ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾100.00 Original price was: ₾100.00.₾90.00Current price is: ₾90.00.
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
Mycoplasma genitalium იწვევს საშარდე და სასქესო სისტემის ინფექციას, რომელიც მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ჯგუფს. ინფექციის გადაცემა ხდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის გზით.
Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით Mycoplasma genitalium-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.
Mycoplasma hominis მნიშვნელოვან როლს თამაშობს მენჯის ანტებითი დაავადებების განვიტარებაში. მისი გამოვლენა შესაძლებელია ამნიონურ (სანაყოფე) სითხეში ნაადრევი მშობიარობისას, ასევე აღმოჩენილია მშობიარობისშემდგომი ან აბორტისშემდგომი ცხელების დროს.
Mycoplasma hominis პრაქტიკულად არ გვხვდება სეპტიკური ართრიტის, პიელონეფრიტის, მუცლის ღრუსშიდა ინფექციების, ჭრილობის ინფექციების, ენდოკარდიტის, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციების და პლევრო-პნევმონიების დროს.
მიკოპლაზმური ინფექცია სქესობრივი კონტაქტით ვრცელდება. მამაკაცებში ის არაგონოკოკურ ურეთრიტს იწვევს. Mycoplasma hominis ზრდის საშვილოსნოს მილების შეხორცებების რისკს, რაც უშვილობის მიზეზია.
საკვლევ მასალაში გამოვლენილია Mycoplasma genitalium:
Mycoplasma genitalium არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.
საკვლევ მასალაში Mycoplasma genitalium არ ვლინდება:
Mycoplasma genitalium იწვევს საშარდე გზების ანთებით დაავადებებს – ურეთრიტს – მამაკაცებში და ქალებში და ცერვიციტს და ვაგინოზს ქალებში. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება.
სიმპტომები განსხვავდება მდგომარეობის მიხედვით:
ურეთრიტი – ტკივილი და წვა შარდვისას, ქავილი და გაღიზიანება, სიმძიმე სათესლე ჯირკვლებში (მამაკაცებში);
ცერვიციტი, ვაგინოზი – ვაგინალური გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, სისხლდენა რეგულარულ მენსტრუალურ პერიოდებს შორის;
მენჯის ანთებითი დაავადება – შეიძლება განვითარდეს ქალებში გენიტალური ინფექციების დროს. ჩივილები მოიცავს სიმძიმეს და ტკივილს მუცლისა და ზურგის ქვედა ნაწილში და ზოგჯერ ცხელებას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ერთდროულად ცერვიციტის და ვაგინოზის სიმპტომებთან ერთად. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ნაადრევი მშობიარობა და მუცლის მოშლა;
Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით Mycoplasma genitalium-ის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.
პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:
საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.
ნაცხის აღებამდე:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია