Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თირეოტროპული ჰორმონი (TSH)

ცნობილი როგორც:thyroid stimulating hormone (TSH)
SKU: 1004

28.80

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) არის გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის წინა წილის ბაზოფილურ უჯრედებში. TSH გამოიყოფა თავისუფალი ტრიიოდთირონინისა და თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაციის ცვლილების საპასუხოდ უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით. იგი შედგება ორი – α და β ჯაჭვისგან. α ჯაჭვი საერთოა TSH, ფოლიკულ-მასტიმულირებელი (FSH), მალუთეინიზებელი (LH) და ქორიონული გონადოტროპული ჰორმონებისთვის (hCG). ბეტა ჯაჭვი განსხვავებულია და განაპირობებს ბიოქიმიურ სპეციფიკას. TSH-ს გააჩნია სეკრეციის ცირკადული რითმი, რომელსაც აკონტროლებს ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული TSH-რილიზინგ ჰორმონი (TRH).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების დიაგნოსტიკა;
  • ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიფერენციალური დიაგნოზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

TSH-ის დონე მაღალია პირველადი ჰიპოთირეოზის დროს.

თუ არსებობს ჰიპოთირეოზის აშკარა ნიშნები, მაგრამ TSH დონე არ არის მომატებული, საეჭვოა მეორეული (ცენტრალური) ჰიპოთირეოზი ჰიპოპიტუიტარიზმის დროს. ამ შემთხვევაში TSH-ის ბიოლოგიური აქტივობა დაბალია.

TSH-ის შემცირებული დონე გვხვდება ჰიპერთირეოზის დროს.

ორსულებში აღინიშნება TSH-ის დონის შემცირების ტენდენცია.

ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში TSH-ის დათრგუნვის სიხშირე, ჰიპერთირეოზით დაავადებულ პაციენტებთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება არ აღენიშნება.

TSH-ის კონცენტრაცია ოდნავ იზრდება ასაკთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია

ჰიპოფიზის მიერ TSH-ის გამომუშავება არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოლოგიური მოქმედების ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმი. TSH ურთიერთქმედებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიურ რეცეპტორებთან და იწვევს ორ ძირითად ეფექტს: უჯრედების რეპროდუქციისა და ჰიპერტროფიის და ფარისებრი ჯირკვლის მიერ ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის სინთეზისა და სეკრეციის სტიმულირებას.

TSH-ის განსაზღვრა არის საწყისი ტესტი ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების დიაგნოსტიკაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებაც კი იწვევს TSH კონცენტრაციის ცვლილებას. ამრიგად, TSH არის ძალიან სპეციფიური და მგრძნობიარე პარამეტრი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლისას და ასევე ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს.

TSH-ის დონე მაღალია პირველადი ჰიპოთირეოზის დროს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), რაც ყველაზე მგრძნობიარე ტესტია ამ მდგომარეობისას. თუ არსებობს ჰიპოთირეოზის აშკარა ნიშნები, მაგრამ TSH დონე არ არის მომატებული, საეჭვოა მეორეული ჰიპოთირეოზი ჰიპოპიტუიტარიზმის დროს. TSH-ის შემცირებული დონე გვხვდება ჰიპერთირეოზის დროს. TSH-ის განსაზღვრა სასარგებლოა ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში მკურნალობის მონიტორინგისთვის: დაბალი მნიშვნელობები გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცვლელი პრეპარატების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ხოლო ნორმალური მნიშვნელობები მიუთითებს დაბალანსებულ მკურნალობაზე.

ასაკთან ერთად, TSH-ის კონცენტრაცია ოდნავ იზრდება, ღამით ჰორმონების გამოყოფის რაოდენობა კი – მცირდება. სეკრეციის ნორმალური რიტმი ირღვევა ღამით გაღვიძებისას.

ორსულობის დროს, hCG-ის მომატების ფონზე, შემთხვევათა 20%-ში აღინიშნება TSH-ის დაქვეითება. გარდამავალი თირეოტოქსიკოზის სინდრომი ხშირად ასოცირდება ორსულთა უკონტროლო ღებინებასთან. TSH დონის დაქვეითება შეინიშნება ჰიდატიდიფორმული მოლისა და ქორიოკარცინომის დროს, hCG დონის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად. მეორადი ჰიპოთირეოზის დროს (ცენტრალური) TSH დონე შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ მისი ბიოლოგიური აქტივობა – დაქვეითებული.

ჰიპერპროლაქტინემიის დროს უნდა გამოირიცხოს ჰიპოთირეოზი.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ;

ტესტი არ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ან მასზე ოპერაციის შემდეგ.

TSH-ის დონე დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება; მისი კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს 23:00 სთ-ზე.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button