ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

C1Q-კომპლემენტი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:C1Q-კომპლემენტი
SKU: 781

60.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

კომპლემენტის სისტემა იმუნური სისტემის ნაწილია და მონაწილეობს მიკრობების და დაზიანებული უჯრედების მოცილებაში. ის ანტისხეულებთან და ფაგოციტებთან ერთად ფუნქციონირებს და ქმნის კომპლემენტის კასკადს, რადგან კასკადური რეაქციები ირთვება კომპლემენტის გაქტივებისას. კომპლემენტის სისტემა წარმოადგენს იმუნიტეტის ფრონტის ხაზს პათოგენებთან ბრძოლაში.

კომპლემენტის c1q კომპონენტი 400კდა მოლეკულური წონის მქონე  ცილაა, რომელიც შედგება სამი მოლეკულისგან, C1q, C1r and C1s, რომლებიც არაკოვალენტური ბმით უკავშირდება ერთმანეთს და Ca2+ იონებს.  c1q გლობულარული დომენით ურთიერთქმედებს IgG და IgM-ის სპეციფიკურ დომენებთან და წარმოქმნის იმუნურ კომპლექსებს. C1q არ აქვს პროტეაული აქტივობა.

ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის ჩამოყალიბების შემდეგ  c1q კონფორმაციულ ცვლილებას განიცდის, რაც იწვევს c1-ინჰიბიტორი (მაბლოკირებელი) ცილის ჩამოშორებას და c1r მოლეკულის გააქტივებას.

ისთი მოლეკულები, როგორებიცაა: c-რეაქტიული ცილა, β-ამილოიდი, ჰეპარინი, ზოგიერთი გრამ-ნეგატიური ბაქტერია, ვირუსები, მიკოპლაზმები, უჯრედული კომპონენტები – დნმ, მიტოქონდრიული მემბრანა, ციტოჩონჩხის ფილამენტები და სხვა, ასევე  ფლობენ კომპლემენტის გააქტივების უნარს.

კომპლემენტის c1-c4 კომპონენტების თანდაყოლილი დეფიციტი  იწვევს იმუნური კომპლექსების მოცილებისთვის საჭირო პეპტიდების, კერაში ნეიტროფილების მოზიდვის  და კატალიზური აქტივობის დაწყების უკმარისობას. ასეთ პაციენტებში მაღალია ინფექციების რისკი ინკაფსულირებული მიკროორგანიზმებით და შესაძლოა ასევე აუტოიმუნური დაავადების განვითარებაც.

 

 

როდის ტარდება კვლევა?

C1 კომპლემენტის დეფიციტის სადიაგნოსტიკოდ

 

პაციენტის მომზადება: კვლევა  ტარდება უზმოდ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა: 160 – 310 მგ/ლ

 

 

შედეგების ინტერპრეტცია

კომპლემენტის კომპონენტების დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს შეძენილ, თანდაყოლილ დეფიციტებს ან აუტოიმუნური დაავადებების შედეგად კომპლემენტის დიდი ოდენობით შთანთქმას.

C1 კომპლემენტის მემკვიდრული დეფიციტი იშვიათია. მისი დეფიციტი დაკავშირებულია დაავადებებთან, რომლებსაც იმუნური კომპლექსების წარმოქმნა ახასიათებს, როგორებიცაა: სისტემური წითელი მგლურა, პოლიმიოზიტი, გლომერულონეფრიტი  და შონლაინ-ჰენოხის პურპურა.

სისტემური წითელი მგლურა ყველაზე მეტად ხასიათდება c1 ცომპლემენტის დეფიციტით. დაავადების კლინიკური გამოვლინება კომპლემენტის დეფიციტის ხარისხთან არ კორელირებს.

C1 კომპლემენტის დაბალი მაჩვენებელი ასევე ახასიათებს მდგომარეობებს იმუნოგლობულინების ანომალური ტიტრით (ბრუტონის ჰიპოგამაგლობულინემია, მწვავე იმუნოდეფიციტი და სხვა).

 

კომპლემენტის ცილების დონე შრატში იზრდება ანთებითი და ინფექციური პროცესების ფონზე. პათოლოგიური პროცესის დასრულების შემდეგ მაჩვენებლები ნორმალიზდება.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/complement-c1q/

ლაბორატორიები
Call Now Button