ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე
თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე

თანხმობის ფორმა*

თანხმობის ფორმა*

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თანხმობის გაცემით, სამედიცინო მომსახურების გაწევის, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის, ხარისხის გაუმჯობესებისა და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით შპს სინევო საქართველოს (შემდეგში "კომპანია") ვანიჭებ უფლებას შემდეგზე:
1. დაამუშაოს პაციენტის და მისი მკურნალობის, ასევე შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მოქმედი წარმომადგენლის ან/და მისი მარწმუნებლის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის (ავტომატური და/ან ნახევრად ავტომატური დამუშავების) გამოყენებით, როგორც კომპანიის უშუალო თანამშრომლების/პერსონალის, ისე - მოწვეული სამედიცინო პერსონალის და ასევე, კონტრაქტორების მეშვეობით, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ პაციენტისათვის მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის გაწევასთან და/ან ხარისხიანი მომსახურების მიღებასთან (მაგ.: პაციენტის მომსახურე სადაზღვევო კომპანია, მკურნალი ექიმი/სამედიცინო დაწესებულება და სხვა).
2. მომსახურების გაწევის მიზნებისთვის დაამუშაოს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
1. მონაცემთა სუბიექტის სახელი/გვარი და პირადი ნომერი;
2. პირადობის მოწმობის ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;
3. ტელეფონის/მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
4. აუდიო და ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. საბანკო ბარათით სერვისების შეძენის შემთხვევაში ღირებულების გადახდის ოპერაციები, პლასტიკური ბარათის ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ტრანზაქციის რიგითი ნომერი;
6. სამედიცინო ისტორია (ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექიმთან ვიზიტის, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, წარსულში გადატანილი დაავადებების, ლაბორატორიული კვლევის შედეგების, სამედიცინო მომსახურების ხარჯების (კალკულაცია), რეცეპტები, მედიკამენტები და სხვა;
7. იმ პირის მონაცემები, რომლისთვისაც მსურს ლაბორატორიული ანალიზების სახლში გამოძახება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, სქესი და ელ. ფოსტა);
8. გადაუდებელი აუცილებლობის ან/და დამატებით ინფორმაციის ნებაყოფლობით წარდგენის შემთხვევაში:
8.1. რეგისტრირებული ან/და ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი;
8.2. დემოგრაფიული მონაცემები (სქესი და დაბადების თარიღი);
8.3. დაზღვევის მონაცემები (სადაზღვევო კომპანიის სახელი, პოლისისა და მიმართვის მონაცემები, საგარანტიო წერილი, სადაზღვევო გეგმა და სადაზღვევო პროექტი);
8.4. ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება პაციენტს და რითიც შესაძლებელია იდენტიფიცირება, დახასიათება ან/და სხვა კლიენტებთან მისი დაჯგუფება მხოლოდ სტატისტიკის წარმოების მიზნით;
8.5. ასევე დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ნებაყოფლობით მოგაწვდით (როგორებიცაა: ფოტო, სიმაღლე, წონა, ალერგიები, სისხლის ჯგუფი და სხვა).
3. სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და კომპანიის სხვა პროვაიდერებმა (რომელთა მომსახურების მიღებასაც თავად ავირჩევ), დაამუშაონ და ერთმანეთს გაუზიარონ ის პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება/გაზიარებაც აუცილებელია სერვისების გასაწევად;
4. საჭიროების შემთხვევაში გადააგზავნოს ჩემი მონაცემები საზღვარგარეთ მდებარე მის პარტნიორ ლაბორატორიებში;
5. აღნიშნული მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობითა და ფარგლებში, რაც აუცილებელია კონკრეტული მომსახურების ჯეროვნად გასაწევად.

დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ინფორმაცია: შპს „სინევო საქართველო“ (ს/კ: 204525736)
იურიდიული მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; ელფოსტა: info@synevo.ge; ტელ.: +995 32 2800111

ehr.moh.gov.ge*

ehr.moh.gov.ge*

კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემები ფიქსირდება ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ehr.moh.gov.ge. აღნიშნული მონაცემები (სამედიცინო ისტორია) ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიზნით იმ ექიმ(ებ)ისთვის ვინც გამიწევს სამედიცინო მომსახურებას. მიმდინარე სამედიცინო მომსახურების ეპიზოდის სტატუსს ვირჩევ:

მარკეტინგული შეტყობინებები*

მარკეტინგული შეტყობინებები*

მონიშვნით ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვისაც, კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში და წესით.

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიტოვეთ კომენტარი

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიტოვეთ კომენტარი

Call Now Button