სარჩევი
ზრდასრული ადამიანის სხეული დაახლოებით 5 ლიტრ სისხლს შეიცავს, რომელიც შედგება სისხლის თხევადი ნაწილის, ანუ პლაზმის და სისხლის უჯრედების: ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტებისგან.
ადამიანის სისხლი უნიკალურია, რადგან ის არაერთ მეტალს, მინერალს და ასევე საკვებ ნივთიერებას და ჟანგბადს შეიცავს. მისი მეშვეობით გამოიყოფა ორგანიზმიდან ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტები. სისხლი უზრუნველყოფს ანტისხეულების ტრანსპორტს დაზიანების უბანში, თრომბის წარმოქმნას სისხლდენის შესაჩერებლად. ფაქტორები, რომლებიც აზოანებს სისხლის ნორმალურ ფუნქციონირებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
სისხლის დაავადებები
სისხლის სისტემის დარღვევები მდგომარეობებია, რომლებიც აზიანებს ერითროციტებს, ლეიკოციტებს, თრომბოციტებს ან სისხლის თხევად ნაწილს – პლაზმას. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სისხლის რომელ კომპონენტებს მოიცავს დარღვევები.
ერითროციტები – სისხლის წითელი უჯრედები
სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები ვითარდება ერითროციტების სინთეზის ან ფუნქციის დარღვევის დროს. ერითროციტები წარმოიქმნება ძვლის ტვინში და სისხლის ერთერთი უმთავრესი კომპონენტია. მათი ძირითადი ფუნქციაა ფილტვებიდან ქსოვილებისაკენ ჟანგბადის ტრანსპორტირება და პირიქით, ქსოვილებიდან ნახშირორჟანგის გადატანა ფილტვებში და გამოთავისუფლება.
სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების კლასიფიკაცია ეფუძნება სტრუქტურულ დარღვევებს. ჰემოგლობინოპათიები, მემკვიდრული დაავადებების ჯგუფია, რომელიც აზიანებს ძირითადად ჰემოგლობინს. ჰემოგლობინი რკინის შემცველი ცილაა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლით ჯანგბადის ტრანსპორტირებას და ასევე სისხლის წითელ ფერს. ჰემოგლობინოპათიებს ეკუთვნის: რკინადეფიციტური ანემია, ნამგლისებრ-უჯრედული ანემია, თალასემიები (ალფა და ბეტა). დარღვევების სხვა ტიპები ციტოჩონჩხის პათოლოგიებითაა გამოწვეული, როგორებიცაა: მემკვიდრული სფეროციტოზი და ელიფსოციტოზი. ეს პათოლოგიები არღვევს ერითროციტის მემბრანის განვლადობას. ენზიმოპათიები დარღვევათა ჯგუფია, რომლის დორსაც ირღვევა ერითროციტის ზოგიერთი ფერმენტის წარმოქმნა ან აქტივობა: გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, პირუვატკინაზას დეფიციტი და სხვა.
ერითროციტების პათოლოგიების სიმპტომები
ერითროციტების დარღვევების გამოვლინებების მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ დარღვევათა უმეტესობა მსაგვსი სიმპტომებით ხასიათდება: საერთო სისუსტე, კუნთური სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ამ სიმპტომების მიზეზი ჰემოგლობინის და მასთან დაკავშირებული ჟანგბადის დეფიციტია.
ერითროციტების პათოლოგიების მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია განვითარებული დარრვევის ტიპზე. რკინა და B12 დეფიციტური ანემიების დროს დანამატის სახით მიირება ეს ნივთიერებები.
სისხლის თეთრი უჯრედები – ლეიკოციტები
ლეიკოციტების ანუ სისხლის თეთრი უჯრედების პთოლოგიები მათი წარმოქმნისა და ფუნქციის დარღვევებს აერთიანებს. ლეიკოციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება და გვხვდება სისხლსა და ლიმფაში. ისინი ასევე იმუნური სისტემის ნაწილია და სხვადასხვა ტიპის უჯრედებითაა წარმოდგენილი. ნეიტროფილები ამოიცნობს და ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს და ორგანიზმისთვის უცხო აგენტებს. ლიმფოციტები ვირუსიებისგან იცავს ორგანიზმს და წარმოქმნის ცილოვანი ბუნების ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვის ინფექციებს. ეოზინოფილები აღმოაჩენს და ანადგურებს პარაზიტებს და სიმსივნურ უჯრედებს. ბაზოფილები ალერგიულ რეაქციებშია ჩართული. მონოციტები გარს ერტყმის და აუვნებლებს მიკროორგანიზმებს და მკვდარ უჯრედებს.
სისხლის თეთრი უჯრედების დარღვევები იყოფა ლეიკოციტოზებად – ლეიკოციტების გამრავლებით და ლეიკოპენიებად. ლეიკოციტოზის დროს სისხლში ცირკულირებს ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა – ორგანიზმში ინფექციური აგენტის მოხვედრის საპასუხოდ. ლეიკოპენია მდგომარეობაა როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა შემცირებულია – ამა თუ იმ დაავადების, მედიკამენტების, აუტოიმუნური პროცესების, ძვლის ტვინის დაავადებების და სხვა ფაქტორების ზეგავლენით.
ლეიკოციტური პათოლოგიების სიმპტომები
ლეიკოციტური დარღვევებით მიმდინარე პროცესებს ახასიათებს სისუსტე, ცხელება, წონის კლება. ქრონიკული მდგომარეობებს, როგორებიცაა: ინვაზიური ინფექციები, კანისა და სხვა ქსოვილების აბსცესები, შესაძლოა ახლდეს სუნთქვის უკმარისობა, მადის დაქვეითება. სიმპტომების უმეტესობა გამოწვეულია ლეიკოციტების და იმუნური სისტემის დამცველობითი ფუნქციების მოშლით, რაც დამაზიანებელ გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმზე.
ლეიკოციტური პათოლოგიების მკურნალობა
მკურნალობის სქემა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე. ლეიკოციტური დარღვევებით მიმდინარე პროცესების ტიპური მკურნალობაა ანტიბიოტიკოთერაპია, რაც ეხმარება იმუნურ სისტემას ინფექციურ აგენტებთან ბრძოლაში. გამოიყენება ძვლის ტვინის სტიმულაციის მეთოდებიც.
თრომბოციტები
თრომბოციტები სისხლის მცირე ზომის ფრაგმენტებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება და უზრუნველყოფს სისხლის შედედებას – რაც სისხლდენის შეჩერების მექანიზმია. თრომბოციტული დარღვევები გამოიხატება სისხლის შედედების პათოლოგიებში.
თრომბოციტული პათოლოგიების სიმპტომები
თუ თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრად არ არის ნორმისგან განსხვავებული, შესაძლებელია დარღვევის კლინიკური ნიშნები არც გამოვლინდეს.
თრომბოციტოპენია – თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება – იწვევს კანის და ლორწოვანების დაზიანებებისადმი მიდრეკილებას, სისხლდენებს ცხვირიდან, შარდსა და განავალში სისხლის მინარევის არსებობას, სისუსტეს და სხვა. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა არაკონტროლირებადი სისხლდენების განვითარება, რაც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
თრომბოციტოზის – სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მომატების – სიმპტომებია: თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე. ყველაზე მნისვნელოვანი სიმპტომია – სისხლის თრომბების წარმოქმნა, რასაც შესაძლოა მოყვეს სისხლძარღვის ობსტრუქცია (დახშობა) და სისხლის ნაკადის შეფერხება.
თრომბოციტული დარღვევების მკურნალობა
თრომბოციტული დარღვევების მკურნალობა დამოკიდებულია პათოლოგიის ტიპზე – მომატებულია თუ შემცირებული სისხლში თრომბოციტების რაოდენობა. მკურნალობა როგორც მედიკამენტურია, ასევე მოიცავს პლაზმის ან/და თრომბოციტული მასის გადასხმას, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას და სხვა.
სისხლის პლაზმა
პლაზმა, სისხლის თხევადი ნაწილია და მისი მთლიანი მოცულობის 55% შეადგენს. პლაზმის 92%-ს შეადგენს წყალი.. ის ისეთივე მნიშვნელოვანი სუბსტანციაა, როგორც სისხლის უჯრედები, რადგან მასში შეწონილია ნუტრიენტები, მიკროელემენტები, ცილები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. პლაზმის საშუალებით გამოიყოფა უჯრედებიდან და ქსოვილებიდან ცხოველქმედების პროდუქტები.
არსებობს სისხლის ისეთი დაავადებები, რომლებიც აფერხებს სისხლის პლაზმის ფუნქციონირებას. ასეთებია: ჰემოფილია A და B და ფონ-ვილებრანდის დაავადება. ამ პათოლოგიების დროს დარღვეულია სისხლის შედედების უნარი, ღრმა ვენების თრომბოზი, მიელომური დაავადება და სხვა.
სისხლის პლაზმის პათოლოგიების სიმპტომები
ტკივილი ძვლებში, სისხლდენები კანიდან და ლორწოვანიდან, არითმიები, იმუნური სისტემის დარღვევები.
სისხლის პლაზმის პათოლოგიების მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და განვითარებულ სიმპტომებზე.
როგორ დიაგნოსტირდება სისხლის პათოლოგიები?
სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ანამნეზურ, კლინიკურ და ობიექტურ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც იგეგმება ლაბორატორიული ტესტები.
- სისხლის საერთო ანალიზი საბაზისო კვლევაა, რომელიც ფართოდ ინიშნება სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკაში და ზოგად წარმოდგენას გვაძლევს როგორც ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის, ისე სისხლის კომპონენტების და მათი ფუნქციების შესახებ. ინფორმატიულია ისეთი პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ როგორებიცაა: ანემია, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები, სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, ლეიკემია.
- სისხლის ბიოქიმიური კვლევები აფასებს ელექტროლიტების, გლუკოზის, ლიპიდების, ღვიზლისა და თირკმლის ფუნქციების, ჰორმონების და სხვა მაჩვენებლებს. კვლევების საჭიროებას განსაზღვრავს დიაგნოზი, ან სიმპტომები.
- იმუნოლოგიური კვლევები: სისხლში სხვადასხვა კლასის ანტისხეულების მაჩვენებლების განსაზღვრა ინფექციური თუ აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის დროს.
- კოაგულაციური ტესტები იკვლევს სისხლის შედედებაში მონაწილე სხვადასვა კომპონენტებს და ფაქტორებს.
სისხლის ანალიზების ჩამონათვალი ბევრად ფართო და ყოვლისმომცველია. კვლევების მიმართულება განისაზღვრება სიმპტომების ხასიათით, დიაგნოზით, შესაძლო გართულებებით და სხვა.
სისხლის ზოგიერთი დაავადება გენეტიკური ხასიათისაა:
- ჰემოფილია A
- ჰემოფილია B
- ალფა-თალასემია
- ბეტა თალასემია
- ნამგლისებრ-უჯრედული ანემია
- ფანკონის ანემია
- ფონ-ვილებრანდის დაავადება
- მემკვიდრეობითი სფეროციტოზი
- და სხვა
სისხლის გენეტიკური დაავადებების მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ამ დაავადებების კლინიკური გამოვლინებები ხშირად ერთმანეთის მსგავსია და გენეტიკური ტესტირების გარეშე ზოგჯერ შეუძლებელია კონკრეტული დიაგნოზის გამოტანა.
სისხლის დაავადებების განვიტარება შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვა დაავადებებს, ზოგიერთ მედიკამენტს, კვების დეფიციტს და სხვა.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ როგორც ადგილობრივი, ისე გასაგზავნი კვლევების ფართო სპექტრს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://www.healthline.com/health/blood-tests