Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

შარდის მიკროსკოპიული გამოკვლევა

ცნობილი როგორც:Microscopic examination of urine
SKU: 4903

Original price was: ₾11.00.Current price is: ₾9.90.

საკვლევი მასალა: დილის შარდის “შუა ნაკადი”.
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

მიკროსკოპული გამოკვლევა ტარდება სუფთა შარდის ნალექზე, გამოყოფიდან მაქსიმუმ 4 საათის შემდეგ.

მიკროსკოპიის მიზანია ლეიკოციტების, ერითროციტების, საშარდე გზების ამომფენი ეპითელური უჯრედების, მარილების, ბაქტერიების, ცილინდრების, სოკოების და სხვა არაორგანული ნივთიერებების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სხვადასხვა პროფილის პაციენტების მდგომარეობის ყოვლისმომცველი გამოკვლევა და მონიტორინგი შარდის საერთო ანალიზთან ერთად;
  • პრევენციული გამოკვლევა;
  • ოპერაციისთვის მომზადება;
  • შარდსასქესო სისტემის დაავადებების სიმპტომები (შარდის შეფერილობა და სუნი, ხშირი ან იშვიათი შარდვა, შარდის ყოველდღიური მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ტკივილი წელის არეში, ცხელება, შეშუპება);
  • თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგიის მკურნალობის მონიტორინგი (მკურნალობის დროს და მის შემდეგ);
  • ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ლაბორატორიული ტესტების შედეგი არ არის საკმარისი საფუძველი დიაგნოზისთვის. შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.

ერითროციტები. შარდში სისხლის წითელი უჯრედები შეიძლება ხვდებოდეს საშარდე გზების ნებისმიერი ნაწილიდან. ქალებში ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური დაბინძურების შედეგიც.

ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიკროსკოპიულად დისმორფული (დეფორმირებული) ერითროციტების არსებობა ( > 30% მიუთითებს ჰემატურიის გლომერულურ წარმოშობაზე.

ლეიკოციტები. მათი მცირე რაოდენობა ნორმალურ შარდშიც გვხვდება. ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს ანთებით პროცესზე საშარდე გზებში ან მიმდებარე უბნებში. როდესაც მათი რიცხვი ძალიან მაღალია და აქვს დეგრადირებული გარეგნობა ან ჩნდება ჯგუფურად, ეჭვი ჩნდება საშარდე გზების მწვავე ინფექციაზე. ზოგჯერ, პიურია (ჩირქი შარდში) ასევე გვხვდება ისეთი მწვავე არათირკმლისმიერი მიზეზების გამო, როგორიცაა აპენდიციტი ან პანკრეატიტი. ის ასევე შეიძლება განვითარდეს ისეთ არაინფექციურ პირობებში, როგორებიცაა გლომერულონეფრიტი (მაგ. SLE), თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, დეჰიდრატაცია, სტრესი და შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის ან ურეთრის დაზიანება; ლიმფოციტების და პლაზმური უჯრედების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე უარყოფაზე, ხოლო ეოზინოფილების გაზრდილი რაოდენობა ასოცირდება ტუბულო-ინტერსტიციალურ ნეფრიტთან და პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობასთან .

ეპითელური უჯრედები. შეიძლება წარმოიქმნას უროგენიტალური ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში. ისინი ჩვეულებრივ გვხვდება შარდში მოძველებული უჯრედების ფიზიოლოგიური ჩამოფცქვნის შედეგად. მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს ანთებაზე საშარდე გზების მიდამოში, საიდანაც ეს უჯრედები წარმოიქმნება. შეიძლება აღინიშნოს ეპითელური უჯრედების 3 ტიპი:

  • თირკმლის მილაკოვანი ეპითელური უჯრედები ასოცირდებიან პიელონეფრიტთან, მწვავე მილაკოვან ნეკროზთან, სალიცილატებით მოწამვლასთან და თირკმლის ტრანსპლანტაციის უარყოფასთან ასოცირებულ მილაკოვან დაზიანებებზე.
  • გარდამავალი ეპითელური უჯრედები შარდში ხვდებიან მენჯიდან ურეთრის საწყის მონაკვეთამდე არსებული მიდამოდან.
  • ბრტყელი ეპითელური უჯრედები შარდში ხვდებიან ურეთრიდან და საშოდან.

მარილები. მათ უმეტესობას, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში, აქვს დაბალი კლინიკური მნიშვნელობა, გარდა მეტაბოლური დისბალანსის, ქვების წარმოქმნის ან მედიკამენტური რეგულირების შემთხვევებისა.

ცილინდრები. წარმოიქმნება თირკმლის მილაკების სანათურში. ცილინდრების წარმოშობა ყოველთვის თირკმლისმიერია და თირკმლების დაავადების მაჩვენებელია. ცილინდრები კლასიფიცირებულია მათი შემადგენლობის, გარეგნობისა და უჯრედული კომპონენტების მიხედვით. ცილინდრების სიგანე მიუთითებს თირკმლის მილაკების ზომაზე, რომლებშიც ხდება მათი ფორმირება; თირკმლის შემგროვებელ მილაკებში ყალიბდება დიდი ცილინდრები; მათი არსებობა ჩვეულებრივ მიუთითებს ნეფრონის ფუნქციური შესაძლებლობების შესამჩნევ შემცირებაზე და თირკმელების დაავადების ბოლო სტადიაზე.

  • ჰიალინური ცილინდრები – შეიძლება გამოვლინდეს თირკმელების მსუბუქი დაავადების დროს; მცირე რაოდენობით ისინი შეიძლება იყოს ნორმალურ შარდში და გაზრდილი რაოდენობით ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან დეჰიდრატაციის დროს.
  • ლეიკოციტური ცილინდრები – ნაკლებად გავრცელებულია და მათი არსებობა მიუთითებს მწვავე პიელონეფრიტზე, ინტერსტიციულ ნეფრიტზე, მგლურას ნეფრიტზე, გლომერულონეფრიტზე.
  • ერითროციტული ცილინდრები – მათი არსებობა ნიშნავს თირკმლისმიერ ჰემატურიას და ყოველთვის პათოლოგიურია. როგორც წესი, გვხვდება შემდეგი დაავადებების დროს: გლომერულონეფრიტი (მწვავე და ქრონიკული), მგლურას ნეფრიტი, გუდპასჩერის სინდრომი, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, თირკმლის ტრავმა, თირკმლის ინფარქტი, მძიმე პიელონეფრიტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ავთვისებიანი ჰიპერტენზია, თირკმლის ვენების თრომბოზი და კვანძოვანი პერიარტერიტი.
  • მარცვლოვანი ცილინდრები – გვხვდება თირკმლის მძიმე პათოლოგიური პროცესების დროს, მაგრამ შექცევადად შეიძლება შეგვხვდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
  • ეპითელური ცილინდრები – იშვიათად გვხვდება. ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ შარდში ნეფროტოქსინების ან ვირუსების (ციტომეგალოვირუსი, ჰეპატიტის ვირუსები) ზემოქმედების შემდეგ, რომლებიც იწვევენ მილაკოვან ნეკროზს.
  • ცვილისებრი ცილინდრები – გვხვდება თირკმლების მძიმე ქრონიკული უკმარისობის, ავთვისებიანი ჰიპერტენზიის, თირკმლის ამილოიდოზის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლების მწვავე დაავადების, თირკმლის ტრანსპლანტანტის უარყოფის, ანთების და მილაკოვანი დეგენერაციის დროს.
  • ცხიმოვანი ცილინდრები – გვხვდება ნეფროზული სინდრომის, დიაბეტური გლომერულოსკლეროზის, ქრონიკული გლომერულონეფრიტის, წითელი მგლურას და სხვა შემთხვევებში.

ბაქტერიები. გვხვდება ახალ შარდში და თან ახლავს ლეიკოციტების დიდი რაოდენობა. როგორც წესი, მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე.

სოკოები. შეიძლება შარდში აღმოჩნდეს საშარდე გზების ინფექციების დროს, განსაკუთრებით დიაბეტიან პაციენტებში, ასევე კანის ან ვაგინალური დაბინძურების შედეგად. Candida Albicans არის ყველაზე გავრცელებული სოკო.

 

პროდუქტის აღწერა

 

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

  • არ მიიღოთ დიურეზული (შარდმდენი) მედიკამენტები 48 საათის განმავლობაში
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი, ცხარე, მარილიანი საკვები, საკვები, რომელიც ცვლის შარდის ფერს 12 საათის განმავლობაში.
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან 12 საათის განმავლობაში
  • არ გაიკეთოთ ტესტი მენსტრუაციის დროს და მენსტრუაციის დასრულებიდან 2 დღის განმავლობაში
  • არ გაიკეთოთ ტესტი ცისტოსკოპიის შემდეგ 5-7 დღის განმავლობაში.
  • შარდის შეგროვებამდე ჩაიტარეთ სასქესო ორგანოების ტუალეტი თბილი გამდინარე წყლით

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Urină – sediment

ლაბორატორიები
Call Now Button