ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გამა-ინტერფერონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:გამა-ინტერფერონი
SKU: 1352

290.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

გამა ინტერფერონი IFNγ, უჯრედული იმუნიტეტის მთავარი ციტოკინია, რომელიც ააქტივებს მაკროფაგებს.

ციტოკინი – გამა ინტერფერონი IFNγ ჰომოდიმერული ცილაა, რომელიც 143 ამინომჟავისგან შედგევა და 40-70 კდა მოლეკულური წონა აქვს.

გამა ინტერფერონი IFNγ, ძირითადად სინტეზდება ტიპი 1 T ჰელპერი ლიმფოციტების, NK (natural killer ) ნატურალური კილერების და ციტოტოქსიური T უჯრედების მიერ.

IFNγ-ის სპეციფიკური რეცეპტორები მაკროფაგების, კერძოდ – NK (natural killer ) ბუნებრივი კილერების მემბრანაზეა განლაგებული. სტრუქტურული თვალსაზრისით ეს რეცეპტორები განეკუთვნება ციტოკინური რეცეპტორების (ინტერფერონის ტიპის) სუპეროჯახს. რეცეპტორი წარმოადგენს ორი სუბერთეულისგან – IFNGR1 და IFNGR2 შედგენილ ჰეტეროდიმერს. IFNGR1 და IFNGR2 სუბერთეულების  მაკოდირებელი გენების მუტაციები განაპირობებს მიკობაქტერიით და სალმონელით გამოწვეული ინფექციებისადმი  გაზრდილ მიდრეკილებას.

გამა ინტერფერონი IFNγ ასტიმულირებს ანტიგენის წარდგენას და ციტოკინების სინთეზს მონოციტების მიერ. გარდა ამისა უზრუნველყოფს ამ უჯრედების სხვა ფუნქციების სტიმულირებასაც: ადჰეზია, ფაგოციტოზი, სეკრეცია, რესპირატორული ანთება და აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზი.

ამგვარად, გამა ინტერფერონი IFNγ, უზრუნველყოფს  მაკროფაგების აკუმულაციას უჯრედული იმუნური პასუხის განხორციელების უბანში და აძლიერებს მაკროფაგების მიერ უჯრედშიდა მიკროორგანიზმების განადგურებას. გამა ინტერფერონი ასევე აძლიერებს სხვა უჯრედების – ნეიტროფილების და ნატურალური კილერების მიერ  მიკროორგანიზმების განადგურების მიერ. INFα და IFNβ ინტერფერონების მსგავსად, გამა ინტერფერონი IFNγ აფერხებს ვირუსების გამრავლებას.

 როდის ტარდება ტესტი?

სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში გამა ინტერფერონის IFNγ რაოდენობრივი განსაზღვრა სხვა კლინიკურ და პარაკლინიკურ მონაცემებთან ერთად, გვეხმარება იმუნური დარღვევების გამოვლენასა და მკურნალობის შედეგების მონიტორინგში.

პაციენტის მომზადება: კვლევა შესაძლოა ჩატარდეს უზმოდ ან კვების შემდეგ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმები: < 0.1 სე/მლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

გამა ინტერფერონის  IFNγ მაჩვენებლის მატება აღინიშნება შემდეგი პათოლოგიებისას:

  • იუვენილური ართრიტი
  • ქრონიკული C ჰეპატიტი, განსაკუთრების ალკოჰოლის მოხმარებისას
  • ტრანსპლანტის მოცილების რეაქცია (მწვავე ფაზა)
  • ცელიაკია
  • ვილსონის დაავადება

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button