ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00
კვლევა გამოიყენება:
• ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად ქიმიური თუ სხვა ფაქტორების დამაზიანებელი გავლენის დროს.
• ასევე, ღვიძლის ჰისტოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად C ჰეპატიტის მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ.
• ორსულობისას ღვიძლგარეთა ქოლესტაზის შესაფასებლად
ნაღვლის მჟავები წარმოიქმნება ღვიძლში, ქოლესტერინის კონიუგირებით (დაკავშირებით) გლიცინთან და ტაურინთან. ის კონცენტრირდება ნაღვლის ბუშტში და გამოიყოფა ნაწლავში საკვების მიღების შემდეგ. ნაწლავის სანათურში ნაღვლის მჟავები უზრუნველყოფს ცხიმების ემულგირებას (მსხვილი მოლეკულების უფრო მცირე ცხიმოვან მოლეკულებად დაშლას) და მონელების პროცესს. ნაწლავის სანათურში გამოყოფილი ნაღვლის მჟავების 90% ისევ უკუშეიწოვება.
ნაღვლის მჟავების კონცენტრაციის მომატება ღვიძლის დაავადებების მაღალმგრძნობიარე ინდიკატორია, როგორიცაა: ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტები, ქოლესტაზი, კარის ვენის თრომბოზი, ბად-კიარის სინდრომი, ქოლანგიტი, ვილსონის დაავადება, ჰემოქრომატოზები და სხვა. ნაწლავის მალაბსორბციის სინდრომის დროს ნაღვლის მჟავების მომატება სისხლში არ აღინიშნება. ღვიძლის მეტაბოლური დარღვევები, როგორებიცაა – ჟილბერტის სინდრომი, კრიგლერ-ნაჯარის მემკვიდრული სიყვითლე, დაბინ-ჯონსის სინდრომი და სხვა – არ იწვევს სისხლში ნაღვლის მჟავების კონცენტრაციის დარღვევებს.
ვენური სისხლი
< ან =10 მკმოლ/ლ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |