Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ფოსფორი P | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Phosphorus
SKU: 1066

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ფოსფორი მეორე ყველაზე გავრცელებული მინერალია ადამიანის ორგანიზმში კალციუმის შემდეგ. იგი წარმოადგენს სხეულის წონის 1%-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 600-700გ ფოსფორია. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი გვხვდება ჩონჩხის ძვლებში (85% ჰიდროქსიაპატიტის სახით), დანარჩენი ნაწილი – კუნთებში, ნერვებსა და სისხლში.

ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. იგი მოქმედებს კალციუმთან ერთად, რაც ხელს უწყობს ძვლების აშენებას. ძვლების ჯანმრთელობისთვის საჭიროა კალციუმის და ფოსფორის სწორი რაოდენობა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ორ წელიწადში ერთხელ, 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ოსტეოპოროზის სკრინინგისთვის (სიმაღლისა და წონის გაზომვასთან ერთად);
  • სპონტანური მოტეხილობები, ძვლის ტკივილი, ძვლის რენტგენოლოგიური ცვლილებები, ზრდის დარღვევა, სტომატოლოგიური ცვლილებები;
  • სიმსივნეები (ტუტე ფოსფატაზა წარმოადგენს სიმსივნის მარკერს – გამოიყენება როგორც ღვიძლისა და ძვლის მეტასტაზების დეტექტორი);
  • ძვლის ქსოვილის პათოლოგია, ძვლის დაავადებები (მაგ. პეჯეტის დაავადება);
  • რაქიტისა და ოსტეომალაციის დიფერენციალური დიაგნოზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

<p> თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ფოსფორს შთანთქავს, როდესაც კალციუმის დონე ძალიან მაღალია და პირიქით. ფოსფორის სწორად ათვისებისთვის საჭიროა ასევე D ვიტამინი.</p>

პროდუქტის აღწერა

ფოსფორი (P) არის ერთ-ერთი მთავარი უჯრედშიდა ანიონი; იგი შედის არაორგანული (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმის და ნატრიუმის ფოსფატები) და ორგანული (ნახშირწყლები, ლიპიდები, ნუკლეინის მჟავები და სხვ.) ნაერთების შემადგენლობაში. სისხლის უჯრედულ ელემენტებში ფოსფორი გვხვდება მხოლოდ ორგანული ნაერთების შემადგენლობაში, სისხლის შრატში კი ძირითადად არაორგანული ფოსფატების სახით, რომელთა განსაზღვრაც კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია.

ფოსფორი მეორე ყველაზე გავრცელებული მინერალია ადამიანის ორგანიზმში კალციუმის შემდეგ. იგი წარმოადგენს სხეულის წონის 1%-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 600-700გ ფოსფორია. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი გვხვდება ჩონჩხის ძვლებში (85% ჰიდროქსიაპატიტის სახით), დანარჩენი ნაწილი – კუნთებში, ნერვებსა და სისხლში.

ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. ის ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისთვის.

შრატის ფოსფატის ტესტში მხოლოდ სისხლის არაორგანული ფოსფორის დონის შემოწმება ხდება. ის ორგანიზმში ფოსფორის მცირე ნაწილს წარმოადგენს და მისი დონე დამოკიდებულია კვებასა და სხვადასხვა ჰორმონის სეკრეციაზე. მისი შეწოვა ხდება ნაწლავის ეპითელიუმით და მისი ჰომეოსტაზი დამოკიდებულია თირკმლებზე, ამიტომ, ფოსფატების დონის ცვლილება ყველაზე ხშირად თირკმლების ფუნქციის დარღვევით არის განპირობებული.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ფოსფორზე?

  • ძვლის დაავადებები, ტრავმა, რაქიტი ბავშვებში;
  • თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადება, დიალიზზე მყოფი პაციენტები;
  • თირეოიდექტომიის შემდგომი პერიოდი, პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურ მკურნალობას (ინფუზიური თერაპია, პარენტერალური კვება, მექანიკური ვენტილაცია);
  • D ჰიპო- და ჰიპერვიტამინოზი;

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება აუცილებელია უზმოდ.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სისხლში ფოსფორის კონცენტრაცია იზრდება (ჰიპერფოსფატემია):

  • არასრული ოსტეოპოროზი;
  • ნეოპლასტიური დაავადებები (ლეიკემია, ლიმფომა);
  • ოსტეოლიზისი (ძვლის მეტასტაზები);
  • სარკოიდოზი;ვ
  • ჰიპოპარათირეოზი, ფსევდოჰიპოპარათირეოზი, ჰიპერთირეოზი;
  • კეტოაციდოზი შაქრიანი დიაბეტის დროს, ლაქტაციდოზი, რესპირატორული აციდოზი;
  • D ჰიპერვიტამინოზი;
  • აკრომეგალია;
  • პორტალური ციროზი;
  • ძვლის მოტეხილობების შეხორცება;
  • ტოქსიკოზი ორსულებში;
  • სპაზმოფილია;
  • კუნთების დატვირთვის გაზრდა;
  • ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება.

სისხლში ფოსფორის კონცენტრაცია მცირდება (ჰიპოფოსფატემია):

  • ნაწლავის შეწოვის დარღვევა (D ვიტამინის დეფიციტი, მალაბსორბცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, შიმშილი, სტეატორეა);
  • ოსტეომალაცეა, რაქიტი ბავშვებში;
  • შარდის გაზრდილი გამოყოფა (ჰიპერპარათირეოზი, თირკმლის მილაკოვანი დაავადება, დიურეზული საშუალებების მიღება, მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დიურეზული ფაზა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ);
  • რესპირატორული ალკალოზი;
  • მძიმე დამწვრობა;
  • ჰიპერინსულინემია (შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას);
  • ჰიპერვენტილაცია (სეფსისით, ინტოქსიკაციით, პანიკური პირობებით გამოწვეული);
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • „მშიერი ძვლის“ სინდრომი (პროსტატის კიბოს მეტასტაზები ძვალში, პარათირეოიდექტომიის შემდგომი პერიოდი, რაქიტის ან ოსტეომალაციის მკურნალობის დაწყება);
  • მემკვიდრეობითი დაავადებები (ფანკონის სინდრომი, ლოუს სინდრომი);
  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი;
  • ორსულობა;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერკალციემია;
  • ფიზიკური უმოქმედობა ბავშვებში.

 

 

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/phosphor.html
https://www.synevo.bg/fosfor-fosfati/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button