ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
ამფეტამინები ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი ნივთიერებებია, რომლებსაც ქიმიური და ფარმაკოლოგიური კავშირი აქვთ სხეულის კატექოლამინებთან – ეპინეფრინთან და ნორეპინეფრინთან.
ეს ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება, როგორც მადის დამთრგუნველი საშუალება – ჭარბი წონის მკურნალობაში. ასევე სპორტული და სხვა პროფესიული აქტივობების შედეგების გასაუმჯობესებლად.
პერ-ორალური მიღებისას ამფეტამინები ადვილად შეიწოვება სისხლის ნაკადში. მათი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ღვიძლში – ჰიდროქსილირების, დემეთილირების (მეტამფეტამინი დემეთილირდება ამფეტამინად), დეამინირების და კონიუგაციის გზით. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით როგორც მეტაბოლიტების, ისე უცვლელი სახით. შარდით ამფეტამინების გამოყოფის ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.
ამფეტამინები ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას და იწვევს სიფხიზლის სტიმულირებას, მადის დათრგუნვას, ენერგიის მოზღვავების, ეიფორიის და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. ამფეტამინების გავლენით ენერგიის მობილიზება აუმჯობესებს შრომისუნარიანობის მაჩვენებელს, თუმცა ენერგიის აღდგენის გარეშე დროთა განმავლობაში ორგანიზმი იფიტება. გამოფიტვის რისკი მაღალია, რადგან, ამფეტამინები თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას რაც ამცირებს საკვების მიღებას. ამფეტამინები იწვევს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
ზედოზირება იწვევს ანორექსიას, უძილობას, ფსიქო-მოტორულ აგზნებას, შფოთვას, არტერიული წნევის მატებას და არითმიებს.
საკვლევი მასალა: შარდი
რეფერალური ნორმა: ნეგატიური
პოზიტიური შედეგი მიუთითებს შარდში საკვლევი ნივთიერების არსებობაზე.
უარყოფითი შედეგი ყოველთვის არ გამორიცხავს ტოქსიკური ნივთიერების მოხმარებას, რადგან შესაძლოა მისი კონცენტრაცია იყოს მიზერული, რომლის აღმოჩენა ტესტს არ შეუძლია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია