ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ძუძუს კიბო | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ძუძუსკიბო

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგია, რომლის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი უჯრედებში გენეტიკური მუტაციებია.

დაავადება ყველაზე ხშირად 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებში გვხვდება, თუმცა შეიძლება განვითარდეს როგორც ახალგაზრდა ქალებში, ისე მამაკაცებშიც. სიმპტომები მრავალფეროვანია და შესაძლოა მოიცავდეს კვანძის ან სიმაგრის წარმოქმნას, კანის გასქელებას, ძუძუს ფორმის ცვლილებებს ან ძუძუსთავიდან გამონადენს.

ძუძუს კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდებია ქირურგიული ჩარევა, სხივური თერაპია და მედიკამენტური მკურნალობა.

რაარისძუძუსკიბო?

ძუძუს კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ჯანმრთელი სარძევე ჯირკვლის უჯრედები პათოლოგიურ ცვლილებებს განიცდის, უკონტროლოდ მრავლდება და სიმსივნეს წარმოქმნის.

ძუძუს სიმსივნეების უმრავლესობა კარცინომაა, რომელიც იწყება რძის სადინრებში  ან რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში (ლობულებში). შემთხვევათა დიდი ნაწილი ინვაზიურია, რაც ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს მიმდებარე ქსოვილებსა და სხეულის სხვა ორგანოებში.

ძუძუს კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. სტატისტიკის მიხედვით, სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით ყოველი მერვე ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით იშვიათია, დაავადება მამაკაცებშიც გვხვდება.

ძუძუსკიბოსტიპები

ძუძუს კიბოს რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს. დაავადების ტიპის განსაზღვრა მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევისთვის მნიშვნელოვანია.

ინვაზიურისადინრისკარცინომა (IDC)

იწყება რძის სადინრებში და შემდგომ ვრცელდება მიმდებარე სარძევე ქსოვილში. ეს ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ინვაზიურილობულურიკარცინომა (ILC)

იწყება რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში (ლობულებში) და ხშირად ვრცელდება მეზობელ ქსოვილებზე. გავრცელების სიხშირით მეორე ადგილს იკავებს.

სადინრისკარცინომა in situ (DCIS)

ეს ფორმაც რძის სადინრებში ვითარდება, თუმცა არ სცდება მათ ფარგლებს. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში მისი მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია.

ძუძუსკიბოსიშვიათიფორმები

ანთებითიძუძუსკიბო (Inflammatory Breast Cancer, IBC)

ძალიან აგრესიული და სწრაფად პროგრესირებადი ფორმაა, რომელიც ხშირად ძუძუს კანზე გამონაყარის ან ანთების მსგავსად ვლინდება.

ძუძუსპაჯეტისდაავადება

ეს იშვიათი ონკოლოგიური დაავადება აზიანებს ძუძუს თავსა და არეოლას. გარეგნულად შესაძლოა ეგზემას ან კანის გამონაყარს ჰგავდეს.

მოლეკულურირეცეპტორულიქვეტიპები

დიაგნოსტირების პროცესში პათოლოგები სწავლობენ სიმსივნურ უჯრედებზე  რეცეპტორების არსებობას. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ჰორმონი ან ზრდის ფაქტორი ხელს უწყობს სიმსივნის ზრდას.

ER-დადებითი (ER+) – სიმსივნურ უჯრედებზე აღმოჩენილია ესტროგენის რეცეპტორები

PR-დადებითი (PR+) – სიმსივნურ უჯრედებზე აღმოჩენილია პროგესტერონის რეცეპტორები

HR-დადებითი (HR+) – ერთდროულად არსებობს ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორები

HER2-დადებითი (HER2+) – სიმსივნური უჯრედები დიდი რაოდენობით წარმოქმნის HER2 ცილას, რომელიც ხელს უწყობს მათ სწრაფ ზრდას

სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბო (Triple-Negative Breast Cancer, TNBC) – ამ ტიპის სიმსივნეში არ გვხვდება არც ჰორმონული რეცეპტორები და არც HER2 ცილის ზედმეტი ექსპრესია. დაავადება ხშირად უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება.

ქვეტიპის განსაზღვრა მკურნალობის დაგეგმვისთვის გადამწყვეტია. მაგალითად, ჰორმონოთერაპია ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნურ უჯრედებს შესაბამისი ჰორმონული რეცეპტორები აქვთ.

ძუძუსკიბოსსიმპტომები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძუძუს ყოველი კვანძი კიბოს არ ნიშნავს. ზოგიერთი ცვლილება კეთილთვისებიანი პროცესებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ზოგ შემთხვევაში კი დაავადების ერთადერთი ნიშანი მამოგრაფიაზე აღმოჩენილი საეჭვო ცვლილებაა.

სწორედ ამიტომ სკრინინგული მამოგრაფია ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

შესაძლო სიმპტომები

  • ძუძუს ზომის ან ფორმის ცვლილება
  • ახალი კვანძის ან სიმაგრის გაჩენა
  • ძუძუს ან იღლიის არეში გასქელებული უბნის არსებობა
  • კანის ზედაპირის „ფორთოხლის ქერქის“ მსგავსი ცვლილება
  • კანის სიწითლე ან გამუქება
  • ძუძუსთავიდან სისხლიანი ან გამჭვირვალე გამონადენი
  • ძუძუსთავის ჩაზნექა
  • ძუძუს ან იღლიის მიდამოში მუდმივი დისკომფორტი

ძუძუს კიბოს ერთი კონკრეტული ნიშანი არ აქვს. ამიტომ ნებისმიერი საეჭვო ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ძუძუსკიბოსგამომწვევიმიზეზები

ძუძუს კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც სარძევე ჯირკვლის უჯრედების გენეტიკურ მასალაში მუტაციები ჩნდება. დაზიანებული უჯრედები კარგავს ნორმალური ზრდისა და დაყოფის კონტროლს, იწყებს უკონტროლო გამრავლებას და სიმსივნეს წარმოქმნის.

მუტაციების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ერთდროულად თამაშობს როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობა, ისე გარემო ფაქტორები.

რისკ-ფაქტორები

ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ზრდის:

  • ასაკი, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ
  • მდედრობითი სქესი
  • ოჯახური ანამნეზი
  • BRCA1 და BRCA2 გენების მემკვიდრეობითი მუტაციები
  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება
  • სიმსუქნე, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში
  • წარსულში ჩატარებული სხივური თერაპია გულმკერდის არეში
  • ესტროგენისა და პროგესტერონის ხანგრძლივი ზემოქმედება

დიაგნოსტიკადაკვლევები

ძუძუს კიბოს დიაგნოსტირებისთვის  სხვადასხვა კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები გამოიყენება

ძუძუსფიზიკურიგასინჯვა

ექიმი აფასებს ძუძუს ფორმას, ზომას, კანისა და ძუძუსთავის მდგომარეობას. ასევე ატარებს პალპაციას (ხელით გასინჯვას) ძუძუსა და იღლიის არეში, რათა გამოავლინოს შესაძლო კვანძები, გასქელებული უბნები ან სხვა პათოლოგიური ცვლილებები.

სხივურიდავიზუალიზაციისკვლევები

ვიზუალიზაციის მეთოდები მნიშვნელოვანია  საეჭვო უბნების აღმოჩენისა და შეფასებისთვის:

  • მამოგრაფია
  • ძუძუს ულტრაბგერითი კვლევა
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

აღნიშნული კვლევები საშუალებას იძლევა გამოირიცხოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, მაგალითად კისტები.

ძუძუსბიოფსია

ბიოფსია ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

პროცედურის დროს  სპეციალური ნემსის საშუალებით  ხდება ქსოვილის ნიმუშის აღება საეჭვო უბნიდან. მიღებული მასალა მიკროსკოპულად შეისწავლება, რათა დადგინდეს:

  • შეიცავს თუ არა კიბოს უჯრედებს
  • რა ტიპის სიმსივნეა
  • რომელი ჰორმონული ან მოლეკულური რეცეპტორებია წარმოდგენილი სიმსივნურ უჯრედებზე

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიოფსიასიმსივნისგავრცელებასარიწვევს და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელ კვლევას წარმოადგენს.

 

ძუძუსკიბოსსტადიები

ონკოლოგიური დაავადების სტადიის განსაზღვრა მკურნალობის დაგეგმვისა და პროგნოზის შეფასების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველაზე ფართოდ გამოიყენება TNMსისტემა, რომელიც ითვალისწინებს:

  • სიმსივნის ზომას (T)
  • ლიმფური კვანძების ჩართულობას (N)
  • შორეული მეტასტაზების არსებობას (M)

ამ მონაცემებზე დაყრდნობით ძუძუს კიბო კლასიფიცირდება 0-დან IV სტადიამდე.

0სტადია

სიმსივნური პროცესი არ სცდება რძის სადინრებს და არ გავრცელებულა მიმდებარე ქსოვილებში. დაავადების ეს ფორმა თითქმის ყოველთვის განკურნებადია.

Iსტადია

სიმსივნე მცირე ზომისაა, ჩვეულებრივ 2 სმ-ზე ნაკლები. შესაძლოა გამოვლინდეს  უჯრედული წარმონაქმნი იღლიის ლიმფურ კვანძებში.

IIსტადია

სიმსივნის ზომა ჩვეულებრივ 2-5 სმ-ის ფარგლებშია. შესაძლოა ახლომდებარე ლიმფური კვანძების დაზიანება არსებობდეს ან არ არსებობდეს.

IIIსტადია

სიმსივნური პროცესი გავრცელებულია როგორც ძუძუს ქსოვილში, ისე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში.

IVსტადია

კიბო გავრცელებულია სხეულის სხვა ორგანოებში, მაგალითად:

  • ძვლებში
  • ღვიძლში
  • ფილტვებში
  • თავის ტვინში

ამ მდგომარეობას მეტასტაზურიძუძუსკიბო ეწოდება და მკურნალობა შედარებით რთულია.

 

დამატებითიპროგნოსტიკურიფაქტორები

სტადიის გარდა, ფასდება სიმსივნის სხვა მახასიათებლებიც:

სიმსივნისხარისხი (Grade)

ასახავს, რამდენად განსხვავდება სიმსივნური უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან. რაც უფრო მეტადაა შეცვლილი უჯრედები, მით უფრო აგრესიული შეიძლება იყოს სიმსივნე.

ჰორმონულირეცეპტორებისსტატუსი

დგინდება, აქვს თუ არა სიმსივნურ უჯრედებს:

  • ესტროგენის რეცეპტორები (ER)
  • პროგესტერონის რეცეპტორები (PR)

HER2სტატუსი

ფასდება HER2 (ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2)  ცილის ექსპრესიის დონე სიმსივნურ უჯრედებში.

აღნიშნული ბიოლოგიური მახასიათებლები ასევე გავლენას ახდენს პროგნოზსა და მკურნალობის არჩევანზე. მაგალითად, ER-დადებითი სიმსივნეები ხშირად უკეთეს პროგნოზთან ასოცირდება, ვიდრე მსგავსი სტადიის, მაგრამ ჰორმონული რეცეპტორების გარეშე არსებული სიმსივნეები.

ძუძუსადაგინეკოლოგიურიმემკვიდრულისიმსივნეებისგენეტიკურიდიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს მემკვიდრეობითი გენური ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ძუძუს, საკვერცხის, ენდომეტრიუმისა და სხვა გინეკოლოგიური სიმსივნეების განვითარების მომატებულ რისკთან.

კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომელთა ოჯახურ ანამნეზში ფიქსირდება სიმსივნური დაავადებების შემთხვევები ან დაავადება განვითარებულია ახალგაზრდა ასაკში. გენეტიკური ტესტირება ხელს უწყობს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას.

ყველაზე ხშირად კვლევა მოიცავს BRCA1, BRCA2 და სხვა კლინიკურად მნიშვნელოვან გენებს, რომლებიც ასოცირებულია  ძუძუსა და გინეკოლოგიურ მემკვიდრულ სიმსივნურ სინდრომებთან.

 

მკურნალობა

ძუძუს კიბოს მკურნალობის მიზანია კიბოს უჯრედების მაქსიმალური ელიმინაცია. მკურნალობის ტაქტიკა ძირითადად განისაზღვრება სიმსივნის ტიპის, ხარისხის, ჰორმონული რეცეპტორების სტატუსი, მეტასტაზების გავრცელების  და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

 

როდისუნდამიმართოთექიმს?

ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიმჩნევა ძუძუს კანზე, ან შესაძლებელია ისინჯებოდეს ხელით, რომლებიც არ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში, აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუში აღმოჩენილი წარმონაქმნების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მხოლოდ კლინიკური შეფასებისა და შესაბამისი კვლევების მეშვეობით არის შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დადგენა.

დროული მიმართვა მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობას.

 

 

 

სინევო“ გთავაზობთ  მემკვიდრული სიმსივნეების გენეტიკური კვლევების და   სიმსივნის  მარკერების  ფართო დიაპაზონს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/3986-breast-cancer

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/breast-cancer/symptoms-causes/syc-20352470

Call Now Button