ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
კრეატინინი არის სისხლის, ყველაზე სტაბილური, აზოტოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელზეც არ მოქმედებს უმეტესი საკვები, ვარჯიში, ცირკადული რიტმი ან სხვა ბიოლოგიური მუდმივები და დაკავშირებულია კუნთების მეტაბოლიზმთან.
კრეატინინი ორგანიზმიდან თირკმლის მეშვეობით გამოიყოფა. თირკმლის ფუნქციის დარღვევა ამცირებს კრეატინინის გამოყოფას, რაც იწვევს შრატის კრეატინინის დონის მატებას. ამრიგად, კრეატინინის კონცენტრაცია კორელაციაშია გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებელთან და შესაბამისად, მისი კონცენტრაციის განსაზღვრის მთავარი სარგებელი სწორედ თირკმლის უკმარისობის დიაგნოსტიკაა.
შრატის კრეატინინი განისაზღვრება პირველივე გამოკვლევის დროს:
კრეატინინი იზრდება
კრეატინინი მცირდება
კრეატინინი არის კრეატინის ანჰიდრიდი (მეთილგუანიდილძმარმჟავა) და კრეატინის ელიმინაციის ფორმა; კრეატინი სინთეზირდება ღვიძლში და მისი 98%-ის ათვისება ხდება კუნთების მიერ, სადაც ხდება მისი ფოსფორილირება, ამ ფორმით ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ენერგიის შენახვაში. როდესაც კუნთების ეს ენერგია საჭიროა მეტაბოლური პროცესებისთვის, ფოსფოკრეატინი იშლება კრეატინინად, შესაბამისად კრეატინინი ფორმირდება კუნთოვან ქსოვილში. მამაკაცებში კრეატინის მარაგის 1,5% ყოველდღიურად გარდაიქმნება კრეატინინად. საკვებიდან მიღებული კრეატინი (განსაკუთრებით ხორციდან) ზრდის კრეატინისა და კრეატინინის მარაგს. ცილების მიღების შემცირება კი, იწვევს კრეატინის წინამორბედების, ამინომჟავების – არგინინის და გლიცინის – შემცირებას ორგანიზმში, რაც თავის მხრივ იწვევს კრეატინინის რაოდენობის შემცირებასაც.
შრატის კრეატინინი თირკმლების ფუნქციის უფრო სპეციფიკური და მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე შარდოვანა. თუმცა, თირკმლების ქრონიკული დაავადების დროს სასარგებლოა როგორც კრეატინინის, ასევე შრატის შარდოვანას განსაზღვრა (BUN (Blood Urea Nitrogen) – სისხლის შარდოვანას აზოტის პარამეტრთან ერთად), რადგან BUN/კრეატინინის თანაფარდობა (ნორმა – 10-20) უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის თირკმლის ფუნქციის შესახებ.
კრეატინინის უფრო მაღალი დონე გვხვდება მამაკაცებში და დიდი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანებში.
კრეატინინის ერთი და იგივე კონცენტრაცია ახალგაზრდებში და ხანდაზმულებში არ ნიშნავს გლომერულური ფილტრაციის ერთსა და იმავე სიჩქარეს (ხანდაზმულებში კრეატინინის კლირენსი (გამოყოფა) მცირდება, მაგრამ ასევე მცირდება კრეატინინის გამომუშავება)
თირკმლის პერფუზიის დაქვეითების პირობებში, შრატში კრეატინინის მატება უფრო ნელა ხდება, ვიდრე შარდოვანასი.
ვინაიდან კრეატინინის დონის 1.0-დან 2.0 მგ/დლ-მდე გასაზრდელად საჭიროა თირკმლის ფუნქციის 50%-იანი დაკარგვა, შრატის კრეატინინი არ შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარე ინდიკატორად თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობისთვის.
შრატში კრეატინინის დონე შეიძლება გამოყენებულ იქნას გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შესაფასებლად მხოლოდ წონასწორულ მდგომარეობაში, როდესაც კრეატინინის სინთეზის სიჩქარე უდრის ელიმინაციას. ამ მდგომარეობის დასადგენად საჭიროა ორივე დეტერმინანტის განსაზღვრა (სინთეზის სიჩქარე, ელიმინაცია) ყოველ 24 საათში; 10%-ზე მეტი განსხვავება შეიძლება მიუთითებდეს, რომ არ არსებობს წონასწორობის ასეთი მდგომარეობა.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შრატის კრეატინინის მაჩვენებლის მიხედვით გადაჭარბებულად ფასდება, რადგან კრეატინინის კლირენსი არა მხოლოდ გლომერულური ფილტრაციით არის განპირობებული, არამედ მილაკოვანი სეკრეცით და ასევე მისი გამოიყოფა ხდება ნაწლავის ლორწოვანი გარსითაც და, როგორც ჩანს, მეტაბოლიზდება ნაწლავური ბაქტერიების მიერ.
ხორცით მდიდარმა დიეტამ შეიძლება გაზარდოს შრატში კრეატინინის შემცველობა (დღიური გამოყოფილი კრეატინინის 15-30% მოდის საკვებიდან).
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია