ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
რა არის ზონულინი?
ზონულინი წვრილ ნაწლავში სინთეზირებული ცილაა, რომელიც მონაწილეობს ნაწლავის კედლის უჯრედების მიერ წყლის და ნუტრიენტების შწოვაში, დაზიანებული უჯრედების აღდგენა-განახლებაში. გარდა წვრილი ნაწლავისა ზონულინი სეკრეტირდება ღვიძლში, თირკმელებში, გულში, ტვინში, იმუნურ უჯრედებში. ის ერთადერთი ცილაა სისხლში, რომელიც ასახავს ნაწლავის კედლის განვლადობის უნარს და მისი კონცენტრაციის მატება სისხლში, ნაწლავური ბარიერის დარღვევის მარკერად ითვლება. ეს განაპირობებს ნაწლავის კედელში დიდი მოლეკულების განვლადობის მომატებას და ნაწლავის კედელში ანთებითი პროცესის განვითარებას. ზონულინის კონცენტრაციის მატება უკავშირდება ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ცელიაკია, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადება და სხვა.
ზონულინი განეკუთვნება ე.წ. „მტკიცე კავშირის“ ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწლავის კედლის უჯრედების მჭიდრო განლაგებას და ამგვარად ქმნის ბარიერს, რომელიც მთელ რიგ მოლეკულებს ნაწლავის უჯრედების მემბრანის გავლის საშუალებას არ აძლევს. ნაწლავის ბარიერული ფუნქცია გვიცავს ტოქსიკური და სხვადასხვა დამაზიანებელი ნივთიერებების სისხლის ნაკადში მოხვედრისგან.
ნაწლავის კედლის მომატებული განვლადობის დროს, არასასურველი მოლეკულები ხვდება სისხლის ნაკადში და იწვევს ქრონიკული ანთებითი და ზოგჯერ აუტოიმუნური დაავადებების პროვოცირებას (ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი).
სიმპტომები
სიმპტომები, იმ მდგომარეობების დროს, რომლებსაც ახასიათწებს ზონულინის დონის მომატება, დამოკიდებულია დაავადებაზე.
ცელიაკიას ხშირად ახლავს მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა, წონის კლება, ზოგადი სისუსტე.
ტიპი I შაქრიან დიაბეტს ახასიათებს გაძლიერებული წყურვილი, პოლიურია, წონის კლება, საერთო სისუსტე.
ნაწლავის ანტებითი დაავადებებისას (კრონის დაავადება) სიმპტომები მსგავსია – მუცლის ტკივილი, დიარეა, სისუსტე, წონის კლება.
ზონულინის კვლევას ზოგჯერ ატარებენ მეტასტაზური სიმსივნის დიაგნოსტირების დროსაც (მაგ: პანკრეასის სიმსივნე, მკერდის სიმსივნე), რადგან ითვლება, რომ ზონულინი აძლიერებს რა ნაწლავის ქსოვილის განვლადობას დიდი მოლეკულებისთვის, ხელს უწყობს მეტასტაზების გავრცელებას.
როდის ჩავიტაროთ ტესტი
ზონულინის კვლევა ტარდება ვენური სისხლით, თუმცა ის არ წარმოადგენს რუტინულ კვლევას. სისხლში იზომება ზონულინის ანტისხეულების დონე, ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა ცელიაკია, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება).
ზონულინის მომატებულ რაოდენობას ახასიათებს ბაქტერიების გაძლიერებული ადჰეზია („მიწებება“) უჯრედებზე. ამას მოსდევს ინფექციური პროცესის აქტივაცია და ანთება. ანთებას შედეგად მოყვება: მალაბსორბცია, დიარეა, წონის კლება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ზონულინის მომატებული კონცენტრაციისთვის მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადებაზე, რომელიც იწვევს ზონულინის მატებას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია