Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

როგორ ავირიდოთ თავიდან ძუძუს კიბო? | რეკომენდაციები

ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს ცნობადობის სინონიმია. ის ემსახურება ადრეული პრევენციისა და დაავადებულთა მხარდაჭერის კამპანიას.  ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ  რისკის შემცირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს სასიცოცხლო  მნიშვნელობა ენიჭება. 2023 წლის „ვარდისფერი ოქტომბრის“ სტრატეგიის ფარგლებში გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგვეხმარება ძუძუს კიბოს პრევენციაში.  ისეთი რისკ-ფაქტორის, როგორიცაა ოჯახური ანამნეზი –  პრევენცია შეუძლებელია, თუმცა ცხოვრების სტილის შეცვლას შეუძლია შეამციროს რისკ-ფაქტორების გავლენა.

 

შეუძლია კვების დაბალანსებულ რეჟიმს ძუძუს კიბოს პრევენცია?

დაბალანსებული და ნუტრიენტებით მდიდარი კვების რეჟიმი გადამწყვეტ როლს თამაშობს ძუძუს კიბოს პრევენციაში და რეციდივის რისკის შემცირებაში. გარდა ამისა, ჯანსაღი კვება ამცირებს დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის და მთელი რიგი ჰორმონული დარღვევების რისკს.

ალკოჰოლის მოხმარების შემცირება – პრევენციის ერთ-ერთი საფეხურია.

 

სიმსუქნე

ჭარბი წონა და სიმსუქნე ასოცირებულია ძუძუს კიბოს რისკთან, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ პერიოდში, როდესაც ადგილი აქვს ჰორმონულ დისბალანსს, რაც თავის მხრივ სიმისვნეების რისკ-ფაქტორს განეკუთვნება.

 

ფიზიკური აქტივობა

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჯანსაღ დიეტასთან ერტად ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობის და ჰორმონული დისბალანსის შემცირებას, რაც ძუძუს კიბოს პრევენციის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

 

ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა და კლინიკური სკრინინგი

ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა  და კლინიკური სკრინინგი  ის აუცილებელი რუტინაა, რაც დაავადების ადრეული გამოვლენის და დროული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. ყველა ქალმა, 20 წლიდან, თვეშ ერთჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს თვითგასინჯვა. გარდა ამისა,  აუცილებელია სკრინინგ ტესტების და მამოგრაფიის რეგულარული  ჩატარება 40 წლის ასაკიდან.

 

ჰორმონთერაპია და შობადობის კონტროლი

ჰორმონული პრეპარატების და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ზოგიერთი ჯგუფი, ძუძუს კიბოს გაზრდილ რისკთანაა ასოცირებული. ამ პრეპარატების დანიშვნის საკითხი ინდივიდუალური ისტორიისა და სამედიცინო საჭიროებების განხილვის საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

მნიშვნელოვანია ოჯახური ისტორიის ცოდნა, განსაკუთრებით რეციდივის რისკის შეფასებისას. დაავადების ოჯახური ანამნეზის არსებობისას აუცილებელია რისკების დროული და ადექვატური შეფასება და სკრინინგულ-პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

 

ვარდისფერი ოქტომბერი არამარტო ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა, არამედ აქტიური ქმედებისაც!

რესურსები

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/multiple-myeloma/symptoms-causes/syc-20353378

https://www.cancerresearchuk.org/about-cancer/myeloma/getting-diagnosed/tests/blood-tests

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button