ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
მონოკლონური გამოპათია ანუ პარაპროტეინემია, სისხლში მიელომური ცილის, ანუ მონოკლონური გამა გლობულინის სიჭარბეა. გამოპათიების მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის. გამოპათიებს ახასიათებს ანტისხეულების სინთეზში მონაწილე უჯრედების – პლაზმური უჯრდების უკონტროლო გამრავლება და სტრუქტურული ცილების მსგავსი გამაგლობულინების ჭარბი სინთეზი.
მონოკლონურ გამოპათიებს მიეკუთვნება: მრავლობითი მიელომა, მსუბუქი ჯაჭვების მრავლობითი მიელომა, ვალდენსტრომის მაკროგლობულინემია, არამასეკრეტებელი მიელომა, ნელა მზარდი მრავლობითი მიელომა, გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია, პირველადი სისტემური ამილოიდოზი და მსუბუქი ჯაჭვების დაგროვების დაავადება.
იმუნოგლობულინის მოლეკულები ორი იდენტური მძიმე (α, δ, ε, γ or μ) და მსუბუქი (κ და λ) ჯაჭვისგან შედგება. თითოეული მსუბუქი ჯაჭვი კოვალენტური ბმით უკავშირდება მძიმე ჯაჭვს. ასევე თითოეული მძიმე ჯაჭვი კოვალენტურ ბმაშია ერთმანეთთან.
ჯანმრთელ ადამიანებში მსუბუქი ჯაჭვების უმეტესობა შეკავშირებულ ფორმაშია. შრატში თავისუფალი კაპა ჯაჭვები ძირითადად მონომერის სახითაა, ხოლო თავისუფალი ლამბდა ჯაჭვები შეკავშირებულია ცილასთან დიმერის სახით, 45კდა მოლეკულური წონით. ეს განაპირობებს განსხვავებულ ფილტრაციას თირკმლის მილაკებში.
როგორც წესი მსუბუქი ჯაჭვები იფილთრება თირკმლის გლომერულებში და რეაბსორბირდება (უკუშეიწოვება) პროქსიმალურ მილაკებში, რის გამოც მათი კონცენტრაცია შარდში ძალიან დაბალია. თუმცა, მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვების გამომუშავება შესაძლოა აღემატებოდეს მისი უკუშეწოვის შესაძლებლობას, თირკმლის მიერ, რის გამოც მსუბუქი ჯაჭვები ჩნდება შარდში. შარდის მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვების აღმოჩენა მიელომური დაავადების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია 1847 წლიდან, როდესაც ეს პროცესი აღწერა ბენს ჯონსმა (Dr. H Bence Jonce).
მონოკლონური გამოპათიის ანუ პლაზმურუჯრედოვანი დარღვევის გამოვლენისთვის აუცილებელია ცილის ელექტრო და იმუნოელექტროფორეზი როგორც შარდში, ისე სისხლის პლაზმაში. თუმცა, მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვების დაავადებას და სხვა პათოლოგიებს, არ ახასიათებთ ხშირად პლაზმის მონოკლონური ცილების დონის მატება
უახლესი კვლევების თანახმად, თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვების გამოვლენა შრატში პაციენტის მდგომარეობის უკეთ მართვის შესაძლებლობას იძლევა, სხვა კვლევებთან შედარებით, კერძოდ:
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
კაპა κ თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვები : 3.3-19.4 მგ/ლ
ლამბდა λ თავისუფალი მსუბუქი ჯაწვები : 5.7-26.3 მგ/ლ
კაპა/ლამბდა თანაფარდობა κ:λ – 0.26 -1.65
თუ შრატში კაპა κ და ლამბდა λ მსუბუქი ჯაჭვები და მათი თანაფარდობა κ:λ ნორმის ფარგლებშია და ელექტროფორეზი მონოკლონურ კომპონენტს არ აჩვენებს, დიდი ალბათობით მონოკლონური გამოპათიის დიაგნოზი გამორიცხულია
κ:λ თანაფარდობის ცვლილება მიუთითებს მონოკლონურ გამოპათიაზე, თუმცა ქსოვილოვანი ბიოფსია აუცილებელია დიაგნოზის დასადასტურებლად.
მაჩვენებლების მომატება ნორმის ზედა ზღვრამდე შესაძლოა თირკმლის უკმარისობაზე მიუთითებდეს და საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციური ტესტების ჩატარება.
κ-ტიპის და λ-ტიპის მსუბუქი ჯაჭვების შემცირება სისხლის შრატში – ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს.
κ ან λ მსუბუქი ჯაჭვების მაჩვენებლის მატება, k:λ თანაფარდობის დარღვევის გარეშეგამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:
κ და λ მსუბუქი ჯაჭვების მაჩვენებლის მატება, k:λ თანაფარდობის პათოლოგიური მნიშვნელობებით, მიუთიტებს გამოპათიისა და თირკმლის უკმარისობის კომბინაციაზე.
მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვების რაოდენობრივი შეფასება მნიშვნელოვანია გამოპათიების პროგრესირების შესაფასებლად. თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვების რაოდენობრივი ცვლილებები ასახავს მონოკლონური პლაზმური უჯრედების ზომების ცვლილებებს.
სისხლის შრატში და შარდში მონოკლონური ცილების გამოვლენა როგორც წესი ავთვისებიან პათოლოგიაზე მიუთითებს, თუმცა, მონოკლონური კომპონენტები შეიძლება შეგვხვდეს როგორც ჯანმრთელ პირებში, ისე კეთილთვისებიანი პათოლოგიების დროსაც.
მრავლობითი მიელომით პაციენტთა 99%-ში აღინიშნება მონოკლონური ცილის მატება სისხლში ან შარდში.
ვალდენსტრომის დაავადებას ახასიათებს შრატში IgM მონოკლონური ცილის აუცილებელი არსებობა.
მრავლობითი მიელომით და ვალდენსტრომის დაავადებით პაციენტთა 75%-ს აღენიშნება მონოკლონური მსუბუქი ჯაჭვის – ბენს ჯონსის ცილის არსებობა შარდში.
მრავლობითი მიელომისა და ამილოიდოზის შემთხვევებში ტიპურია – შარდში თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვებისა და მძიმე ჯაჭვების ფრაგმენტების აღმოჩენა.
პოლიკლონური თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს ისეთ აუტოიმუნურ დაავადებებს, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა.
კაპა
(κ) |
ლამბდა
(λ) |
κ:λ თანაფარდობა | ინტერპრეტაცია |
ნორმა | ნორმა | ნორმა | ნორმალური შრატი |
შემცირებული | შემცირებული | ნორმა | ძვლის ტვინის დათრგუნვა, გამოპათიის გარეშე |
მომატებული | მონოკლონური გამოპათია ძვლის ტვინის დათრგუნვით | ||
შემცირებული | |||
ნორმა | ნორმა | ძვლის ტვინის დათრგუნვა | |
შემცირებული | მონოკლონური გამოპათია ძვლის ტვინის დათრგუნვასთან ერთად | ||
მომატებული | შემცირებული | ||
ნორმა | შემცირებული | მომატებული | მონოკლონური გამოპათია ძვლის ტვინის დათრგუნვასთან ერთად |
ნორმა | ძვლის ტვინის დათრგუნვა | ||
ნორმა | მომატებული | მონოკლონური გამოპათია ძვლის ტვინის დათრგუნვასთან ერთად | |
შემცირებული | |||
მომატებული | Normal | პოლიკლონური იმუნოგლობულინები ან თირკმლის დისფუნქცია | |
შემცირებული | მონოკლონური გამოპათია ძვლის ტვინის დათრგუნვის გარეშე | ||
მომატებული | შემცირებული | მომატებული | მონოკლონური გამოპათია ძვლის ტვინის დათრგუნვასთან ერთად |
ნორმა | მომატებული | monoclonal gammopathy without marrow suppression | |
ნორმა | პოლიკლონური იმუნოგლობულინები ან თირკმლის უკმარისობა | ||
მომატებული | ნორმა | ||
მომატებული | მონოკლონური გამოპათია თირკმლის დისფუნქციასთან ერთად | ||
შემცირებული |
კაპა და ლამბდა მსუბუქი ჯაჭვების კონცენტრაციის მატება შესაძლოა განვითარდეს პოლიკლონური ჰიპერგამაგლობულინემიის ან თირკმლის ფუნქციური უკმარისობის დროს.
ზომიერმა ან გამოხატულმა ლიპემიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს კვლევის ჩატარებას ან გავლენა იქონიოს მაჩვენებლებზე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია