Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პარაზიტოლოგიური გამოკვლევა (განავალი)

ცნობილი როგორც:Parasitological examination (feces)
SKU: 5909

27.00

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევით დგინდება პარაზიტების არსებობა ნაწლავური ლოკალიზაციით.

ჰელმინთოზებს იწვევს  პარაზიტული ჭიები. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია განავალში პარაზიტის  ან მისი კვერცხის აღმოჩენა.

 

კვლევის დროს განისაზღვრება შემდეგი პარაზიტები:

პროტოზოა: Giardia lamblia, Entamoeba spp. ანალიზი ხორციელდება  (ანტიგენის სწრაფი ტესტით)

ჰელმინთები:

  • ნემატოდები: Ascaris lumbricoides, Trichuris trichiura, Enterobius vermicularis,
  • ტრემატოდებიFasciola hepatica
  • ცესტოდებიTaenia spp.

 

ნაწლავური პარაზიტები საყოველთაოდ გავრცელებულია, ინვაზიები უფრო ხშირია დაბინძურებული წყლის მქონე ადგილებში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • გახანგრძლივებული ფაღარათი, განსაკუთრებით იმუნოდეფიციტის მქონე პირებში, რომლებშიც სხვა ინფექციური აგენტი არ არის გამოყოფილი.
  • დიარეა ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ინფექციური აგენტი არ არის გამოყოფილი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • დადებითი შედეგი მიუთითებს პარაზიტის არსებობაზე, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პარაზიტი პასუხისმგებელია პაციენტის სიმპტომებზე.
  • ერთი უარყოფითი ტესტი არ გამორიცხავს პარაზიტების ინვაზიის შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაცია

დიარეა, არასრულფასოვანი კვება, ანემია და ნაწლავის გაუვალობა არის ნაწლავური პარაზიტების ინვაზიის ზოგიერთი შედეგი. პროტოზოებს შეუძლიათ გამოიწვიონ დიარეა და/ან მალაბსორბცია როგორც ტოქსინების სეკრეციის გზით, ასევე ნაწლავის ლორწოვან გარსში უცნობი მექანიზმებით შეჭრით. ჰელმინთებს (ნაწლავის ჭიებს) შეუძლიათ ნაწლავის დახშობა, სისხლდენის გამოწვევა ან ნაწლავში საკვები ნივთიერებების შეწოვის შეფერხება. ლარვები ან კვერცხები შეიძლება გავრცელდეს ნაწლავის გარეთაც და გამოიწვიოს ანთება ან ქსოვილის დაზიანება.

პროტოზოების ან ჰელმინთების კატეგორიის ზოგიერთი პარაზიტი შეიძლება ბინადრობდეს ადამიანებისა და ცხოველების ნაწლავურ ტრაქტში კლინიკური გამოვლინების  გარეშე.

Enterobius vermicularis,  ენტერობიოზი ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია. ენტერობიოზის გამომწვევია თეთრი ფერის წვრილი ჭია Enterobius vermicularis ან Oxyuris vermicularis. ენტერობიუსს მეორენაირად მახვილას უწოდებენ. მისი კვერცხი 4-6 საათში მწიფდება და მასში მოძრავი მატლი ყალიბდება. თუ მომწიფებული კვერცხი ადამიანის პირის ღრუში მოხვდა, იგი ენტერობიოზით დაავადდება. ენტერობიუსი, დაავადებული ადამიანის ნაწლავში ცხოვრობს. გარეთ უმთავრესად ღამით გამოდის და კვერცხებს პერიანალური ხვრელის ირგვლივ არსებულ ნაოჭებში დებს.

 

Ascaris lumbricoides – ადამიანისთვის დამახასიათებელი ცილინდრული ჭია (ნემატოდი), რომელიც იწვევს ასკარიდოზს.

ასკარიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა.  მისი გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით. კლინიკური სურათი ასახავს ასკარიდას პარაზიტული ციკლის ეტაპებს, გამოვლინებებით, რომლებიც გამოწვეულია ფილტვის ლარვებითა და წვრილი ნაწლავის მოზრდილი პარაზიტებით:

  • გარდამავალი ინტერსტიციული ჰიპერეოზინოფილური პნევმონია Loeffler: სპასტიური ხველა, ცემინება, სეროზული ნახველი, რომელიც შეიცავს ეოზინოფილებს და შარკო-ლეიდენის კრისტალებს;
  • პოლიმორფული ალერგია;
  • ენტერიტი: ჭიპის ირგვლივი ტკივილი, ღებინება, ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დარღვევა; ნაწლავში პარაზიტების რაოდენობამ შესაძლოა 40-ს გადააჭარბოს; ამ დონეზე ის ახორციელებს მექანიკურ და ტოქსიურ მოქმედებას და შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავის ობსტრუქცია და ცილოვან-კალორიული მალაბსორბცია.

 

Trichuris trichiura (ტრიქოცეფალუსი) – წარმოადგენს გეოჰელმინთურ ნემატოდას, რომელიც ადამიანისთვის სპეციფიური პარაზიტია. ტრიქოცეფალუსის მახასიათებლებს შორისაა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქვეშ ინვაზიის უნარი, შეღწევის ადგილზე მიკროწყლულოვანი უბნების წარმოქმნა და ჰემატოფაგია. ეს ყოველივე იწვევს დიფუზურ ანთებით რეაქციას, ზოგჯერ მარცვლოვანი სახით. კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს როგორც ასიმპტომური ფორმები, რომლებიც დაკავშირებულია დაბალ პარაზიტულ დატვირთვასთან და ნაწლავის ანთებითი დაავადების მსგავსი მძიმე ფორმები (სისხლიანი დიარეა, რომელსაც თან ახლავს სწორი ნაწლავის ტენეზმი და კოლიკური ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა იღლიის ფოსოში). ბავშვებში მძიმე გართულებაა სწორი ნაწლავის პროლაფსი. სისხლის ანალიზი მუდმივად აჩვენებს 10-15% ეოზინოფილიას.

Fasciola Hepatica – ჰერმაფროდიტური ტრემატოდი, რომელიც მდებარეობს ნაღვლის სადინრებში. ადამიანები და ბალახისმჭამელები ინფიცირდებიან სალათის ფოთლის ან წყლის მცენარეების მოხმარებით ან დაბინძურებული წყლით. კლინიკური სურათი ასახავს პარაზიტის განვითარების ეტაპებს და მოიცავს:

  • მიგრაციული ან მწვავე ფაზა: ცხელება, ზოგადი მდგომარეობის ცვლილება, ქავილი, მუცლის ტკივილი უპირატესად მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ლორწოვან-სისხლიანი დიარეა; აღინიშნება ეოზინოფილია (20-40%), ხოლო ფარული სისხლდენის ტესტი განავალში დადებითია ჰემობილიის გამო;
  • ობსტრუქციული ან ქრონიკული ფაზა: მექანიკური სიყვითლე/სუბიქტერუსი, ასოცირებული ბილიარული კოლიკის ეპიზოდებთან;
  • ექტოპიური ფაზა: მოიცავს კანის ფასციოლოზს და ფარინგეალურ ფასციოლოზს (ცხვრის ღვიძლის მოხმარების გამო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში).

 

გვარი Taenia – მიეკუთვნება ცესტოდების კლასს და მოიცავს ორ სახეობას: Taenia saginata და Taenia solium. ადამიანი ინფიცირდება არასაკმარისად მოხარშული ძროხის/ღორის ხორცით.

კლინიკური სურათი: სიმპტომები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომების მსგავსია:

  • ლორწოვანი ფაღარათი;
  • მუცლის ტკივილი კოლიკით;
  • გულისრევა;
  • მადის შეცვლა (ბულემია ან, პირიქით, ანორექსია).

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები

  • ჭიის კვერცხებზე სრულყოფილი კვლევის ჩასატარებლად საჭიროა განავლის და სპეციალურად მომზადებული ბამბის ტამპონის კვლევა.
  • განავლის ანალიზის ჩასატარებლად საჭიროა იმავე დღის განავალი, მაგრამ თუ წინა დღეს შეგროვებული განავლის მოტანა გსურთ, აუცილებელია განავალი მოტანამდე შეინახოთ ცივ ადგილას პლასტმასის ან მინის ჭურჭელში მცირე რაოდენობით.
  • კონტეინერში მოათავსეთ 10 მლ თხელი განავალი ან კაკლის ზომის განავლის ნიმუში. მნიშვნელოვანია განავლის აღება სხვადასხვა უბნიდან, განსაკუთრებით იმ უბნებიდან, სადაც ჩანს ლორწო ან სისხლი.
  • საბოლოო პასუხისათვის საჭიროა ჩატარდეს აგრეთვე ბამბის ტამპონის კვლევაც, რომელიც უნდა მოიტანოთ შემდეგნაირად მომზადებული: საღამოს არ უნდა დაიბანოთ უკანა ტანი. დილით, გაღვიძებისთნავე დასველებული  და გაწურული 5 სმ დიამეტრის  ბამბის ტამპონით  ჩამოიწმინდეთ უკანა ტანის ნაოჭები   მჯდომარე მდგომარეობაში. დაბინძურებული ბამბის ტამპონი მოათვსეთ ერთჯერად პარკში ან სპეციალურ კონტეინერში. პროცედურის შესრულების წინ და შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები.

ტესტის ჩატარებამდე, როგორც წესი, სპეციალური მომზადება არ არის საჭირო, თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც არ უნდა ჩატარდეს განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევა:

  • ბარიუმის ფაფით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კონტრასტული გამოკვლევიდან 10 დღის გასვლამდე;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ან თერაპიიდან 14 დღის განმავლობაში;
  • მინერალური ზეთების, ბისმუტის, დიარეის საწინააღმდეგო და საფაღარათო საშუალებების მიღებისას ან მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.

 

 

 

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button