Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ისინი აუცილებელია ქსოვილების ზრდისთვის, აგრეთვე ტვინისა და ნერვების ფუნქციის მომწიფებისა და შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან სხეულის სითბოს წარმოქმნასა და ჟანგბადის მოხმარებაზე. მათ აქვთ კონკრეტული მოქმედება ცალკეულ ორგანოებზე – გულზე, ღვიძლზე, თირკმლებზე, ჩონჩხის კუნთებსა და კანზე.

ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის და აუტოიმუნური დაზიანების დასადასტურებლად ან გამოსარიცხად   რეკომენდებულია ფარისებრი ჰორმონების  FT3, FT4 და TSH და თირეოიდული ანტისხეულების Anti TG; Anti TPO  ერთდროული შესწავლა ანუ სრული თირეოიდული  პროფილი – ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური პროფილი.

როდის ჩავიტაროთ სრული თირეოიდული პროფილი?

შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული  ფუნქციის ნიშნები:

  • წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
  • აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
  • ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
  • კანკალი
  • უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
  • თვალების წინ წამოწევა
  • ხშირი შარდვა ან დიარეა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნიშნებს:

  • წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
  • გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
  • ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
  • დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
  • ყაბზობა
  • წარბების გათხელება ან თმის ცვენა
  • სიცივის მუდმივი შეგრძნება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების არსებობა სისხლით ნათესავებში;

ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევისას პათოლოგიური კერების აღმოჩენისას.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე  ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის უცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

სრული თირეოიდული პროფილი III – 115 ლარი, ნაცვლად 170 ლარისა

Call Now Button