ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00 Original price was: ₾80.00.₾72.00Current price is: ₾72.00.
ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების ტესტი ზომავს უჯრედის ბირთვის გენეტიკური ინფორმაციის მიმართ განვითარებულ ანტისხეულებს, რაც აუტოიმუნური დაავადებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.
ანტი-dsDNA ანტისხეულები წარმოადგენს ანტინუკლეარული ანტისხეულების ერთერთ ჯგუფს რომლებიც წითელ მგლურასტანაა ასოცირებული. წითელი მგლურა და სხვა ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი დაავადებები იწვევს ანტებით აუტოიმუნურ დაზიანებებს სხვადასხვა ქსოვილებში – სახსრებში, თირკმელებში, სისხლძარღვებში, კანში, გულის კუნთში, ფილტვებში, ტავის ტვინში და სხვა.
ორჯაჭვიანი დნმ (ANTI DS-DNA) ანტისხეულების კვლევა გამოიყენება წითელი მგლურის დიაგნოსტიკაში, როდესაც პოზიტიური ანტინუკლეარული ანტისხეულების ტესტი და არსებობს დაავადების კლინიკური ნიშნები.
ANA ანტინუკლეარული ანტისხეულები აუტოიმუნური დაავადების სადიაგნოსტიკო პირველი რიგის კვლევაა. წითელი მგლურის 95% შემთხვევაში ტესტის მაჩვენებელი პოზიტიურია, თუმცა ეს შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს. ორგაჭვიანი დნმ (ANTI DS-DNA) ანტისხეულების ტესტი ბევრად სპეციფიკურია წითელი მგლურასთვის, თუმცა მგლურათი დაავადებულთა მხოლოდ 65-85% შემთხვევაში გვხვდება. ამიტომ ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულების ტესტის ნეგატიური შედეგი მგლურას არ გამორიცხავს.
თუ ანტინუკლეარული (ANA) ანტისხეულების ტესტი დადებითია, DS-DNA აუტოანტისხეულების კვლევა სხვა აუტოიმუნური დაავადებებისგან მგლურას დიფერენცირების შესაძლებლობას იძლევა. დიაგნოზის სარწმუნოობის გასაზრდელად ანტი-dsDNA ანტისხეულების კვლევასთან ერთად ტარდება Sm- სმიტის აუტოანტისხეულების ტესტიც, რომელიც ასევე წითელ მგლურასთანაა ასოცირებული. სმიტის ანტისხეულების ტესტი ტარდება ENA პანელის (ექსტრაქტირებადი ნუკლარული ანტისხეულების) შემადგენლობაში. ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულებთან ერთად ტარდება ანტი-ჰისტონური ანტისხეულების კვლევაც, რომელიც წამლით ინდუცირებული წითელი მგლურას 95%-ში გვხვდება და ადასტურებს დიაგნოზს.
ანტი-dsDNA ორგაჭვიანი დნმ ანტისხეულების კვლევა ინფორმატიულია დაავადების აქტივობის შესაფაებლადაც. გამწვავების პერიოდში ან მის წინა პერიოდში ხშირად აღინიშნება ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების მატება.
ასევე ტესტი გამოიყენება მგლურას გართულებების, კერძოდ კი თირკმლისმიერი გართულებების რისკის შესაფასებლად. ლუპუს-ნეფრიტის დროს თირკმლის ანთებით დაზიანებას მოსდევს შარდში ცილის არსებობა, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქციური უკმარისობა. ამის მიზეზია იმუნური ანთებითი რეაქცია თირკმლის ქსოვილში.
როდესაც პაციენტს აღენიშნება მგლურასთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რასაც თან ახლავს ანტინუკლეარული ანტისხეულების პოზიტიური ან საეჭვო მაჩვენებლები, რეკომენდებულია ანტი-dsDNA ანტისხეულების კვლევა.
წითელი მგლურას სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ტესტისთვის მომზადება: წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, თუმცა სასურველია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტსა თუ დანამატზე, რასაც მოიხმართ.
ბიოტინის (ვიტამნი H ანუ B7) მიღებისას, რეკომენდებულია ტესტის ჩატარებამდე 72 საათით ადრე შეწყდეს მედიკამენტის მიღება.
რეფერალური ნორმა: < 100 EI/ml
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია