ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾58.00
აპოლიპოპროტეინები კომპლექსური ცილოვანი კომპონენტებია და მათ იყენებენ გულის კორონარული დაავადებების რისკის შესაფასებლად.
აპოლიპოპროტეინი A (APO-A) მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ძირითადი კომპონენტია (90%).
აპოლიპოპროტეინი B (APO-B) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) მთავარი შემადგენელია და არეგულირებს ქოლესტეროლის სინთეზსა და მეტაბოლიზმს.
აპოლიპოპროტეინებიდან APO-A1 და APO-B კონცენტრაცია ყველაზე სტაბილურია და უკეთ ასახავს კავშირს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების სიმძიმესთან.
დღეისათვის არსებობს მოსაზრება, რომ APO-A1 დონე სისხლში, უკეთ ასახავს კორონარული დაავადებების რისკს ვიდრე HDL-ქოლესტეროლი.
APO-A1/ APO- B თანაფარდობა უფრო მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა ვიდრე HDL/LDL ან HDL/ტრიგლიცერიდების თანაფარდობის მაჩვენებელი.
კვლევის დანიშნულებაა გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკის შეფასება პაციენტებში:
პაციენტის მოზმადება: კვლევის ჩატარება უნდა მოხდეს უზმოდ, საკვების ბოლო მიღებიდან 12-14 საათში
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
APO-A1
სქესი | ნორმა(გ/ლ) |
ქალი | 1.08-2.25 |
კაცი | 1.04-2.02 |
APO-B
სქესი | ნორმა(გ/ლ) |
ქალი | 0.60-1.17 |
კაცი | 0.66-1.33 |
APO A-1/APO B თანაფარდობა
სქესი | APO0A1/APOB |
ქალი | 0.94-1.33 |
კაცი | 0,80-1.33 |
APO-A1 მომატება | APO-A1 შემცირება |
· ოჯახური ჰიპერ-ალფა-ლიპოპროტეინემია
· ორსულობა · ესტროგენოთერაპია · ალკოჰოლის მოხმარება · ფიზიკური გადატვირთვა
|
· დიეტა
· მოწევა · ტანგიერის დაავადება · ოჯახური ჰიპო-ალფა-ლიპოპროტეინემია · დიაბეტი · ჰემოდიალიზი · ინფექციები · ბეტა-ლიპოპროტეინემია · Apo AI-CIII დეფიციტი · ოჯახური ჰიპერტრიგლიცერიდემია · გულის ნაადრევი კორონარული დაავადება · ჰეპატოცელულური დაზიანება · ნეფროზული სინდრომი და თირკმლის დაავადებები
|
APO-B მომატება | APO-B შემცირება |
· ჰიპერლიპოპროტეინემია
· აპოლიპოპროტეინი E დეფიციტი · ოჯახური ჰიპერ-ბეტა-აპოლიპოპროტეინემია · ნეფროზული სინდრომი · ორსულობა · ნაღვლოვანი ობსტრუქცია · ჰემოდიალიზი · მოწევა · დიაბეტი · ჰიპოთირეოზი · დისგლობულინემია · პორფირია · კუშინგის სინდრომი |
· ღვიძლის დაავადებები
· ჰიპო და აბეტალიპოპროტეინემია · რეიეს სინდრომი · მალაბსორბცია/მალნუტრიცია · ჰიპოთირეოზი · APO C-II დეფიციტი · ტიპი I ჰიპერლიპიდემია · ალფა-ბეტა-ლიპოპროტეინემია · ინფექციები · გადაძაბვა
|
წამლები
მაჩვენებლის ზრდას იწვევს: კარბამაზეპინი, ფუროსემიდი, ორალური კონტრაცეპტივები, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, სტეროიდები, გემფიბროზილი, კლოფიბრატი
მაჩვენებლის დაქვეითებას იწვევს: ლოვასტატინი
წამლები
მაჩვენებლის ზრდას იწვევს: ამიოდარონი, ატენოლოლი, ციკლოსპორინი, ესტროგენები, ფუროსემიდი, მეტოპროლოლი, ფენობარბიტალი, რადიოაქტიური იოდი, ანდროგენები (ანაბოლური სტეროიდები), ქლორთიალიდონი, გემფიბროზილი, იზოტრეტინოინი, ლევონორგესტრელი, ორალური კონტრაცეპტივები, სიმვასტატინი, სტანოზოლოლი,
მაჩვენებლის დაქვეითებას იწვევს: კაპტოპრილი, ინდომეტაცინი, ინტერფერონი, კეტოკონაზოლი, ნეომიცინი, ნიაცინი, ნიფედიპინი, პრაზოსინი, პრედნიზოლონი, ტაკროლიმუსი, ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი, ესტროგენები (პოსტ-მენოპაუზაში), სიმვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, კეტოკონაზოლი, ნეომიცინი, ნიაცინი
ძალიან იშვიათად, გამოპათიის, განსაკუთრებით ვალდენსტრომის დაავადების დროს, კვლევამ შესაძლოა მოგვცეს მცდარი პასუხი.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია