ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾160.00
ბრუცელა გრამ-უარყოფითი კოკობაქტერიაა, რომელიც არ იკეთებს კაფსულას და არ წარმოქმნის სპორებს. ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება – ბრუცელოზი – ზოონოზია, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზეც გავრცელდეს.
ბრუცელით ინფიცირდება თხა (Brucella melitensis), რქოსანი პირუტყვი (Brucella abortus), ღორი (Brucella suis), ძაღლი (Brucella canis ), ცხვარი (Brucella ovis) და სხვა.
ადამიანისთვის პათოგენურია შემდეგი სახეობები:
ინფექციის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე რამდენიმე გზით ხდება:
ბრუცელა ინტრაცელულური (უჯრედშიდა) ბაქტერიაა, რომელსაც არსებობა და გამრავლება შეუძლია მხოლოდ მასპინძლის ფაგოციტებში. მონოციტებსა და მაკროფაგებში განთავსებული ბაქტერია, აღწევს რეტიკულო-ენდოთელური სისტემის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში: ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და ძვლის ტვინში.
ადამიანის ბრუცელოზი მწვავე სისტემური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს:
დაავადების მწვავე სტადია მოიცავს: ცხელებას შემცივნებით, საერთო სისუსტეს, ანორექსიას, თავისა და კუნთების ტკივილს. ეს სიმპტომები ვითარდება მოულოდნელად, ინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედით. აღსანიშნავია ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება) და ჰეპატო-სპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). არანამკურნალებ შემთხვევბში ცხელება ხანგრძლინდება და ტალღოვანი ხასიათი აქვს. რადგანაც ინფექციას სისტემური ხასიათი აქვს, ნებისმიერი ორგანო შეიძლება ჩაერთოს პროცესში.
ქრონიკული ბრუცელოზი როგორც წესი ფოკალური მწვავე პროცესის გახანგრძლივებით და აბსცესის ჩამოყალიბებითაა განპირობებული.
გამოჯანმრთელება ზოგიერთ პაციენტში გახანგრძლივებულია, მიმდინარეობს ინფექციის ზოგადი სიმპტომებით და ანტისხეულების მაღალი ტიტრით.
ბრუცელოზის იმუნური პასუხი ხასიათდება სპეციფიკური IgM ანტისხეულების განვითარებით ინფიცირებიდან პირველი კვირის ბოლოს და მეორე კვირის დასასრულს IgG ანტისხეულების გამოჩენით სისხლში. დაავადების დასრულების შემდეგ ანტისხეულების ტიტრი ნელი ტემპით ქვეითდება 2-3 წლის განმავლობაში. IgG კონცენტრაციის გახანგრძლივებული მატება ქრონიკული ინფექციური პროცესის ნიშანია. დაავადების საბოლოო დიაგნოსტიკა ემყარება ქსოვილოვანი მასალიდან ბაქტერიის იზოლაციას – აბქტერიოლოგიური კვლევის მეთოდს.
დიაგნოსტიკა ასევე ემყარება სეროლოგიურ მონაცემებს: საერთო სპეციფიკური ანტისხეულების და IgM და IgG ტიტრის განსაზღვრით დინამიკაში.
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ბრუცელა IgG: <16 RU/mL;
ბრუცელა IgM: <0.8 Index.
ტულარემიისა და ქოლერი გამომწვევზე აცრილ პირებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ცრუ დადებითი სეროლოგიური მონაცემები ბრუცელოზის კვლევისას.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია