ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾245.00
არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი ოსტეობლასტების მიერ წარმოებული ცილაა, რომელიც არეგულირებს ინსულინის სეკრეციას და მგრძნობელობას ინსულინისადმი, თუმცა, ამ ეფექტების ზუსტი გავლენა გლუკოზის მეტაბოლიზმზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ის ცირკულირებს სისხლში. მისგან განსხვავებით კარბოქსილირებული ოსტეოკალცინი ძვლების შემადგენლობაში რჩება.
არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი წარმოადგენს აქტიური ოსტეოკალცინის მოცირკულირე ნაწილს. ის მნიშვნელოვანი ცილაა რომელიც აბალანსებს ძვლის მინერალებს, რომელიც დაკავშირებულია კალციუმთან და არეგულირებს გლუკოზის დონეს. ოსტეობლასტები არეგულირებს გლუკოზის მეტაბოლიზმს ინსულინის გავლენით არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის მეტაბოლიზმის გზაზე. კვლევების მონაცემებით ოსტეობლასტ-სპეციფიკური ინსულინის რეცეპტორების განადგურებისას, აღინიშნება სისხლში შაქრის დონის მომატება და არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის დაბალი მაჩვენებელი. ექსპერიმენტულ მოდელში ნაჩვენებია, რომ ოსტეოკალცინის დეკარბოქსილირება ხდება რეზორბციულ ლაკუნებში, რითაც იზრდება მოცირკულირე არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის დონე სისხლში და ინსულინის სიგნალების გაზრდა ოსტეობლასტებში, იწვევს ოსტეოკლასტების აქტივაციას და ძვლის რეზორბციას. ეს მონაცემები გამყარებულია ცალკეული კვლევების შედეგებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ოსტეობლასტებში ინსულინის რეცეპტორების დაზიანება ამცირებს ოსტეოკალცინის და დეკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის საერთო ოდენობებს სისხლში, იწვევს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას და ინსულინის შემცირებას.
კვლევების შედეგებით დასტურდება რომ არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი არეგულირებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, რითაც გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტის და გულის დაავადებების მიმდინარეობაზე. სიმსუქნე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია შაქრინი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებაში, რადგან იწვევს ინსულინრეზისტენტობას. არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინი ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას და ზრდის რეცეპრორების მგრძნობელობას ინსულინისადმი. ოსტეოკალცინის (ორივე ფორმის) დონის დაქვეითება ინსულინრეზისტენტობას, სისხლში ჰიპერგლიკემიას და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უკავშირდება.
საერთო ოსტეოკალცინის და არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის დონის დაქვეითება განაპირობებს მეტაბოლური სინდრომის, გლიკემიის და ტრიგლიცერიდების დონის მომატებას.
ძვლის ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს
გლუკოზის და ინსულინის მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დროს
არაკარბოქსილირებული ოსტეოკალცინის ნორმა შრატში 0.6-3.3ng/ml
საკვლევია მასალა
ვენური სისხლი
კვლევისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია