ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
გასტრინი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება კუჭის ანტრალური ნაწილის G უჯრედებში. გასტრინი ასტიმულირებს კუჭის წვენის მარილმავის (HCl), პეპსინის და შინაგანი ფაქტორის სეკრეციას და კუჭის ანტრალური ნაწილის მოძრაობას.
სისხლის მიმოქცევაში გასტრინის რამდენიმე მოლეკულური ფორმაა წარმოდგენილი: G-34 („დიდი გასტრინი“) და G-14 („მინიგასტრინი“). გასტრინის კონცენტრაცია დამოკიდებულია ცირკადულ რიტმებზე და კავშირშია კვებასთან.
გასტრინის განსაზღვრა მნიშვნელოვანია გასტრინომების (ზოლინგერ-ელისონის სინდრომის) დიაგნოსტიკაში. (გასტრინომა გასტრინ-წარმომქმნელი სიმსივნეა, რომელიც ლოკალიზებულია პანკრეასში ან თორმეტგოჯას კედელში).
ჯანმრთელ ადამიანებში, უზმოდ გასტრინის ოდენობა არ აღემატება 100პგ/მლ-ს, მაშინ როცა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს ის მნიშვნელოვნად აღემატება ნორმის ზედა ზღვარს .
ზოლინგერ-ელისონის სინდრომთან ასოცირებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები კუჭის მომატებული მჟავიანობით და გასტრო-დუოდენური წყლულოვანი დაავადებით ხასიათდება, რაც ხშირად ასოცირებულია დიარეასთან და სტეატორეასთან (მოუნელებელი ცხიმის გამოყოფა ფეკალურ მასებში). გასტრინის მაჩვენებელი 500-600 პგ/მლ პაციენტში ჰიპერაციდური გასტრიტით, ხშირად მიუთითებს გასტრინომაზე. ზოლინგერ-ელისონის სინდრომით პაციენტების 15-20%-ს ასევე სხვა ენდოკრინული სიმსივნეებიც აღენიშება: პარათირეოიდული ადენომა, ინსულინომები, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები (კუშინგის სინდრომი), ვერნერის სინდრომი (მრავლობითი ენდოკრინული სიმსივნეები ტიპი I).
შემთხვევათა 62%-ში გასტრინომები ავთვისებიანია, ხოლო პაციენტების 44%-ს უვითარდება მეტასტაზები. ძირითადად გასტრინომები ლოკალიზებულია პანკრეასში, ზოგჯერ – თორმეტგოჯა ნაწლავის კედელში. იშვიათად ის მდებარეობს კუჭში.
გასტრინის მაჩვენებლის მატება სხვა მდგომარეობების დროსაც აღინიშნება, როგორებიცაა: პერნიციოზული ანემია (გასტრინის დონე იმატებს კუჭის მჟავიანობის დაქვეიტების პროპორციულად), კუჭის პილორული ნაწილის ობსტრუქცია, ვაგოტომიის შემდგომი მდგომარეობა, კუჭის წყლულოვანი დაავადება და სხვა.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. აუცილებელია საკვების ბოლო მიღებიდან გასული იყოს 12-14 საათი.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
0 – 12 დღე: 69 – 190 ნგ/ლ
13 დღიდან – 10 თვემდე: 55 – 186 ნგ/ლ
> 1 წლიდან ზემოთ : 13 – 115 ნგ/ლ
ბაზალური გასტრინის მაჩვენებელი >1000 პგ/მლ-ზე, გასტრო-დუოდენური წყლულის მქონე პაციენტებში კუჭის მომატებული მჟავიანობით, ადასტურებს ზოლინგერ-ელისონის სინდრომს.
აღინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:
კუჭის კარცინომა
კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება
პერნიციოზული ანემია
კუჭის ანტრალური G უჯრედების ჰიპერპლაზია
ვაგოტომია – კუჭის რეზექციის გარეშე
ჰიპერპარათიროიდიზმი
პილორული ობსტრუქცია
თირკმლის ქრონიკული, ტერმინალური უკმარისობა
აღინიშნება შემდეგი პათოლოგიებისას:
ანტრექტომია ვაგოტომიით
ჰიპოთიროიდიზმი
შრატში გასტრინის ცრუ მატება შესაძლოა აღინიშნოს თუ კვლევა ჩატარდა კვების შემდეგ (არა უზმოზე), თუ პაციენტი ხანდაზმულია, ასევე ინსულინ-რეზისტენტობისა და გასტროსკოპიის შემდგომი მდგომარეობისას. H2 რეცეპტორების ბლოკატორები, სტეროიდები, კალციუმის პრეპარატები ასევე იწვევს გასტრინის დონის ცრუ მატებას.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია