ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
B9, B12, D ვიტამინების პროფილი – ინფორმატიულია ვიტამინების გამოკვლევა ისეთი პათოლოგიებისას, როგორებიცაა საერთო სისუსტე, დაღლილობა, გაღიზიანებადობა.
პროფილი მოიცავს შემდეგ 3 კვლევას:
ფოლიუმის მჟავა (B9)
(პტეროილმონოგლუტამინის მჟავა) არის ნივთიერება, რომლიდანაც წარმოიქმნება ფოლატები, მსგავსი სტრუქტურის მქონე ნაერთების ჯგუფი, რომელიც შედგება პტერიდინის რგოლისგან, პარაამინობენზოატის და ერთი ან მეტი გვერდითი გლუტამინური ჯაჭვისგან. პოლიგლუტამური ფორმები ჭარბობს უჯრედშიდა სივრცეში და უფრო ეფექტურია ფერმენტულ რეაქციებში. მეტაბოლურად აქტიური ფორმებია: 5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატი (ორგანიზმის ძირითადი ფორმა), 10-ფორმილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატი და ტეტრა-ჰიდრო-ფოლატი (რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ნახშირბადის ატომის დონორი/მიმღები, ამინომჟავების და ნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში, შესაბამისად დნმ-ის სინთეზში).
ფოლიუმის მჟავა (FA) არის B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი (B9), რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესებში. FA აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების დიფერენციაციისთვის, ძვლის ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უჯრედების გაყოფისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის სწორი განვითარებისთვის.
ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმი დაკავშირებულია ვიტამინ B12-თან: კობალამინი ჩართულია 5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის მონოგლუტამატის უჯრედულ ათვისებაში და უჯრედშიდა ტრანსფორმაციაში პოლიგლუტამატად.
მცენარეული ან ცხოველური საკვების უმეტესობა შეიცავს FA-ს, მაგრამ მისი დეფიციტი ყველაზე გავრცელებული B ავიტამინოზია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს არის დაუბალანსებელი დიეტის შედეგი, ახალი ხილისა და ბოსტნეულის ძალიან დაბალი შემცველობით. გარდა ამისა, ხანდაზმულმა ასაკმა, სხვადასხვა დაავადებებმა, სპეციფიურმა მედიკამენტებმა, როგორიცაა კოტრიმოქსაზოლი, შეიძლება გამოიწვიოს მალაბსორბცია და მასთან დაკავშირებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. FA-ის დაბალი დონე ორგანიზმში შეიძლება გამოწვეული იყოს: ალკოჰოლიზმით ან მისი ანტაგონისტებით, მალაბსორბციით (მაგალითად, ცელიაკიით), მასზე გაზრდილი მოთხოვნილებით (მაგალითად, ორსულობის, ანემიის ან ავთვისებიანი დაავადებების დროს).
საკვების ფოლატი არის პოლიგლუტამატი და საჭიროებს გარდაქმნას მონოგლუტამატად, რათა ორგანიზმში მოხდეს მისი შეწოვა, იგი არის ნაკლებად ბიოშეღწევადი სინთეზურ ფოლიუმის მჟავასთან შედარებით.
ფოლიუმის მჟავა შეიწოვება წვრილ ნაწლავში. შეწოვის შემდეგ საკვების ფოლატი და რეაბსორბირებული ნაღვლის ფოლატი გადადიან ცირკულაციაში, სადაც ისინი არასპეციფიურად და დაბალი აფინურობით უკავშირდებიან ალბუმინს; ერთი მესამედი ცირკულირებს თავისუფალ ფორმაში და მხოლოდ ძალიან მცირე ფრაქცია უკავშირდება უჯრედის მემბრანიდან მიღებულ ფოლატის შემბოჭველ ცილას; მოცირკულირე ფოლიუმის მონოგლუტამატი სწრაფად შეიწოვება უჯრედულ დონეზე ფოლიუმის რეცეპტორის მეშვეობით ან პასიური დიფუზიის გზით, გარდაიქმნება პოლიგლუტამატ ფოლატად ციტოზოლურ დონეზე და შემდეგ ტრანსპორტირდება ორგანელებში (უჯრედშიდა ფოლიუმის 35% გვხვდება მიტოქონდრიებში).
ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 5-10 მგ ფოლატს და უმეტესობა (50%) ინახება ღვიძლში. ექსკრეცია ხდება განავლით (მნიშვნელოვანია ენტერო-ჰეპატური გადამუშავება) და შარდით.
ფოლიუმის მჟავა სინთეზირდება აგრეთვე ნაწლავური ბაქტერიების მიერ.
ფოლიუმის მჟავის ნაკლებობისას ვლინდება შემდეგი კლინიკური სიმპტომები: სისუსტე, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის პრობლემები და მადის დაკარგვა, ლორწოვანი გარსების ანთება, ანემია და მძიმე ნევროლოგიური დარღვევები.
ორსულობის დროს, როდესაც მოთხოვნილება FA-ზე ორმაგდება, მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის განვითარების მძიმე პათოლოგიები (განსაკუთრებით ხერხემლისა და თავის ტვინის მანკები). ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას მიღებამ შეიძლება შეამციროს ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკი 85%-ით.
როგორც FA-ს, ასევე ვიტამინ B12-ის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემიის განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ორი ვიტამინის კომბინირებული განსაზღვრა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს თუ რომელი ვიტამინის დეფიციტმა გამოიწვია დაავადება და სწორად დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მეგალობლასტური ანემია გამოწვეულია B12 ვიტამინის დეფიციტით, FA პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება. FA დეფიციტი შეინიშნება აგრეთვე ავთვისებიანი დაავადებების, სეფსისის, მწვავე ანთებითი დაავადებების (განსაკუთრებით კანის), ღვიძლის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს.
FA-ს დეფიციტი ჰიპერჰომოცისტეინემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც ათეროსკლეროზის ადრეული განვითარების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია.
შრატში ფოლიუმის ზღვარზე დაბალი დონე გვხვდება პაციენტებში ნეიროფსიქიატრიული დარღვევებით, ორსულ ქალებში ნერვული მილის დეფექტებით და ქალებში ბოლოდროინდელი სპონტანური აბორტებით.
ვიტამინი B12
ვიტამინი B12 მიეკუთვნება კობალტის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფს – კობალამინებს. მათ შორისაა თავად ციანკობალამინი (B12 ვიტამინი), ჰიდროქსიკობალამინი და ვიტამინი B12-ის ორი კოენზიმური ფორმა: მეთილკობალამინი და 5-დეოქსიადენოზილკობალამინი.
ვიტამინი B12 არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, უჯრედულ მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და დნმ-ის წარმოებაში.
B12 ვიტამინის გაზრდილი კონცენტრაცია:
B12 ვიტამინის შემცირებული კონცენტრაცია:
ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება:
მალაბსორბცია კუჭის ლორწოვან გარსში შინაგანი ფაქტორის დეფიციტის გამო:
ვიტამინ B12-ის და/ან ფოლიუმის მჟავის შეწოვის დარღვევა:
კობალამინის მეტაბოლიზმის მემკვიდრეობითი დარღვევები:
D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში და შეიძლება გამოიწვიოს: რაქიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, დეპრესია, იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები და სხვა
D ვიტამინის დეფიციტის ფართოდ გავრცელებასთან შედარებით, D ჰიპერვიტამინოზი იშვიათია და გვხვდება მხოლოდ D ვიტამინის მაღალი დოზების გახანგრძლივებული ზემოქმედების შემთხვევაში. ამ მდგომარეობას კლინიკურად ახასიათებს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოტონია, ნეფროლითიაზი, გულთან დაკავშირებული პრობლემები. ლაბორატორიული ტესტების შედეგები აჩვენებენ მძიმე ჰიპერკალციემიას და ჰიპერფოსფატემიას, ასევე პარათირეოიდული ჰორმონის დაბალ დონეს.
სისხლის ნიმუშის აღება, პროფილური კვლევებისთვის, აუცილებელია უზმოდ, დილით.
კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი (ერთი ჩხვლეტა)
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
https://www.synevo.ro/shop/vitamina-b12/
https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/folievaia-kislota.html
https://www.synevo.ro/shop/25-oh-vitamina-d/
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია