ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾160.00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) გამოწვეული ინფექცია გავრცელებულია ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ, 25 წლამდე ასაკის ქალებში. HPV ინფექციის საშუალო ხანგრძლივობა 4-20 თვეა. 2 წლის განმავლობაში HPV-ით ინფიცირებული ადამიანების 90% „იწმინდება“ ინფექციისგან იმუნური სისტემის მეშვეობით. დანარჩენ 10%-ში – ინფექცია გრძელდება, რაც დაკავშირებულია ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანების განვითარების რისკთან. მუდმივი ინფექცია მაღალი რისკის მქონე HPV გენოტიპებით, აუცილებელი პირობაა საშვილოსნოს ყელის კიბოს და მისი წინამორბედი დაზიანებების განვითარებისათვის. HPV-ის ონკოგენური ტიპების არსებობა ნაჩვენებია საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევაში.
ტესტი არ გამოიყენება:
HPV ტესტს აქვს კლინიკური მგრძნობელობა 93% და კლინიკური სპეციფიკა – 87.7%.
იდენტიფიცირებულია 120-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის HPV და მათგან დაახლოებით ერთ მესამედს შეუძლია გენიტალური ეპითელური უჯრედების დაინფიცირება. ისინი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:
მათ შორის HPV16 არის ყველაზე კანცეროგენული ტიპი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს 50-60%-ს, ხოლო HPV18 მონაწილეობს შემთხვევების დაახლოებით 10-12%-ში. ამრიგად, საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევის 96% მიეკუთვნება HPV-ის 13 ტიპიდან ერთ-ერთს (ჯგუფები 1 და 2A).
ვირუსის პერსისტენცია 1 წლის ან 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით – HPV16-ის, განაპირობებს CIN3-ის (კარცინომა-in-situ – სიმსივნისწინა მდგომარეობა – საშვილოსნოს ყელის ზედაპირული ფენის სრულ სისქეზე გვხვდება არანორმალური უჯრედები, თუმცა პროცესი არ არის გავრცელებული ღრმა შრეებში) ან უფრო მოწინავე დაზიანებების (CIN3+) განვითარების 20-30%-იან რისკს; არანამკურნალევ CIN3-ს აქვს 30% შანსი, გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო 30 წლის განმავლობაში, მაშინ როცა ნამკურნალები CIN3-ის მხოლოდ 1% შეიძლება გახდეს ინვაზიური.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უპირველესი მიზანია კიბოთი ავადობისა და სიკვდილიანობის პრევენცია. სკრინინგის ოპტიმალური სტრატეგია არის წინამორბედი დაზიანებების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს ინვაზიურ კიბოში და ამავდროულად გარდამავალი HPV ინფექციების თავიდან აცილება.
HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) სკრინინგ ტესტი, აღმოაჩენს მაღალი რისკის 14 HPV ტიპს: HPV – 16, 18, 31, 45, 51, 52 – ტიპებს ინდივიდუალური გენოტიპირებით და სხვა HPV ტიპებს – ვირუსის მე-2 ან მე-3 ჯგუფიდან: P1: 33/58; P2: 56/59/66; P3: 35/39/68. ტესტი ეფუძნება HPV დნმ-ის განსაზღვრას პჯრ (PCR) კვლევის მეთოდით რეალურ დროში. HPV ტესტების უმეტესობისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლევა კვლევის დროს გადამრავლდეს გენომის ის რეგიონები, რომლებიც სპეციფიურია HPV-ის კონკრეტული ტიპისთვის, რითაც აუმჯობესებს გამოვლენის სპეციფიკას. გარდა ამისა, სამიზნე თანმიმდევრობების არჩევით E6 და E7 გენების დონეზე, არ არსებობს ცრუ-უარყოფითი შედეგის მიღების რისკი იშვიათი შემთხვევების გარდა. ტესტის კიდევ ერთი პოტენციური უპირატესობა ის არის, რომ გაფართოებულმა გენოტიპირებამ შეიძლება განაპირობოს სკრინინგის პროგრამებში მონაწილე ქალებში HPV-ის სპეციფიური გენოტიპების მდგრადობის უფრო ზუსტი შეფასება და საბოლოოდ პაციენტების უკეთესი სტრატიფიკაცია რისკის ხარისხის მიხედვით.
HPV ინფექციის გენოტიპირება საშუალებას იძლევა:
მოერიდეთ სინჯის აღებას მენსტრუაციის დროს. ასევე სინჯის აღებამდე 48 საათით ადრე პაციენტებმა თავი უნდა აარიდოს სქესობრივ აქტს, ვაგინალურ შხაპს, ინტრავაგინალური ტამპონების, ადგილობრივი კონტრაცეპტივების, ვაგინალური გელების, კრემებისა და მედიკამენტების გამოყენებას.
ორივე ტესტი კეთდება ერთი საკვლევი მასალის გამოყენებით.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია