ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾245.00
მაკროამილაზემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც აღინიშნება შრატის ამილაზის აქტივობის მატება პანკრეასის დაავადებების კლინიკური სიმპტომების არსებობის გარეშე. ეს განპირობებულია შრატის ამილაზის დაკავშირებით მსხვილ მოლეკულებთან (>200 კდა), რომელთა ფილტრაცია თირკმლის მიერ ვერ ხდება, ეს ზრდის მის ნახევარსიცოცხლის პერიოდს და შრატის ამილაზის კონცენტრაციას 6-8-ჯერ.
სტრუქტურული თვალსაზრისით მაკროამილაზა წარმოადგენს მოცირკულირე კომპლექსს, სადაც ამილაზა ძირითადად უკავშირდება იმუნოგლობულინს და იშვიათად პოლისაქარიდს. კომპლექსში შემავალი იმუნოგლობულინები წარმოდგენილია IgA და IgG-ით. მაკროამილაზების შემადგენლობა ჰეტეროგენურია (მრავალფეროვანია). მჟავე გარემოში მაკროამილაზის კომპლექსების დაშ;ით მიიღება პანკრეასული ტიპის (P) და ნერწყვის ტიპის (S saliva-ნერწყვი) იზო-ამილაზები.
კლინიკურად მნიშვნელოვანია მაკროამილაზემიის და სხვა მდგომარეობებთან დაკავშირებული ჰიპერამილაზემიის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მწვავე პანკრეატიტისგან განსხვავებით მაკროამილაზემია იწვევს პანკრეასის ამილაზას გახანგრძლივებულ მომატებას. ეს როგორც წესი ფერმენტის კლირენსის (გამოყოფის) შემცირების შედეგია.
მაკროამილაზა შესაძლოა წარმოიქმნას პაციენტებში ჰიპერამილაზემიით და შარდის ნორმალური ამილაზის დონით, ისევე როგორც ადამიანებში – შრატის და შარდის ამილაზის ნორმალური მაჩვენებლით.
ცხრილში მითითებულია ჰიპერამილაზემიის სხვადასხვა ფორმის მახასიათებლები:
მდგომარეობა | შრატის ამილაზა | შრატის ლიპაზა | შარდის ამილაზა | ამილაზასკლირენსი/
კრეატინინის კლირენსი |
მაკროამილაზა |
პანკრეასული ჰიპერამილაზემია | ↑ | ↑ | ↑ | ↑ | არაა |
სანერწყვე ჯირკვლის ჰიპერამილაზემია | ↑ | ნორმა | ↓ ან ნორმა | ↓ ან ნორმა | არაა |
მაკროამილაზემია ტიპი I | ↑ | ნორმა | ↓ | ↓↓ | ↑↑ |
მაკროამილაზემია ტიპი II | ↑ | ნორმა | ↓ ან ნორმა | ↓ | ↑ |
მაკროამილაზემია ტიპი III | ნორმა | ნორმა | ნორმა | ↓ ან ნორმა | კვალი |
კლინიკური სიმპტომები პირდაპირ კავშირში არაა მაკროამილაზემიასთან, თუმცა მუცლის ტკივილის მიზეზით ჩატარებული კვლევებისას ის ხშირად ვლინდება.
ხშირად მაკროამილაზემია დაავადების ადრეული ნიშანია, როგორც სპეციფიკური მარკერი, ან შესაძლოა იყოს არასპეციფიკური მაჩვენებელი დისპროტეინემიით მიმდინარე დაავადებების დასაწყისში.
მაკროამილაზემია გამოვლენილია პაციენტებში მალაბსორბციის სინდრომით, ჰეპატიტებით, ღვიძლის ალკოჰოლური, დიაბეტური, მეტასტაზური დაზიანებით, ექტოპიური ორსულობით, ტუბო-ოვარიული (საკვერცხე-დანამატის) აბსცესებით და სხვა.
მაკრიამილაზემიის შემთხვევითი გამოვლენა შესაძლოა ასოცირებული იყოს მიელომით, ლიმფომით ან შეძენილი იმუნოდეფიციტით გამოწვეულ პარაპროტეიინემიასთან.
პაციენტის მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა – ნორმის შემთხვევაში მაკროამილაზა შრატში ნეგატიურია.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია