Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

“ჰერპეს პროფილი 1”  მოიცავს შემდეგი პარამეტრების კვლევას:

მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV) უძველესი და ყველგან გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანებში იწვევს მწვავე და მორეციდივე ინფექციებს. გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი ხვდება ლორწოვან გარსებში (თვალის, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) და ადგილობრივად მრავლდება. ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია და სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს მინიმალური და შეუმჩნეველი. ძირითადად ვითარდება გამონაყარი, კანის დაზიანება, სასქესო ტრაქტის დაზიანება და ახალშობილთა ჰერპესი. ინფიცირებულთა მცირე პროცენტში ვირუსი შეიძლება შევიდეს მგრძნობიარე ნერვული ფესვის ლიმფურ კვანძში და გამოიწვიოს განმეორებითი (რეკურენტული) ინფექციები. ძალიან ხშირად, ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვირუსი რჩება ლატენტურ მდგომარეობაში (მიძინების მდგომარეობაში). მისი ხელახალი გააქტიურება ჩვეულებრივ ხდება გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, სტრესი ან სხვა ინფექცია.

ზოგადი ინფორმაცია

არსებობს ჰერპეს ვირუსის ორი ძირითადი ტიპი: HSV1 და HSV2.

პირველი ტიპის მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV-1) იწვევს პირველად ჰერპესს, რომელიც ძირითადად აზიანებს კანს, ტუჩებს, პირის ღრუს ლორწოვანს, კონიუნქტივას, ზედა კიდურებს, იწვევს მენინგოენცეფალიტს, ახალშობილთა ჰერპესს და თანდაყოლილ ოფთალმოჰერპესს.

პირველადი HSV1 ინფექციები უპირატესად შეძენილია ბავშვობაში; ოროფარინგეალური ინფექციის შემდეგ ვირუსი ახდენს სამწვერა ნერვის განგლიების კოლონიზაციას, სადაც ის რჩება მიძინებული. ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური გამოვლინება გინგივოსტომატიტია, უფროს ასაკში კი დამახასიათებელია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი.

მეორე ტიპის მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV II) იწვევს პირველად ჰერპესს კანის და სასქესო ორგანოების, დუნდულოების, ქვედა კიდურების დაზიანებით. იწვევს მენინგოენცეფალიტს, ახალშობილთა ჰერპესს, თანდაყოლილ ჰერპესს, მიელიტსა და ენცეფალიტს. HSV1 ინფექციების პრევალენტობა მთელს პოპულაციაში 70-80%-ს წარმოადგენს, ხოლო HSV2-ის პრევალენტობა დაახლოებით 17-25%-ია.

გენიტალური ჰერპესი შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც HSV1-ით (შემთხვევების 15%), ასევე HSV2-ით (შემთხვევების 85%). წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას, მას გენიტალიების მიდამოში ახასიათებს დაზიანებები სეროზული შიგთავსით სავსე მცირე ვეზიკულების სახით, რომლებიც ადვილად იშლება და მათ ადგილას ჩნდება მტკივნეული წყლულები, დაზიანებას შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვისას. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს ქავილი და ლიმფადენოპათია. ხშირად პირველად დაზიანებებს თან ახლავს სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, ფოტოფობია, მიალგია და ზოგადი სისუსტე.

მიუხედავად იმისა, რომ HSV1 და HSV2 სხვადასხვა გზით გადაეცემა და გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა უბანზე, ხშირად ვლინდება გადაკვეთა ამ ორი ვირუსის ეპიდემიოლოგიასა და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების კლინიკურ გამოვლინებებს შორის.

დიფერენცირება HSV1 და HSV2 ინფექციებს შორის სასარგებლოა სუბკლინიკური ან შეუმჩნეველი ინფექციების მქონე პაციენტებში. ძირითადი სიტუაციები, რომლებშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HSV1 და HSV2-ის დიფერენცირება, არის შემდეგი:

  • ორსული ქალების კონსულტაცია და თანდაყოლილი ინფექციის რისკის დადგენა.
  • ინფექციის რეაქტივაციის ალბათობის განსაზღვრა (უფრო მაღალი HSV2-ის შემთხვევაში).
  • ანტივირუსული თერაპიის განსაზღვრა (შეიძლება განსხვავდებოდეს HSV-ის ტიპის მიხედვით).

HSV ინფექციების დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ ხდება კლინიკური გამოვლინებებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, როგორიცაა ვირუსული დნმ-ის გამოვლენა, ვირუსული კულტურები და სეროლოგიური ტესტები.

სეროლოგიური მარკერების (IgM, IgG) შეფასება წარმოადგენს ინფექციის დიაგნოსტიკის არაპირდაპირ მეთოდს – ეს საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზმის იმუნური პასუხი ორგანიზმში არსებულ პათოგენზე.

IgM-ის განსაზღვრა – ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ IgM ანტისხეულები HSV1 და HSV2-ის მიმართ სისხლის შრატში. IgM ანტისხეულების გამოვლენა სასარგებლოა აქტიური ინფექციის დასადასტურებლად. ეს არის ყველაზე ადრეული სისხლის ტესტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰერპესის გამოსავლენად.

HSV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ჩნდება მწვავე ინფექციის მე-2-3 კვირას, ანტისხეულების პიკური დონე აღინიშნება დაავადების კლინიკური სურათის განვითარებიდან 4-6 კვირის შემდეგ. IgM ანტისხეულების დონის მატება 7-10 დღის ინტერვალით მიღებული შრატის შესწავლისას მიუთითებს პირველად ინფექციაზე. ადრე არსებული IgM ანტისხეულების მქონე პირებში ხელახალი ინფექცია არ იწვევს მათი დონის მნიშვნელოვან ცვლილებას, თუნდაც გამოხატული კლინიკური სურათის ფონზე. HSV1-ის შემთხვევაში სეროკონვერსიის (IgM-ის გაქრობის) საშუალო დრო შეადგენს 3,5 კვირას.

როგორ მოვემზადოთ ჰერპესის პროფილური კვლევისთვის?

ტესტირებამდე სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ტესტისთვის საჭიროა – ვენური სისხლი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

IgM

დადებითი შედეგის მიღება მიუთითებს აქტიურ ინფექციაზე.

ვირუსის რეაქტივაციამ შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს IgM ანტისხეულების დონის შესამჩნევი ზრდა.

დიაგნოსტიკური შეზღუდვები

  • მიღებული შედეგები ყოველთვის უნდა განვიხილოთ კლინიკური დიაგნოზისა და სხვა ლაბორატორიული ტესტების შედეგების კონტექსტში.
  • IgG ანტისხეულების არსებობა ერთ ნიმუშში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განვასხვაოთ აქტიური და გადატანილი ინფექციები. აქტიურ ინფექციას ადასტურებს IgM ანტისხეულების არსებობა, IgG ანტისხეულების მნიშვნელოვანი ზრდის დემონსტრირება დინამიკაში, ან ვირუსის პირდაპირი კულტივირება.
  • იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით.

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ჰერპეს პროფილი 1 – 55 ლარი, ნაცვლად 70 ლარისა

Call Now Button