ექიმთან ონლაინ კონსულტაცია საშუალებას გაძლევთ ვიდეოკონფერენციის ტექნოლოგიების გამოყენებით დაუკავშირდეთ სპეციალისტს, მიაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოთ ამომწურავი და ეფექტური მომსახურება.
თუ ჩაიტარეთ ლაბორატორიული კვლევები და გესაჭიროებათ შედეგების ინტერპრეტაცია;
თუ გაქვთ ჩივილები და გაინტერესებთ, რომელი კვლევების ჩატარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჩვენს ექიმ-სპეციალისტებთან ონლაინ კონსულტაცია და ისარგებლოთ ფასდაკლებით.
ხშირად დასმული კითხვები
• აირჩიეთ სასურველი ექიმის მომსახურეობა და დაამატეთ კალათაში.
• დამატებული ანალიზების სანახავად ეწვიეთ კალათას. (კალათის ნახვა)
• შესაძენად გადადით ველზე: „შეკვეთის გაფორმება“ და შეავსეთ პაციენტის მონაცემები.
მოცემულ გრაფებში მიუთითეთ პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
თუ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნომრის გრაფაში მიუთითეთ პასპორტის ნომერი.
იმისთის რომ პასუხები მიიღოთ მეილზე, შეავსეთ ელექტრონული ფოსტის გრაფა.
• მიუთითეთ პაციენტის მობილური ტელეფონის ნომერი.
• საკონტაქტო ნომრის გრაფის შემდეგ შეგხვდებათ შესავსები ველი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის უკვეთავთ ანალიზებს, თუ სხვისთვის.
• კომენტარის ველში შეგიძლიათ დაგვიტოვოთ სასურველი კომენტარი.
შემდეგ ველში აირჩიეთ ბინაზე მომსახურეობა, ან ჩამონათვალიდან აირჩიეთ ფილიალი, სადაც გსურთ ანალიზების გაკეთება.
• გაეცანით და დაეთანხმებთ საიტის წესებსა და პირობებს და შეკვეთის გასაფორმებლად გადადით ველზე: გაგრძელება Ipay-ით.
• გადახდის ველში მიუთითეთ თქვენი ბარათის დეტალები.
გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის ბარათით.
• შეკვეთის დასასრულებლად, გადადით ველზე „გადახდა“, სადაც გამოგიჩნდებათ გადასახდელი თანხის ჯამური რაოდენობა.
გადახდის დასადასტურებლად შემდეგ გრაფაში შეიყვანეთ ერთჯერადი კოდი, რომელსაც თქვენი ბანკისგან SMS-ის სახით მიიღებთ.
გადადით ველზე: დადასტურება.
• მას შემდეგ რაც, ეკრანზე გამოგიჩნდებათ „გადახდა წარმატებით შესრულდა“ გადადით ველზე: „დაბრუნება“ და იხილეთ თქვენი ონლაინ შეკვეთის ნომერი, შეძენილი ანალიზების ჩამონათვალი და გადახდის დეტალები, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ წარადგინოთ ფილიალში.
• ონლაინ კონსულტაციის შეძენის შემდეგ, დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი. პაციენტთან და ექიმთან შეთანხმებით, ჩაინიშნება კონსულტაციის დრო და თარიღი.
• შეთანხმების შემდეგ გადმოგეგზავნებათ Zoom-ის ლინკი, რომელიც შეთანხმებულ დროს ჩაირთვება. ონლაინ შეძლებთ ექიმთან გასაუბრებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას.