Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

C რეაქტიული ცილა (CRP)

ცნობილი როგორც:C reactive protein (CRP)
SKU: 1064

Original price was: ₾25.00.Current price is: ₾22.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

C-რეაქტიული ცილა (CRP) არის ციკლური, მწვავე ფაზის ცილა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლის მიერ ანთების დროს.

იგი გამოიყენება როგორც ორგანიზმში ანთებითი პროცესის საიმედო მარკერი. იგი იზრდება სწრაფად, მაგრამ არასპეციფიურად ქსოვილის დაზიანებისა და ანთების საპასუხოდ და მეტად მგრძნობიარე და სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე). თუ CRP დონე უკვე მომატებულია, ედს-ის დონე შეიძლება ჯერ კიდევ ნორმალური იყოს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ანთებითი დაავადებების აქტივობის ხარისხის შეფასება;
  • ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე პაციენტის სამედიცინო ისტორიის, ობიექტური ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე.
  • ეჭვი ინფექციაზე ახალშობილებში
  • სეფსისის სიმპტომების არსებობა – ცხელება, შემცივნება, აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა.
  • C რეაქტიული ცილით შესაძლებელია კრონის დაავადების (მაღალი CRP) დიფერენცირება წყლულოვანი კოლიტისაგან (დაბალი CRP) და რევმატოიდული ართრიტის დიფერენცირება (მაღალი CRP) გაურთულებელი წითელი მგლურას დაავადებისგან (დაბალი CRP);
  • პოსტოპერაციული გართულებების ადრეული გამოვლენა (თუ CRP დონე რჩება მაღალი ოპერაციის მესამე დღის შემდეგაც, შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ ინფექციის არსებობაზე);
  • ტრანსპლანტანტის უარყოფის გამოვლენა;
  • მემბრანების ნაადრევ რღვევასთან დაკავშირებული საშვილოსნოსშიდა ინფექციების გამოვლენა;
  • ინფარქტის გაფართოების ან რეინფარქტის შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;
  • ბაქტერიული ინფექციების დროს ანტიბიოტიკოთერაპიის მონიტორინგი;
  • რევმატული დაავადებების დროს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის მონიტორინგი.

CRP არის ღირებული მარკერი მწვავე ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტების მონიტორინგისთვის, განსაკუთრებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და მცირეწლოვან ბავშვებში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

CRP კონცენტრაცია იზრდება:

  • ანთება, ქსოვილის ნეკროზი, ტრავმა;
  • მიოკარდიული ინფარქტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • გრაფტის უარყოფის რეაქცია;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • მეორადი ამილოიდოზი;
  • სისტემური რევმატოიდული დაავადებები;
  • ახალშობილთა სეფსისი;
  • მენინგიტი;
  • ტუბერკულოზი;
  • პოსტოპერაციული გართულებები;
  • ნეიტროპენია.

პროდუქტის აღწერა

CRP-ის ფიზიოლოგიური როლი კომპლექსურია:

  • კალციუმზე დამოკიდებული მექანიზმით ის უკავშირდება მრავალი ფოსფოლიპიდის, განსაკუთრებით პნეუმოკოკური C პოლისაქარიდის, ფოსფორილ-ქოლინურ ნარჩენებს (აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდება);
  • უკავშირდება ქრომატინს და ჰისტონს და მონაწილეობს უჯრედის ნარჩენებისგან გაწმენდაში;
  • უკავშირდება ფაგოციტებს და აჩქარებს ანტიგენებისა და მიკროორგანიზმების ფაგოციტოზს;
  • მონაწილეობს კომპლემენტის კლასიკური გზით გააქტიურებაში;
  • უკავშირდება LDL ლიპოპროტეინებს და სავარაუდოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქიდან მათ მოცილებაში.
  • CRP თავისთავად არის ანთების „გამომწვევი“, რადგან ის ასტიმულირებს IL-1, IL-6 და TNF-α -ს წარმოქმნას მონოციტების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ CRP-ის ძირითადი წყარო არის ღვიძლი, ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ არტერიულ ქსოვილს შეუძლია გამოიმუშაოს როგორც CRP, ასევე პროტეინები, რომლებიც მიეკუთვნება კომპლემენტის სისტემას. CRP-ის დონე შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს (100-ჯერ ან მეტი) მძიმე ტრავმის, ბაქტერიული ინფექციების, ანთების, ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button