Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

PAP ტესტი თხევად სუბსტრატში, ვაგინალურ-ცერვიკალური ციტოლოგია

ცნობილი როგორც:PAP test in liquid substrate, vaginal-cervical cytology
SKU: PAP

72.00

საკვლევი მასალა: უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1, ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46 ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 09:00-14:00

 

 

 

საშვილოსნოს ყელის კიბო არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა მთელს მსოფლიოში. ვინაიდან, ეს დაავადება ძირითადად აზიანებს 35-50 წლამდე ასაკის სოციალურად და პროფესიულად აქტიურ ქალებს. იმ ქვეყნებში, სადაც სკრინინგული პროგრამები აქტიურად ხორციელდება, აღინიშნება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების მკვეთრი კლება, რადგან ცერვიკალური კობოსწინარე დაზიანებების დროული გამოვლენა პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა, რომელიც თავიდან აგვაცილებს მაღალი ხარისხის დაზიანებებსა და ინვაზიური კიბოს შორსწასულ ფორმებს.

HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი) მიიჩნევა საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარ გამომწვევად. ამასთან, ვირუსისგან დაზიანებული უჯრედების დისპლაზიურ უჯრედებად და შემდეგ კიბოს უჯრედებად გარდაქმნა, ასევე მოითხოვს სხვა რისკ-ფაქტორების არსებობასაც.

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პაპ-ტესტის დანერგვამ განვითარებულ ქვეყნებში საგრძნობლად შეამცირა ავადობა და სიკვდილიანობა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 21-დან 65 წლამდე ასაკის ქალებს. ყველა ქალს, რომელიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, გინეკოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით – თუ აღმოაჩნდა მაღალი ონკოგენური რისკის მქონე ადამიანის პაპილომავირუსი ან ცვლილებები ლორწოვან გარსში. შემდგომ ექიმი განსაზღვრავს, როგორი სიხშირით განმეორდეს გამოკვლევა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ქალს საშვილოსნოს ყელზე აქვს რაიმე ტიპის ჩარევა (მოწვა, მოყინვა, კონიზაცია), ან ნებისმიერი ტიპის დაზიანება, პაპ ტესტი უნდა გაკეთდეს ყოველწლიურად.

პაპ ტესტის გარდა არის ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს კვლევის სხვა მეთოდები მაგ: პაპილომავირუსის დნმ ტესტი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

„პაპ“ ტესტის „ტრადიციულ“ მეთოდთან შედარებით, თხევადი ციტოლოგიის (LBC) მეთოდის უპირატესობებია:
– ადვილი და სწრაფი საშვილოსნოს ყელის ნაცხი, შესასწავლი უჯრედების განადგურების ან დაზიანების რისკის გარეშე;
– აღებული მასალის (ნაცხის) სადიაგნოსტიკო ეპითელური უჯრედების 100% ხვდება ლაბორატორიაში;
– სპეციალური სატრანსპორტო გარემო უზრუნველყოფს მასალის ეფექტურ ფიქსაციას;
– მიღებული მასალის სისხლის, ლორწოს და ანთებითი უჯრედებისგან გასუფთავება და ერთ შრეზე თანაბრად გადანაწილებული, ინტერპრეტაციისთვის აუცილებელი უჯრედების მახასიათებლების შენარჩუნებით, კონცენტრირებული ველის მიღება, უზრუნველყოფს კლინიკურად შესასწავლი უჯრედების უფრო სწრაფ და თვისებრივ ვიზუალიზაციას.
– ამცირებს არადამაკმაყოფილებელი შესასწავლი ნიმუშების შემთხვევებს, რითაც თავიდან გვაცილებს გაუმართლებელი განმეორებითი სინჯების აღების საჭიროებას.
– ტესტი სრულდება უჯრედული გამდიდრების, შეღებვისა და კომპიუტერიზირებული ინტერპრეტაციის ავტომატური სისტემით.

ნიმუშის დამუშავებისა და შემოწმების შემდეგ, შედეგები გაიცემა Bethesda საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიის ანგარიშგების სისტემის შესაბამისად 2001. (Bethesda Cervical Cytology Reporting System 2001 3 .)

დამატებითი ინფორმაცია

HPV ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებად ითვლება, თავისმხრივ დაკავშირებულია: სექსუალური ცხოვრების ადრეულ დაწყებასთან, მრავალი პარტნიორის ყოლასა და უწესრიგო სექსუალურ ქცევასთან, ასევე მოწევასთან.
HPV ინფექციის შედეგად დისპლაზიური დაზიანების და ინვაზიური კიბოს განვითარების რისკ-ჯგუფს შეადგენენ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები, რომელთა ორგანიზმი ვერ ერევა პაპილომა ვირუსით გამოწვეულ ინფექციასა და უჯრედულ დაზიანებას.

ამავე დროს, რისკ-ფაქტორებში მნიშვნელოვანია ვირუსის გენოტიპი, რადგან HPV–ის 100-ზე მეტი შტამი არსებობს და მათ შორის დაახლოებით 40-ს აქვს ტროპიზმი სასქესო ორგანოების მიმართ. ონკოგენურობის მიხედვით ისინი კლასიფიცირდებიან:

– დაბალი რისკის მქონე: 6, 11, 40, 42, 43, 44, 54, 61, 70, 81 და CP6108 შტამები, რომლებიც იშვიათად იწვევენ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებსა და კიბოს პროგრესირებას.

– მაღალი რისკი მქონე (ონკოგენური, hrHPV ): 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 68, 73 და 82 შტამები, რომლებიც გამოვლენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევაში.

ყველაზე ეფექტური და ფართოდ გამოყენებული მეთოდი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამებში და შეიძლება შედარებით მარტივად შესრულდეს დიდ პოპულაციაზე, არის საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ციტოლოგია ანუ ცერვიკალურ-ვაგინური ციტოლოგია, იგივე პაპ ტესტი.

ზოგადად, პაპ ტესტის ჩატარება რეკომენდებულია რეგულარულად, 1-3 წლიანი ინტერვალით, 21 – დან 65 წლამდე ასაკში, ან სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან 3 წელიწადში, რადგან მიიჩნევა, რომ HPV ინფექციების უმეტესობა დაკავშირებულია სექსუალური ცხოვრების პირველ წლებთან (18-25 წელი).

„სინევოს“ ლაბორატორიაში ჩატარებული საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ციტოლოგიის ტესტი (პაპ ტესტი) იყენებს „ტრადიციულ“ მინაზე აღებული პაპ ტესტის ნაცხის მეთოდისგან განსხვავავებულ, თანამედროვე და ახალ ტექნოლოგიას, ე.წ თხევად სუბსტრატზე დაფუძნებულ ციტოლოგიის მეთოდს (LBC).

თხევადი ციტოლოგიი (LBC) მეთოდს ახასიათებს :

• ინტრაპითელური დაზიანებების გამოვლენის უფრო მაღალი სიზუსტე’
• ნიმუშების არასწორი ინტერპრეტაციის მინიმალური შემთხვევები;
• საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღების მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი;
• შესაძლებელია ერთი ნიმუშით დამატებითი ტესტების ჩატარება, კერძოდ, HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსის) გამოვლენა, გენოტიპირება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოკვლევა;
• სლაიდების (სასაგნე მინების) დამუშავება და შეღებვა ხორციელდება სპეციალური ავტომატური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და სტანდარტიზებული შესასწავლი ნიმუშების მიღებას;
• კომპიუტერული ანალიზის სისტემა უზრუნველყოფს მიღებული ნაცხის ნიმუშების სკანირებას და აუმჯობესებს მათი შესწავლისა და ინტერპრეტაციის ხარისხს, რაც მიიღწევა ციტოლოგის ყურადღების მიქცევით იმ მიკროსკოპული ველების მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავს ანომალიებს, და ასობით უჯრედული პარამეტრების გაზომვის საფუძველზე ახდენს ნაცხის კლასიფიკაციას რისკის რაოდენობრივი შეფასების სისტემის მიხედვით.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

თხევადი ციტოლოგიის მეთოდით პაპ ტესტის ჩატარებისთვის, მასალის აღება ხდება ექიმი სპეციალისტის (გინეკოლოგის) მიერ. ნაცხის ასაღებად საჭიროა სპეციალური ჯაგრისი და სითხით სავსე ე.წ BD ფლაკონი, რომლის აღებაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია „სინევოს“ ლაბორატორიულ ცენტრებში. ასევე ექიმის მიერ უნდა შეივსოს სპეციალური მიმართვის ფორმა, სადაც ხდება პაციენტის მონაცემებისა და ტესტის სახეობის მონიშვნა. აღებული მასალა და მიმართვის ფორმა ბარდება „სინევოს“ ლაბორატორიულ ცენტრებში, საიდანაც იგზავნება „სინევოს“ ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიაში შესასწავლად.

სატრანსპორტო და საფიქსაციო ფლაკონი Cervex ჯაგრისი.

განსაკუთრებულ მომზადებას გამოკვლევა არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა:

– ნაცხის აღებამდე 24-48 საათით ადრე რეკომენდებულია თავიდან ავიცილოთ: სქესობრივი კავშირი, ვაგინალური შხაპი, ინტრავაგინალური მკურნალობა (კრემები, კონტრაცეპტივები, სადეზინფექციო საშუალებები, საპოხი მასალები) ან სხვა ინტრავაგინალური ჩარევები (ინტრავაგინალური ტამპონები, ვაგინალური გამოკვლევა).

– პაპ ტესტი არ კეთდება მენსტრუაციის დროს. უმჯობესია ნაცხის აღება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში. ასევე, სასქესო ორგანოების ინფექციების შემთხვევაში, მათი მკურნალობის შემდეგ.

– სამედიცინო-ქირურგიული პროცედურების შემთხვევაში, ნაცხის აღება რეკომენდებულია ხელით გამოკვლევის დაწყებამდე, კოლპოსკოპიამდე ან მის ჩატარებიდან 24 საათის შედეგ, წინა ტესტიდან 3 თვის შემდეგ, ხოლო პოლიპექტომიის, მშობიარობის შემდგომ ინტერვალი უნდა იყოს 1,5-3 თვე.

 

ანგარიშში გამოყენებული ტერმინებია:

– არანეოპლასტური ცვლილებები – NILM;

– ეპითელური უჯრედების პათოლოგიები: ASC-US, ASC-H, LSIL, HSIL, SCC;

– ჯირკვლოვანი უჯრედების პათოლოგიები-AGC, AIS, ადენოკარცინომა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button