პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვლინდება.
მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ფაქტორების ერთობლიობა ხელს უწყობს სინდრომის განვითარებას: გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, ანდროგენების სიჭარბე, ინსულინრეზისტენტობა და სხვა.
სიმპტომები
დაავდების კლინიკური გამოვლინება ხშირად პირველ მენსტრუალურ ციკლს ემთხვევა, შესაძლოა დაიწყოს მოგვიანებითაც.
დიაგნოსტირებისთვის აღნიშნულიდან 2 სუიმპტომი მაინც უნდა არსებობდეს:
- არარეგულარული ციკლი. დაორსულების პრობლემები.
- ანდროგენების მაღალი დონე – რაც იწვევს სახის და სხეულის გათმიანებას – ჰირსუტიზმს, აკნეს.
- პოლიცისტური საკვერცხეები. საკვერცხეები ზომაში მომატებულია, რამდენიმე დიდი ფოლიკულია განვითარებული, თუმცა და ოვულაციის (ფოლიკულის გასკდომის და კვერცხუჯრედის გადმოსვლის) პროცესი შეფერხებულია.
სიმპტომები განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს ინდივიდებში გაცხიმოვნებით.
მიზეზები
როგორც აღვნიშნეთ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მისი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები:
- ინსულინრეზისტენტობა. ინსულინი ჰორმონია, რომელსაც პანკრეასი გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით უჯრედები ითვისებს შაქარს. როდესაც უჯრედები ხდება რეზისტენტული ინსულინის მიმართ, შაქრის დონე სისხლში მატულობს. ამის დასაბალანსებლად პანკრეასი აძლიერებს ინსულინის გამომუშავებას. ჭარბი ინსულინი ასტიმულირებს მამრობითი ჰორმონების – ანდროგენების წარმოქმნას, რასაც მოსდევს ოვულაციის დარღვევა. ინსულინორეზისტენტობის ნიშანია წონის მატება, გაძლიერებული მადა, მუქი ლაქები სხეულის ბუნებრივ ნაოჭებსა და კისერზე.
- დაბალი ხარისხის ანთება. სისხლის თეთრი უჯრედები – ლეიკოციტები, დაზიანების ან ინფექციის საპასუხოდ გამოყოფენ ანთების მედიატორებს. ამას ეწოდება ე.წ დაბალი ხარისხის ანთება. კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის დროს ადგილი აქვს გახანგრძლივებულ დაბალი ხარისხის ანთებას, რაც ასევე ასტიმულირებს ანდროგენების მომატებას. ეს საბოლოოდ გულის და სისხლძარღვების დაავადებებით რთულდება.
- მემკვიდრეობა. დადასტურებულია, რომ კონკრეტული გენები დაკავშირებული საკვერცხის პოლიკისტური სინდრომის განვითარებასთან.
- ანდროგენების სიჭარბე. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომისას საკვერცხეები ჭარბ ანდროგენს წარმოქმნიან, რაც აფერხებს ოვულაციას, იწვევს ჰირსუტიზმს და სხვა პრობლემებს.
გართულებები
- უნაყოფობა
- გესტაციური დიაბეტი და ორსულობასთან ასოცირებული არტერიული ჰიპერტენზია
- სპონტანური აბორტი
- ნაადრევი მშობიარობა
- ღვიძლის გაცხიმოვნება, არაალკოჰოლური (სტეატოჰეპატიტი)
- მეტაბოლური სინდრომი – არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონის მატება.
- პრედიაბეტი და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
- ძილის აპნოე
- დეპრესია, შფოთვა, კვებითი აშლილობა
- ენდომეტრიული სიმსივნეები
სიმსუქნე როგორც წესი თან ახლავს პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომს და ამძიმებს კლინიკურ გამოვლინებებს. სიმპტომების უმეტესობა განპირობებულია ანდროგენების სიოჭარბით და ჰორმონული დისბალანსით.
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის მქონე ქალების თითქმის ნახევარს სიმპტომები საერთოდ არ აქვს, გარდა უშვილობისა.
სინდრომთან ასოცირებული მეტაბოლური სინდრომი ზრდის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, კარდიოვასკულური დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების განვითარების რისკს.
მკურნალობა
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მართვა დამოკიდებულია სიმპტომებზე და სხვა ფაქტორებზე.
ინსულინრეზისტენტობის და სიმსუქნის მართვისთვის მოწოდებულია როგორც ჯანსაღი დიეტა და ფიზიკური აქტივობა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა.
ჰორმონოთერაპია ანდროგენების კონტროლისათვის, ასევე ხელს უწყობს ციკლის დარეგულირებას და გათმიანებისა და აკნეს მკურნალობას.
როდის მივმართოთ ექიმს
არარეგულარული ციკლი
გათმიანება
აკნე
წონის მატება
სპონტანური აბორტები
და სხვა
ყველა ეს ჩვენება საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას, დიაგნოსტიკას და სათანადო მკურნალობას.
ლაბორატორია “სინევო“ გთავაზობთ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების სადიაგნოსტიკო ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge