წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გარჩევა მაინც გართულებულია.
ანტი- Saccharomyces cerevisiae ანტისხეულებთან ერთად ხშირად ტარდება პერინუკლეარული ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულების (pANCA) კვლევა.
Saccharomyces cerevisiae ანტისხეულების არსებობა მეტად ტიპურია კრონის დაავადებისათვის, ხოლო pANCA – წყლულოვანი კოლიტისთვის.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია