ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თანხმობა ონლაინ სამედიცინო მომსახურების (ტელემედიცინა) მიღებაზე

თანხმობა ონლაინ სამედიცინო მომსახურების (ტელემედიცინა)მიღებაზე

მე, ქვემოთ ხელმომწერი (ან ელექტრონულად ღილაკზე თითის დაჭერით), ვაცხადებ თანხმობას მივიღო სამედიცინო კონსულტაცია დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით და ვაცნობიერებ შემდეგს:

  1. ინფორმირებული ვარ, რომ ვიდეო ჩართვის ტექნიკური გამართულობის მიზნით, სესიის დასაწყისს შესაძლოა დაესწროს ლაბორატორიის ადმინისტრატორი. მე უფლებამოსილი ვარ, მოვითხოვო ადმინისტრატორის მიერ სესიის დაუყოვნებლივ დატოვება ტექნიკური გამართვის დასრულებისთანავე, რათა დაცული იყოს ჩემი საუბრის კონფიდენციალურობა ექიმთან.
  2. მესმის, რომ Zoom არის მესამე მხარის პლატფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იღებს ყველა ზომას უსაფრთხოებისთვის, ინტერნეტ სივრცეში კომუნიკაცია შეიცავს მინიმალურ კიბერ-რისკებს.
  3. თანახმა ვარ, რომ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციის (ანალიზები, დანიშნულება) განხილვა მოხდეს ვიდეო ზარის დროს (ეკრანის გაზიარებით ან ზეპირი ფორმით).
  4. ინფორმირებული ვარ, რომ კონსულტაცია არ იწერება (არ ხდება აუდიო/ვიდეო ჩაწერა) ლაბორატორიის მხრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამაზე არ გაიცემა ჩემი წინასწარი წერილობითი თანხმობა.

 

 

 

Call Now Button