თანხმობაპერსონალურმონაცემთადამუშავებისთაობაზე
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თანხმობის გაცემით, სამედიცინო მომსახურების გაწევის, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და ასევე, ხარისხის გაუმჯობესების, სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით, თქვენ, როგორც პაციენტი, ადასტურებთ თქვენ წინასწარ თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებთ მას უფლებას შემდეგზე:
კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას პაციენტის პერსონალური, მათ შორის, ჯანმრთელობის, ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება: დაამუშაოს პაციენტის და/ან მისი მკურნალობის და/ან წარმომადგენლის შესახებ კომპანიაში მომსახურების მიღების მიზნით მიღებული პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის (ავტომატური და/ან ნახევრად ავტომატური დამუშავების) გამოყენებით, როგორც თავისი უშუალო თანამშრომლების/მედ. პერსონალის, ისე – მოწვეული პირების და ასევე, თავისი კონტრაქტორების მეშვეობით, მათ შორის, იმ კონტრაქტორების, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შემხებლობაში არიან პაციენტისათვის მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის გაწევასთან და/ან ხარისხიანი მომსახურების მიღებასთან (მაგ.: პაციენტის მომსახურე სადაზღვევო კომპანია და სხვა). ამასთან, ამგვარი უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, რაიმე დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.
მონაცემთა დამუშავება მოიცავს კომპანიის მიერ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებას, მოპოვებას, წვდომას, ფოტოგადაღებას, ვიდეოთვალთვალსა ან/და აუდიომონიტორინგს, ორგანიზებას, დაჯგუფებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლასა ან განადგურებას, ასევე, მონაცემთა გამჟღავნებას, მათი გადაცემის, გასაჯაროების, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. კომპანიის მიერ მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც იგი შეგროვდა და/ან კანონმდებლობით იქნა/არის გათვალისწინებული.
პაციენტის პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე (გარდა ზემოაღნიშნული პირებისა), კერძოდ, სახელმწიფო, მარეგულირებელი ორგანოები, მომსახურების ან მისი ნაწილის დამფინანსებელი პირები, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა, განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად, გონივრული საჭიროებიდან და/ან მოთხოვნის არსიდან გამომდინარე;
კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ, კომპანიის მიერ პაციენტის პერსონალური ინფორმაციის განსაზღვრული მიზნებით დამუშავება გაგრძელდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება სამედიცინო მომსახურების მიზნებს და/ან მოთხოვნილია მარეგულირებელი ორგანოების მიერ ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვისაც კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში და წესით.
თქვენ ადასტურებთ, რომ მიღებული გაქვთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
შპს „სინევო საქართველო“-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@synevo.ge
