ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00
პარვოვირუსი B19 Parvoviridae-ს ოჯახის წარმომადგენელია. გამრავლებისთვის მათ ესაჭიროება აქტიურად გაყოფადი უჯრედები, ამიტომ, ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი ბინადრობს და მრავლდება ადამიანის ერითროციტების წინამორბედ უჯრედებში – ძვლის ტვინში. უჯრედების ინფიცირების რისკი იზრდება დიფერენცირების ხარისხთან ერთად.
B19 ვირუსის ციტოტოქსიური ეფექტი ვლინდება უჯრედში არასტრუქტურირებული ცილების სინთეზით. ინფიცირებული ერითრობლასტური კოლონიები შეიცავს დიდი ზომის პრონორმობლასტებს, მოუმწიფებელი ქრომატინით, ციტოპლაზმური ვაკუოლიზაციით და დიდი ზომის ბირთვით.
ჯანმრთელ მოხალისეებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ B19 ვირუსი იწვევს ერითროციტების წარმოქმნის ხანმოკლე, თვითგანკურნებად (4-8 დღეში) შეფერხებას. ადამიანებში, რომლებსაც ერითროციტების სასიცოცხლო ციკლი ნორმის ფარგლებში აქვთ, ეს ხანმოკლე შეფერხება, არ იწვევს ანემიის განვითარებას. მაგრამ პაციენტებში, რომლებსაც ერითროპოეზური (ერითროციტების წარმოქმნის) პროცესები დაჩქარებული აქვთ სისხლდენების, ჰემოლიზური ან სხვა ტიპის ანემიების გამო, B19 ვირუსის გავლენით შესაძლოა აპლაზიური კრიზისიგანვითარდეს. იმუნოსუპრესიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებში, ვირუსი პერსისტირებს – ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში და იწვევს ქრონიკულ ანემიას.
პარვოვირუსული ინფექცია ხშირია ბავშვებში. ინფექციის განვითარება შესაძლებელია ზრდასრულებშიც.
ვირუსის გადაცემა ხდება უპირატესად რესპირატორული გზით. ინფექციის პირდაპირი გზით გადაცემა ხშირია სკოლებში, თავშეყრის სხვადასხვა ადგილებსა და საავადმყოფოებში. ინფიცირება შესაძლებელია სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმის გზითაც.
დაავადების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და მასპინძლის იმუნოლოგიურ და ჰემატოლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული. ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე ბავშვებში ვირუსი იწვევს ინფექციურ ერითემას – ე.წ ბავშვთა ასაკის მეხუთე დაავადებას. დაავადების გამოვლინება იწყება არასპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება – ცხელება, ტავის ტკივილი, რინიტი, გულისრევა და დიარეა. 5-7 დრეში ჩნდება დამახასიატებელი ეგზანთემა (გამონაყარი) ლოყებზე, რომელიც რამდენიმე დღეში მთელ სხეულზე ვრცელდება.
ჯანმრთელ ზრდასრულებში შემთხვევათა ნახევარში ინფექცია ასიმპტომურია. დანარჩენ შემთხვევებში- გრიპის სიმპტომებით მიმდინარეობს. ქალებში ინფექცია შესაძლოა გართულდეს მწვავე, სიმეტრიული პოლიართროპათიით, რომელიც ხშირად შეცდომით რევმატოიდულ ართრიტად მიიჩნევა. ანტებითი ფენომენები 1-3 კვირა გრძელდება, თუმცა ზოგჯერ თვეობით ხანგრძლივდება, რაც კიდევ უფრო ართულებს დიაგნოსტიკას.
ადამიანებში ჰემოლიზური ანემიით და ერითროპოეზის დარღვევით, ინფექცია იწვევს ერითროციტების წარმოქმნის დროებით დათრგუნვას – ტრანზიტორულ აპლაზიურ კრიზისს.
დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებში ვირემია ვლინდება ქრონიკული აპლაზიური ანემიით, რომელსაც ასევე ემატება ღვიძლის დაზიანება, რესპირატორული დარღვევები და მიოკარდიტი.
ორსულობის პროცესში პარვოვირუსული ინფექცია ტრანსპლაცენტური გზით ნაყოფს გადაეცემა (შემთხვევათა 25%). რადგან გესტაციის 20 კვირამდე ნაყოფის ერითროციტების სასიცოცხლო ციკლი ხანმოკლეა და იმუნური რეაქციაც ვერ ვითარდება, არსებობს მწვავე ანემიის და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის განვიტარების რისკი.
მეორე ტრიმესტრში განვიტარებული პარვოვირუსული ინფექცია ნაყოფის წყალმანკს იწვევს, რაც ნაყოფის სიკვდილით მთავრდება.
IgM ანტისხეულები ვითარდება დსნებოვნებიდან 10-12 დღეში, ხოლო IgG ანტისხეულების განვითარებას დაახლოებით 2 კვირა ჭირდება.
IgM ანტისხეულები სისხლში რჩება ინფექციის დაგატანიდან რამდენიმე თვის მანძილზე. IgG რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე და ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში მისი ტიტრი იზრდება.
ქრონიკული პარვოვორუსული ინფექციის განვითარება იმუნოსუპრესიის შედეგია, როდესაც იმუნური სისტემა საკმარის ანტისხეულებს ვერ წარმოქმნის.
როდის ტარდება კვლევა?
ახლადგადატანილი პარვოვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა
პარვოვირუსისადმი იმუნიტეტის შეფასება
პაციენტის მომზადება: კვლევა არ საჭიროებს პაციენტის წინასწარ მომზადებას.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები:
პარვოვირუსის IgG: უარყოფითი
პარვოვირუსის IgM: უარყოფითი
შედეგების ინტერპრეტაცია
IgM
|
IgG
|
ინტერპრეტაცია |
უარყოფითი | უარყოფითი | ინფექციის არარსებობა. |
უარყოფითი | დადებითი | გადატანილი ინფექცია |
ორაზროვანი | დადებითი ან უარყოფითი | სეროლოგიურად ინფექცია მიმდინარეობის პროცესშია. რეკომენდებულია გადამოწმება 7-14 დღეში |
დადებითი | დადებითი | აქტიური/მიმდინარე ინფექციური პროცესი |
დადებითი | ნეგატიური ან ორაზროვანი | მწვავე ინფექციური პროცესი. რეკომენდებულია 7-14 დღეში გადამოწმება |
ანტისხეულების განსაზღვრის ნეგატიური შედეგები არ გამორიცხავს პარვოვირუსულ ინფექციას. ცრუ-უარყოფითი შედეგი ხშირია დაავადების დასაწყის სტადიაზე, ანტისხეულების გამოჩენამდე.
პაციენტებში რომელტაც აქვთ იმუნოსუპრესია, ხშირად ტესტის შედეგების ინტერპრეტირება გართულებულია.
IgM ანტისხეულების ცრუ დადებითი შედეგის არსებობა შეიძლება ეპშტეინ ბარის ვირუსმა გამოიყვიოს.
გახანგრძლივებული პარვოვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა, მხოლოდ სეროლოგიურ მონაცემებს არ უნდა ეყრდნობოდეს, არამედ საჭიროა პჯრ კვლევა და სისხლში ვირუსის დნმ-ის გამოვლენა
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია