ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾175.00
ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის ინიცირებას გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებში, მარცვლოვნებში შემავალი გლუტენის საკვებად მიღება ახდენს,
ცელიაკიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში დაახლოებით 0.5% შეადგენს.
დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ადრეულ ასაკშიც (4-24 თვის ასაკში), თუმცა შემთხვევათა უმეტესობასი იწყება მოხრდილობისას.
დაავადების კლინიკური სურათი მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, მონელების დარღვევებს, წონის კლებას, გაღიზიანებული ნაწლავის სურათს და ა.შ.
ცელიაკიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარს აღენიშნება დაავადების უსიმპტომო, ან ატიპური ფორმა.
ცელიაკიის სეროლოგიური მარკერები ფართოდ გამოიყენება დაავადების სკრინინგისათვის.
ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა ქსოვილოვანი ენზიმია, რომელიც ცელიაკიის დაავადებასთან ასოცირებულ ანტიგენს წარმოადგენს. ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას მიმართ განვითარებული IgA და IgG ანტისხეულები ცელიაკიის სასკრინინგო სეროგოლიური მარკერებია.
იმუნოგლობულინი IgA იმუნური სისტემის ცილაა, რომელიც მონაწილეობს ბაქტერიების და ვირუსების განეიტრალებაში. ის წარმოიქმნება ლეიკოციტებში, კერძოდ B უჯრედებში და ტრანსპორტირდება ლორწოვან გარსებში: ნაწლავში, პირის ღრუს, სასუნთქი და შარდ-სასქესო ტრაქტის ლორწოვანებში.
ლორწოვან გარსებში არსებული IgA უზრუნველყოფს ადგილობრივ დაცვას როგორც პათოგენური ვირუსების და ბაქტერიებისგან, ისე ადგილობრივი მიკროფლორის გავლენისგან.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია, გარკვეული პერიოდის მანძილზე პაციენტმა მიიღოს გლუტენის შემცველი პროდუქტები, რათა განვითარდეს იმუნური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა არაინფორმატიულია.
IgA ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები:
უარყოფითი: <10 ერთეული/მლ
დადებითი: ≥ 10 ერთეული/მლ
IgG ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები:
Negative: <10 ერთეული/მლ
Positive: ≥ 10 ერთეული/მლ
IgA რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე. ასაკის მატებასთან ერთად ნორმის მაჩვენებლები იზრდება.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია